უმსხვილესი პროექტები მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 12:23 23.12
მესტია ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და მდებარეობით ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესოა. რეგიონში არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას მესტიის მერი –კაპიტონ ჟორჟოლიანი უწყვეტად ახორციელებს. მესტიაში ამჯერადაც არაერთი აქტიური პროექტი მიმდინარეობს, მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება.
კაპიტონ ჟორჟოლიანი: საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საჰაერო და მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.
საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რაც ალბათ დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება...
–სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის 14 995 434 ლარი დაიხარჯება, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს. პროგრამის მიზანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.
–რა ეტაპზეა პროექტი და როდის იგეგმებაო საბოლოო დასრულება?
–მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება დაბა მესტიიდან ლახამულას ტერიტორიულ ერთეულამდე, დარჩენილი მონაკვეთი კი მომავალი წლის 25 სექტემბრამდე დასრულდება.
–მესტიის მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონი განსაკუთრებით დატვირთულია...
–მესტიის მუნიციპალიტეტი 2025 წელს უკვე უკვე მესამედ „Freeride World Tour“-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს.
ფრირაიდი სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას გულისხმობს. ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიმართება, სადაც დაახლოებით 50-მდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრის პარალელურად ტრადიციულად ტარდება სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამები.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული კვირეული უფრო და უფრო მეტად ცნობილი ხდება როგორც საქართველოში, ასე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სულ უფრო მეტად იზრდება ვიზიტორების რაოდენობა.
გარდა აღნიშნული კვირეულისა, დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამთო სათხილამურო, სპორტული სახის ღონისძიების ჩატარება მესტიის მუნიციპალიტეტში.
_რეგიონის სპეციფიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, ვიცით რომ ამ მხრივაც აქტიურად ახორციელებთ სამუშაოებს...
–მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. დაიგო ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის გზის 70 კილომეტრიანი ასფალტის გზა. ასევე დასასრულს უახლოვდება უშგული ლენტეხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რაც მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უფრო მეტად დააკავშირებს სხვადასხვა მიმართულებებით.
დასრულდა: ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა; ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, (მიმდინარეობს შემდეგი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები); ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზის მშენებლობა;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მესტიის შიდა გზებს; მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ არცხელში და სოფ ჟაბეშში მისასვლელი გზების მშენებლობა;
ფარის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზის მშენებლობა; იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ ზეგანში მისასვლელი გზის მშენებლობა; იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში 100 მეტრიანი რკინა-ბეტონის ხიდის და ხიდამდე მისასვლელი გზის მშენებლობა;
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ ყარ-სგურიშში მისასვლელი ბეტონის 7 კმ გზის მშენებლობა; ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი 2 კმ გზის მშენებლობა; ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ ლახუშდში მისასვლელი 3.2 კმ გზის მშენებლობა, წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მისასვლელი 3.2 კმ გზის მშენებლობა; სოფელ იელში მისასვლელი 10 კმ გზის მშენებლობა რეაბილიტაცია;
შეძენილი გვაქვს საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან და ისტორიულ სოფელ ხალდეში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახსრების მოძიება.
2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება სოფელ ადიშში მისასვლელი 7 კმ გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან