ტესტები

მოუსმინეთ სხეულის ენას

№27

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.07

ტესტი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგების თქმით, სხეულის ენა ხშირად მეტყველებს იმაზე, რასაც სიტყვებით ვერ ვამბობთ. ამ მარტივი ტესტის მიხედვით, შენი საყვარელი პოზა ჯდომისას შეიძლება ბევრ რამეს ამბობდეს შენს პიროვნებაზე, უნარებსა და შინაგან ღირებულებებზე.

გადახედეთ სურათზე რვა პოზას და აირჩიეთ ის, რაც ყველაზე კომფორტულად მიგაჩნიათ:

პოზიცია 1 – თავდაჯერებული ლიდერი

თუ ზიხარ სწორად, ეს ნიშნავს, რომ შენთან სხვები ხშირად რჩევისთვის მოდიან. შენში ხედავენ მაგალითს და სანდოობას. შენ მზად ხარ ცხოვრების ყველა გამოწვევისთვის. ძლიერი ხასიათი გაქვს და პასუხისმგებლობას არ გაურბიხარ.

პოზიცია 2 – ხელგაშლილი

ბუნებით თბილი და გულღია ადამიანი ხარ, რომელიც ყველასთვის ქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს. იშვიათია ადამიანი, ვისაც შენთან კომუნიკაცია არ გაუმარტივდება. გარშემო მყოფებისთვის მხარში მდგომი და საყრდენი ხარ.

პოზიცია 3 – გულწრფელი დამცველი

საკუთარი სუსტი მხარეების დამალვა არ გჭირდება – პირიქით, ამითაც კი შთააგონებ სხვებს. სირცხვილისა და შიშის გარეშე გამოხატავ საკუთარ თავს და ხშირად იცავ იმათ, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ.

პოზიცია 4 – ფიქრიანი და ენერგიული

თუ ჯდომისას ხშირად ამოძრავებ ფეხებს ან ვერ ისვენებ, შენში ცოცხლობს მუდმივი აზროვნების მექანიზმი. მოგწონს ჩართულობა, დინამიკა და იმ პრობლემებზე ფიქრი, რომლებსაც სხვები თავს არიდებენ. რუტინა კი გღლის.

პოზიცია 5 – გულისხმიერი მსმენელი

იშვიათად ეუბნები ვინმეს, „გააკეთე ეს!“. ამის ნაცვლად, უსმენ მათ და ცდილობ, ემოციურად დაეხმარო. ზუსტად გრძნობ, როდის უჭირთ ადამიანებს და ცდილობ, მათ გვერდით იყო, თანაც უანგაროდ.

პოზიცია 6 – შინაგანად ჰარმონიული

შენში იშვიათი სიმშვიდეა. შენგან მოდის მშვიდი ენერგია, რომელიც სხვებს იზიდავს. არ ჩქარობ, არ ხმაურობ და არ ფუთფუთობ – შენთან ურთიერთობა ბევრს ამშვიდებს.

პოზიცია 7 – გულწრფელი და მხიარული

შენ ხარ ის, ვინც ხარ – და ეს არ გაწუხებს. გიყვარს სიცოცხლე, სიახლეები და ახალ-ახალი შთაბეჭდილებები. ადამიანები სწრაფად გენდობიან.

პოზიცია 8 – შემოქმედებითი და მეოცნებე

შენ ოცნებობ, ქმნი, ფიქრობ და ისევ ქმნი. ფანტაზია და იდეები შენი ყოველდღიურობის ნაწილია. მიზანდასახულიც ხარ და ჩანაფიქრებს ხშირად ბოლომდე მიჰყვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი