ტესტები

შენი რეაქცია კრიტიკაზე

№23

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

ეს ფსიქოლოგიური ტესტი გთავაზობთ ძალიან მარტივ გზას, რათა უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. უბრალოდ, დახედეთ სურათს, შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო არაალკოჰოლური სასმელი და გაიგეთ, როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე.

სასმელი #1

თუ თქვენ ეს სასმელი აირჩიეთ, კრიტიკა ხშირად გტკენთ გულს. მიჩვეული არ ხართ, რომ გარშემო მყოფები აზრს ღიად გამოთქვამდნენ და მით უმეტეს, უარყოფითად.

ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ემოციების მართვა. იმის გაცნობიერება, რომ ყველა მოქმედება და გადაწყვეტილება შექებას ვერ დაიმსახურებს მით უფრო, რომ ხშირად თქვენ სხვებს ზემოდან უყურებთ, რაც კიდევ უფრო ართულებს კრიტიკის მიღებას.

სასმელი #2

თუ მეორე სასმელი შეარჩიეთ, თქვენ კრიტიკას მშვიდად და დაბალანსებულად იღებთ. კარგად გესმით, რომ გარე მოსაზრება პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ და ამიტომ ცდილობთ, შეინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია.

ეს თვისება გაძლევთ საშუალებას, მუდმივად გაიზარდოთ და წინ იაროთ. გახსოვდეთ, რომ სიფხიზლე და საკუთარი მიზნების გაცნობიერება თქვენი მთავარი ძალაა.

სასმელი #3

თუ არჩევანი მესამე სასმელზე შეაჩერეთ, მაშინ კრიტიკას ხშირად პასუხობთ კამათით, ზოგჯერ აგრესიითაც კი. თქვენ შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ და სწრაფად ხვდებით, როცა შენიშვნა გულწრფელი არ არის და მის მთქმელს საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ გონივრულობა და მხოლოდ მაშინ დაიცვათ თქვენი პოზიცია, როცა ეს ნამდვილად საჭიროა. არასოდეს დაუშვათ, რომ სხვისმა ნეგატიურმა ენერგიამ დაგთრგუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი