ტესტები

რამდენად ძლიერია თქვენი ინტუიცია

№28

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.07

ტესტები
დაკოპირებულია

გინდათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და თქვენი დაფარული თვისებები? მოდი, პირველ რიგში, ვცადოთ ამოვიცნოთ როგორ გაქვთ განვითარებული ინტუიცია. საკმაოდ მარტივი ტესტია – დაუფიქრებლად აირჩიეთ ფოტოზე ერთ-ერთი საყვარელი კატა და გაიგეთ, რამდენად ძლიერია თქვენი ინტუიცია. პირველი არჩევანი სწორედ თქვენი არაცნობიერის ხმაა. ხომ ყოფილა შემთხვევა, როცა შინაგანმა ხმამ ზუსტად გიკარნახათ სწორი გადაწყვეტილება?

კატა # 1

თქვენ ძლიერად განვითარებული ინტუიცია გაქვთ. იცით, როგორ მოუსმინოთ საკუთარ თავს და ენდოთ შინაგან ხმას. ხართ დამოუკიდებელი, მაგრამ ამავე დროს სენსიტიური და თანაგრძნობის უნარით სავსე.

კატა #2

გახასიათებთ ანალიტიკური მიდგომა. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ამოწმებთ ყველა დეტალს. ინტუიციური მოქმედება თქვენთვის რთულია, თუმცა ყველა ნაბიჯს გააზრებულად დგამთ. ზოგჯერ სოციუმში სწრაფი ადაპტირება გიჭირთ.

კატა ¹3

კრეატიული და შთაგონებული პიროვნება ხართ. სიახლეებისადმი გახსნილობა და სამყაროს უნიკალური ხედვა გამორჩეულს გხდით. თქვენს გრძნობებს ენდობით და არ გეშინიათ არასტანდარტული აზროვნების.

კატა #4

თქვენთვის ლოგიკა და თავშეკავება პირველ ადგილზეა. მოქმედებამდე ყველაფერს დეტალურად ფიქრობთ. იშვიათად რისკავთ, თუმცა თქვენი გადაწყვეტილებები მაშინაც კი გაწონასწორებულია. იშვიათად ნანობთ.

კატა #5

საოცრად გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ ადამიანებისა და სიტუაციების მიმართ. თქვენი ინტუიცია ხშირად ამჩნევს იმას, რასაც სხვები, უბრალოდ, ვერ ხედავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი