საზოგადოება

ტესლა აინშტაინის წინააღმდეგ და მისი „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა მთავრობას

№25

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:50 29.06

ტესლა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი #23-24

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - ბორის როდიონოვი: „ეს ყველაფერი მოხდა ტუნგუსის აფეთქებამდე. დედამიწის მაგნიტურ ველზე ასეთი ძლიერი მოქმედება გამოწვეული იყო ნიკოლა ტესლას ცდების შედეგად. ის ზუსტად იმ პერიოდში ატარებდა ელექტრომაგნიტურ ცდებს თავის კოშკურაში და ამისთვის აწყობდა აპარატურას (პროფესორმა ვერბერნმა ამაზე სამეცნიერო სტატია დაწერა, რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ფიზიკის მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალი დონის ინგლისურენოვან ჟურნალში). ეს კოშკურა-ლაბორატორია 60 მეტრი სიმაღლის იყო. მის წვერზე დამაგრებული იყო ლითონის „გვირგვინი“. ტესლას კოშკურა-ლაბორატორიის აშენება დააფინანსა მილიონერმა ჯონ მორგანმა. მორგანი მიიჩნევდა, რომ ტესლა შექმნიდა უსადენო ტელეგრაფის სისტემას, რომლითაც ამერიკა ევროპას დაუკავშირდებოდა, თუმცა გამომგონებელს უფრო ამბიციური გეგმები ჰქონდა – მისი მიზანი იყო აღმოეჩინა ენერგიის უსადენოდ გადაცემის მეთოდი, ანუ მიწიდან გაენათებინა ნათურები. “

დიმიტრი სტრებკოვი: „მის კოშკურასთან ნათურები ჩვეულებრივ ინთებოდა და ქრებოდა, მაგრამ უკვე 200 მეტრის დაშორებით, კილომეტრებზე ნათურები ინთებოდა მიწიდან. ეს მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, თუმცა, ტესლამ მალე მოაწყო ბევრად გრანდიოზული ექსპერიმენტი, რომელმაც ნამდვილი შოკი გამოიწვია ამერიკელებში. მან მოიწვია ჟურნალისტები და უცნაური აფეთქებების დემონსტრირება დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მან აიძულა ცა, განათებულიყო.“

ბორის როდიონოვი: „მალე ნიკოლა ტესლამ განაცხადა, რომ აპირებს, მთელი ცა დაწვას, იმისთვის, რათა გზა გაუნათოს მოგზაურს რობერ ტირს. მათ თვალწინ იყო უამრავი ელვა-ნათება, ნაპერწკლები ყველა მხრიდან ცვიოდა, ცა სრულიად განათებული იყო.“

ტესლათი გადარეული

ნიკოლოზ მეორე

დიდი ხნის განმავლობაში „ტესლა თაუერი“, რომელიც 1902 წელს ლონგ აილენდზე, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით ექსპერიმენტების ჩასატარებლად აშენდა, მხოლოდ გამორჩეულ გარეგნულ ეფექტს ქმნიდა. ერთ დღეს ამ ადგილას ხელოვნური ლავა ამოიფრქვა (ამბობდნენ, რომ ეს იყო არა ხელოვნური, არამედ ნამდვილი ვულკანი. მერე კი გაირკვა, რომ არანაირი ვულკანი არ ამოფრქვეულა), რამაც ყველაფერი მწყობრიდან გამოიყვანა. ამ პროექტის სპონსორმა, ამერიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯონ პირპონტ მორგანმა, რომელმაც პრაქტიკული შედეგი ვერ ნახა, ტესლასთან კონტრაქტი გაწყვიტა. მორგანის შემდეგ სხვა ამერიკელმა ბიზნესმენებმაც თქვეს უარი მასთან კონტრაქტებზე, თუმცა, ყოველივე ამან ხელი არ შეუშალა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, დაეჯერებინა ტესლას ელექტრული დენის უსადენო გადაცემის სარგებელი და პერსპექტივები.

