ტესტები

დესერტი და ხასიათი

№29

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

ეს პიროვნული ტესტი ნაყინზეა დაფუძნებული. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ დესერტის გემოს არჩევანი არაფერს ამბობს ხასიათზე, მაგრამ სინამდვილეში ეს პასუხი ჩვენს ინდივიდუალურობაზე გაცილებით მეტს მეტყველებს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სურათზეა ნაყინის ხუთი ვარიანტი სხვადასხვა გემოთი. შეხედეთ მათ და დაფიქრდით, რომელი დესერტის მირთმევას ისურვებდით ახლა ყველაზე მეტად. უნდა დაასახელოთ მხოლოდ ერთი ვარიანტი. მნიშვნელოვანია, არჩევანი დიდხანს ფიქრის გარეშე გააკეთოთ.

ვანილი

ვანილი სტანდარტულ გემოდ მიიჩნევა. ასეთი ნაყინი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ის მარადიულად აქტუალური კლასიკის სიმბოლოა. მისი მოყვარულები არიან სიცოცხლისმოყვარე, პოზიტიური ადამიანები, რომლებიც აფასებენ ოჯახსა და კომფორტს. ხართ კეთილი და საიმედო პიროვნება, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო.

შოკოლადი

ძალიან მომხიბვლელი ხართ და გარშემო მყოფებს თავს აყვარებთ. გიყვართ სხვების გახარება და ახლობლების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ურთიერთობებში ხართ რომანტიკული და ოდნავ გულუბრყვილოც. გჩვევიათ ადამიანებზე იმაზე უკეთ იფიქროთ, ვიდრე სინამდვილეში არიან, რის გამოც იმედგაცრუება არ აგცდებათ.

მარწყვი

ასეთი არჩევანი ახასიათებს აზარტულ ადამიანს, რომელსაც უყვარს თავგადასავლები. თქვენ გიჟდებით ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა მოკლებული ხართ ამპარტავნებას და არ ეძებთ დიდებას. ყოველთვის გულწრფელად ღელავთ ახლობლების კეთილდღეობაზე.

ფისტა

დიდი ალბათობით, ინტროვერტი ხართ. გიყვართ მშვიდი ჰობი და განმარტოებული ადგილები. მეგობრები ბევრი არ გყავთ, მაგრამ თითოეულ მათგანს გულწრფელად უფრთხილდებით. ფისტის ნაყინის მოყვარულები არიან შრომისმოყვარეები და პედანტურები, რაც განსაკუთრებით სამსახურში, საქმის შესრულებისას გამოიხატება.

მანგო

ნაყინის ეს ტესტი მიუთითებს თქვენს არასტანდარტულ აზროვნებაზე. ბევრ რამეში განსხვავდებით უმრავლესობისგან და ამის სულაც არ გრცხვენიათ. ნებისმიერ საკითხზე აყალიბებთ საკუთარ, პერსონალურ აზრს. იშვიათად ხართ კმაყოფილი მიღწეულით. თქვენთან ყოველთვის საინტერესოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი