როგორი პარტნიორი გჭირდებათ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.07
ხშირად ჩვენ თავადაც არ ვიცით, სინამდვილეში როგორი პარტნიორი გვჭირდება ბედნიერებისთვის. ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, როგორი ადამიანია თქვენი „მეორე ნახევარი“.
შეხედეთ სურათს, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ყვავილი. აირჩიეთ ის, რომელიც პირველივე დანახვაზე ყველაზე მეტად მოგეწონათ. დიდხანს ნუ იფიქრებთ.
ვარდი — კლასიკური რომანტიკოსი
თუ თქვენ ვარდი აირჩიეთ, თქვენთვის იდეალური მეწყვილე არის ადამიანი, რომელიც აფასებს ტრადიციებსა და ნამდვილ რომანტიკას. ყურადღებიანია, ზრდილობიანი და ოდნავ კონსერვატიული. უყვარს სიურპრიზების მოწყობა, ყვავილების ჩუქება და ზრუნვა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი იყოს თქვენი „ციხესიმაგრე“ და სტაბილურობის გარანტი.
გვირილა — უშუალო და გულწრფელი
გვირილის არჩევა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ეძებთ სიმარტივესა და გულწრფელობას. იუმორით სავსე, მეგობრული და გახსნილი თქვენი იდეალური პარტნიორი იქნება, მასთან ერთად ცხოვრება კი – მსუბუქი და პოზიტიური.
ორქიდეა — დახვეწილი და იდუმალი
ორქიდეა მათთვისაა, ვინც აფასებს ესთეტიკასა და ინტელექტუალურ სიღრმეს. თქვენი მეწყვილე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება. თქვენ გჭირდებათ ვინმე, ვინც პატივს სცემს თქვენს პირად სივრცეს და იმავდროულად, გაგაოცებთ თავისი შინაგანი სამყაროთი.
მზესუმზირა — ენერგიული და ოპტიმისტი
მზესუმზირას არჩევა ნიშნავს, რომ ცხოვრებაში სითბო და სინათლე გჭირდებათ. თქვენი იდეალური მეწყვილე არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამხნევებთ, არასოდეს ნებდება და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს პოულობს. მასთან ერთად თავს ყოველთვის დაცულად იგრძნობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