1912 წელს რუსულმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტესლა განაგრძობდა თავის გამოგონებაზე მუშაობას. მან გზადაგზა გამოიგონა ელექტრიფიცირებული არაყი, რომელიც არ იწვევს ჰენგორს. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა, ისევე როგორც „სიკვდილის სხივები“ (ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისკენ. მას „სიკვდილის სხივი“ უწოდეს. ეს იარაღი ტესლას არ გამოუშვია), რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში დაივიწყე. ამ უჩვეულო იარაღის ირგვლივ, ხომ, იდუმალი ჯაშუშური ისტორიები ვითარდებოდა.

გარკვეული ინფორმაციის თანახმად, 1937 წელს ნიკოლა ტესლა ფარულად ეწვია საბჭოთა კავშირს, სადაც მან თავისი ახალი იარაღი აჩვენა მიხაილ ტუხაჩევსკის. სიკვდილის სხივების ტესტები დანაკარგების გარეშე არ ყოფილა. თუმცა, ყველა არ იღებს ამ ამბავს სერიოზულად. ალექსეი რიკოვის წიგნში, „ტესლა აინშტაინის წინააღმდეგ დიდი იარაღის შემქმნელთა ბრძოლაში”, აღნიშნულია, რომ ტესლამ ჯერ სცადა ახალი იარაღის მიყიდვა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის, შემდეგ – საბჭოთა კავშირისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ინფორმაცია, რომ ნიკოლა ტესლა ცდილობდა, დაკავშირებოდა არტაკ ვართანიანს, Amtorg-ის უფროს ინჟინერს, ორგანიზაციის, რომელიც შეიქმნა ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის. ამერიკელი ჟურნალისტი მარკ სეფერი ირწმუნება, რომ საბჭოთა მთავრობა დათანხმდა იდუმალი „სიკვდილის სხივების“ შეძენას. ამის ინიციატორი იყო სამხედრო ლიდერი კლიმენტ ვოროშილოვი. ბოლშევიკების გაერთიანებული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სავარაუდო დადგენილებით, 1934 წლის 21 დეკემბრის No P17-177, გადაწყდა, რომ მეცნიერს „სხივებისთვის. გადაუხდიდნენ 25 ათას დოლარს... ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ ფეიგინი ამბობს, რომ, შესაძლოა, 1937 წელს ნიკოლა ტესლამ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს მართლაც გადასცა „სიკვდილის სხივების“ ვაკუუმური კამერის ნახატები და სანაცვლოდ მიიღო არა მხოლოდ ჩეკი აღნიშნული თანხისთვის, მიიღო ასევე ნოვგოროდის რადიო-ფიზიკოსების ზოგიერთი მუშაობის შედეგები. უფრო მეტიც, ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ იმავე წელს ტესლა საბჭოთა კავშირში ინკოგნიტოდ ჩავიდა თავისი იარაღის დასამონტაჟებლად. მას შემდეგ, რაც ნიკოლა ტესლამ გაააქტიურა თავისი ინსტალაცია, მკვდარი ჩიტი მიწაზე დაეცა. ტესლამ აუხსნა ტუხაჩევსკის, რომელმაც ვერ შეამჩნია გასროლა, რომ „სიკვდილის სხივები“ თმაზე თხელია, ამიტომ მათი დანახვა შეუძლებელია და ჩიტი, უბრალოდ, მისი გამოგონების შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. ის ფაქტი, რომ „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა კავშირმაარ გამოიყენა, ასოცირდება ტუხაჩევსკის დაპატიმრებასა და სიკვდილით დასჯასთან... ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნიკოლა ტესლას არ ჰქონდა „სიკვდილის სხივები“. მან შეწყვიტა ყველა ექსპერიმენტი ამ სფეროში პირველი მსოფლიო ომის დროს და გამომგონებლის განცხადებას ახალი იარაღის შესახებ, რომელიც გაკეთდა 1933 წელს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე კოსტინსკი მხოლოდ „Pr აქციას“ უწოდებს. კოსტინსკი ამბობს: „ტესლამ აჩვენა ბევრი ძალიან ლამაზი ეფექტი... და ამ ყველაფერმა ფანტასტიკური შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა