გაწუხებთ თუ არა კომპლექსები
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
შიშებსა და კომპლექსებს შეუძლიათ, ბევრი რამ გამოამჟღავნონ ადამიანის გამოცდილებასა და ცხოვრებაზე. ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც შეუძლია კომპლექსების გამოვლენა, თვითშემეცნებისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო საშუალებაა.
პიროვნების ტესტის ჩასაბარებლად, შეხედეთ სამი ქალის გამოსახულებას სხვადასხვა პოზაში. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ყურადღებას იპყრობს. ბევრს ნუ იფიქრებთ – გასაღები თქვენი ინტუიცია უნდა იყოს.
შედეგები
პირველი ქალი
თქვენ თავს დაუცველად გრძნობთ, რადგან ვერ პოულობთ საინტერესო თემებს საუბრისთვის და ფიქრობთ, რომ თქვენი თვითგამოხატვის მანერა სხვებს აღიზიანებს.
უნდა იმუშაოთ ამ საკითხზე და არ მისცეთ შიშებს გამოხატვის უფლება. ნუ შეგეშინდებათ საუბრისა და საკუთარი თავის ღიად გამოხატვის, რადგან თქვენი გრძნობები იმსახურებს მოსმენას.
მეორე ქალი
თქვენი დაუცველობა გამომდინარეობს თავდაჯერებულობის ნაკლებობიდან. ზოგჯერ თავს უხილავად გრძნობთ სხვებისთვის და თქვენს ქმედებებს მნიშვნელობას არ ანიჭებთ.
კონცენტრირდით თქვენს მიზნებზე, თქვენს საყვარელ ადამიანებსა და სიყვარულზე, რომელსაც ისინი მუდმივად გაძლევენ. ნუ მისცემთ შიშებსა და ზედმეტ ფიქრს უფლებას, წაგართვან ასეთი მნიშვნელოვანი რამ.
მესამე ქალი
თქვენ უკმაყოფილო ხართ თქვენი გარეგნობით და ეს ყოველთვის გაფერხებთ. უნდა შეწყვიტოთ მისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რადგან ეს არ არის ის ძირითადი, რითაც შეიძლება, დაგაფასონ.
გამოიჩინეთ მეტი თანაგრძნობა და არ დაკარგოთ მხედველობიდან ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





