პიროვნების ტესტი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
აირჩიეთ ამ ტკბილეულებიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, რას ამბობს ის თქვენს პიროვნებაზე. რთულ ანალიზს არ საჭიროებს. ამ ტესტში მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ინტუიციურად აირჩიოთ დესერტი, რომელსაც სიამოვნებით გაუსინჯავდით გემოს. ამ არჩევანმა შესაძლოა, ზუსტად გამოავლინოს თქვენი შინაგანი ხასიათი.
ფენქეიქი
თქვენ ხართ პუნქტუალური და ორგანიზებული ადამიანი მოქნილი აზროვნებით. ამბიციური ხართ, თუმცა კრიტიკული საკუთარ თავთან. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერს ღრმად განიხილავთ. ახლობლები ხშირად გთხოვენ რჩევას და თქვენც ყოველთვის გონივრულად პასუხობთ.
თქვენი მთავარი თვისებაა სიბრძნე.
ალუბლის ღვეზელი
გულდასმით, მშვიდად და ხარისხიანად აკეთებთ საქმეს. სხვები გენდობიან და იციან, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას არ დაიზარებთ. განსაკუთრებით ღირებულად მიიჩნევთ ოჯახს და ახლობელ ადამიანებს. მართალია, ჯიუტი ხართ, მაგრამ საყვარელი ადამიანებისთვის დათმობაზეც მიდიხართ.
თქვენი მთავარი თვისებაა შრომისმოყვარეობა.
მარწყვის ტორტი
ემპათიური და თანაგრძნობით სავსე ხართ. გიყვართ ბუნება, ბავშვები და ცხოვრების სილამაზის დანახვა წვრილმანებში. ოპტიმისტი ხართ, ცოტათი ბავშვურად გულწრფელიც. სიამოვნებას იღებთ სხვების გახარებით – და ამას ჯილდოს ან აღიარების მოლოდინის გარეშე აკეთებთ.
თქვენი მთავარი თვისება სიკეთეა.
მაკარონი
გიყვართ ესთეტიკა და გაქვთ მაღალი სტანდარტები როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან. ფიქრობთ განსხვავებულად, არ გადადიხართ სხვების აზრზე, მაგრამ არც აკრიტიკებთ. პატივს სცემთ სხვების საზღვრებს და ცხოვრობთ საკუთარი პრინციპებით.
თქვენი მთავარი თვისება – ბრწყინვალება და კეთილშობილებაა
მაფინი
ვერ იტანთ მარტოობას და ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით გავსებთ. გაქვთ დადებითი ენერგია. ხართ თბილი, მხიარული და გიყვართ, როცა გითვალისწინებენ და გაფასებენ.
თქვენი მთავარი თვისება მეგობრული ხასიათია.
კრემიანი ფუნთუშა
ყოველთვის მზად ხართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მისაღებად. პირნათელი და პრინციპული ხართ. არ უშინდებით ცვლილებებს და დაუფარავად ეწინააღმდეგებით უსამართლობას. თქვენში თავშეკავებული ენერგიაა, რომელიც რთულ დროს განსაკუთრებით ძლიერად იშლება.
თქვენი მთავარი თვისება ემპათიურობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





