რჩევები
კითხვა-პასუხი
№38
ავტორი: ანი რევია 50 წუთის წინ
კითხვა: ვარ 18 წლის. სახეზე მქონდა გამონაყარი, მის გასაქრობად, მეგობარმა მირჩია თეთრი კასტელანის სხნარის წასმა. ოთხჯერ წავისვი ბამბის ტამპონით და შედეგი გამოიღო, თუმცა, უცებ დამეწყო იმ ადგილების დაწითლება და საშინლად მეწვის. შესაძლოა, ხსნარს კანი დაეწვა და თუ შეიძლებოდა მისი გამოყენება?
პასუხი: თეთრი კასტელანის შემადგენლობაში შედის რეზორცინი, ბორის მჟავა, ფენოლი, 95-პროცენტიანი ეთანოლი, გამოხდილი წყალი. ამ ხსნარით გაჟღენთილი ბამბის სახეზე დადება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია, კანის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია. კასტელანის სითხის გამოყენება დერმატოლოგის გარეშე არ შეიძლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



