ტყუილი ყოველდღიურ ცხოვრებაში
ავტორი: ელენე წულუკიძე 55 წუთის წინ
პიროვნული ტესტები მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზაა, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და გავიგოთ ჩვენი ემოციები. ისინი ინტუიციაზეა დაფუძნებული – ჩვენ არაცნობიერად ვირჩევთ იმას, რაც ჩვენს პიროვნებას ასახავს.
აირჩიეთ ერთ-ერთი სამი სტიქიიდან და გაიგეთ, რამდენად ხშირად მიმართავთ ტყუილს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წყალი
წყლის სტიქიას ირჩევენ ადამიანები ცვალებადი ხასიათით. უმეტეს დროს თქვენ გულწრფელი და პრინციპული ხართ, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში, პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან სარგებელის მისაღებად, მზად ხართ ტყუილს მიმართოთ. თქვენ არ ხართ ის, ვინც წვრილმანებში იტყუება, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში, სიმართლის დამალვა და ტყუილის თქმა ნამდვილად შეგიძლიათ.
ცეცხლი
თუ ცეცხლს აირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ სხვები გიცნობენ, როგორც სანდო და კრისტალურად სუფთა ადამიანს. ხშირად თქვენთან მოდიან დახმარებისთვის, რადგან შეგიძლიათ, ობიექტურად გადაწყვიტოთ უთანხმოება. ხანდახან თქვენ სიმართლეს ამბობთ მაშინაც კი, როცა ის მტკივნეულია სხვებისთვის. თქვენი პირდაპირობა შეიძლება, ახლობლების წყენის საბაბი გახდეს, თუმცა ისინი მაინც პატივს სცემენ თქვენს გულწრფელობას.
ხე
ხის სტიქიის არჩევა მიუთითებს, რომ შესაძლოა, საზოგადოებაში მატყუარას რეპუტაცია გქონდეთ, რადგან ხშირად არღვევთ მიცემულ სიტყვას და ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო საკითხებზეც კი იტყუებით. მიდრეკილება გაქვთ სიმართლის დამალვისა და ამბების შელამაზებისკენ. ხშირად თავადაც ვერ ხსნით, რატომ მოიტყუეთ. ალბათ, გულწრფელობის გეშინიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





