როგორი ადამიანი ხარ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
დახედეთ ამ სურათს და დაუფიქრებლად აარჩიეთ ოთხიდან ერთი ვარიანტი. საინტერესოა, რას იტყვის ტესტი თქვენზე.
• თუ პეპელა აირჩიეთ
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრად მეტს გასცემს, ვიდრე იღებს. ამიტომ, ხშირად უარს ამბობთ ცხოვრების მცირე სიხარულებზე საკუთარი თავისთვის. ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ, შრომისა და თავდადების შედეგია. ბევრს მუშაობთ, თანაც დასვენების გარეშე. ძალიან ბევრ ძალასა და ენერგიას ხარჯავთ. ეს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება, იყოს დისჰარმონიის მიზეზი. უნდა შეცვალოთ სამუშაო გრაფიკი და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებასა და რესურსების აღდგენას.
• რას ნიშნავს თევზის ვარიანტი
თუ თქვენი არჩევანი თევზია, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი რეალისტი ხართ. თქვენთვის მაგიის, თილისმების, ამულეტების არსებობა უცნაურ სისულელედ გამოიყურება და ყველა გადაწყვეტილებაში ლოგიკასა და საკუთარ გამოცდილებას ენდობით. დარწმუნებული ხართ, რომ იღბალი საკმაოდ ეფემერული რამაა, რომელსაც არ შეიძლება დაეყრდნოთ. თუმცა, ასეთი მსოფლმხედველობა შეზღუდული შესაძლებლობების ჩარჩოში გკეტავთ. აუცილებლად უნდა გააკეთოთ რაღაც ახალი და ცხოვრება ფერებით ისევ აინთება.
• რას ამბობს ციყვი თქვენზე
თქვენი დევიზია, იცხოვროთ აქ და ახლა. არასოდეს ფიქრობთ საკუთარი ქმედებების შედეგებზე, გირჩევნიათ, არაფერი დაგეგმოთ ან გააანალიზოთ. შესაბამისად, ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებთ. იმისთვის, რომ მეორედ არ შეხვიდეთ იმავე მდინარეში და იმედგაცრუებული არ დარჩეთ, უფრო პრაქტიკული უნდა გახდეთ. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რათა იგრძნოთ ჰარმონია საკუთარ თავში.
• რას ნიშნავს არჩეული ცხენის ვარიანტი
მიჩვეული ხართ ყველა პრობლემისა და საკითხის მოზომილად და თავისუფლად გადაჭრას, რადგან, თქვენი აზრით, აჩქარება არაფერ სიკეთეს არ მოიტანს. გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობთ და აანალიზებთ სიტუაციას, აწონ-დაწონით ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. ხშირად ამას აქვს თავისი დადებითი შედეგები, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უბრალოდ, კარგავთ ძვირფას დროს და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამო ხდება. უნდა იპოვოთ ბალანსი – გაიგეთ, როდის არის საჭირო გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და როდის გამოიყენოთ მომენტი. ასე მიაღწევთ ჰარმონიას საკუთარ თავში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





