შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს მსოფლიოს გარშემო TOP TRAVEL დაგიგეგმავს
ავტორი: „თბილისელები“ 00:09

თორმეტი წლის წინ ანნა გრიგოლიშვილს ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა გაუჩნდა, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა კი მისი ხასიათის ნაწილია. ამიტომ, ბაზარზე მალევე გაჩნდა ახალი ტურისტული კომპანია top travel,რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს სრულ, მათ ინტერესებზე მორგებულ ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს.
– ანნა, როგორია თქვენი გზა წარმატებამდე?
ანნა გრიგოლიშვილი: გზა წარმატებამდე არის ძალიან რთული და შრომატევადი, ასევე, უამრავ სტრესითა და გამოწვევებით სავსე. ალბათ, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, რომ ეს შეძლო. ზოგადად, როცა გიყვარს, გულსა და სულს დებ და აბსოლუტურად ყველაფერი გამოგდის. მე თვითონ ძალიან პრეტენზიული მომხმარებელი ვარ და ამიტომ ბიზნესს, რასაც ვაწარმოებ, ვცდილობ, ჩემი, როგორც მომხმარებლის გადმოსახედიდან შევხედო.
– როგორ გაჩნდა კომპანია top travel-ის შექმნის იდეა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მახსოვს. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ „ტოპ თრეველის“ დაარსებამდე ბევრს არც ვმოგზაურობდი. უბრალოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რამე თუ ჩავიფიქრე, მიზანი დავისახე აუცილებლად გამომდის.
– რა სერვისებს სთავაზობს top travel მომხმარებლებს?
– აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მოგზაურობასთან რაიმე სახით არის დაკავშირებული. შეკრული ტურპაკეტები, ავიაბილეთები, სასტუმროები, ტრანსფერები, ექსკურსიები, გიდის მომსახურება, სამოგზაურო დაზღვევები და სხვა ბევრი...
– როგორ ხდება ტურების დაჯავშნა?
– ტურის დაჯავშნა გადის შემდეგ ეტაპებს: მომხმარებელი გვიკავშირდება. შემდეგ ვურჩევთ მათთვის სასურველ ვარიანტს, როგორც ფინანსურად, ასევე მათი ყველა სურვილის გათვალისწინებით, შემდეგ ვუგზავნით შეთავაზებას, მომხმარებელი გვიდასტურებს და ხდება დაჯავშნა.
– რომელ მიმართულებებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა?
– იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი ავიაკომპანია ოპერირებს და ფაქტობრივად, ყველა მიმართულება ხელმისაწვდომია, უკვე ყველა ძალიან მოთხოვნადია. მაგრამ ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, მაინც გამოვყოფდი, თურქეთის, საბერძნეთისა და ეგვიპტის მიმართულებებს. ასევე, ევროპის საზღვაო კურორტებს.
– რა არის top travel შენთვის?
– top travel ჩემთვის არის ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმი. მე მას ჩემს მესამე შვილს ვეძახი, რომელიც ძალიან მიყვარს და მისთვის ამ სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს. სიყვარული კი ძალიან ძლიერი ვიცი.
– ახლა ბიზნესს ცოტა გადავუხვიოთ და შევეცადოთ მკითხველს მეტად გავაცნოთ ანნა გრიგოლიშვილი – გარეგნობის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევის მომხრე თუ ხარ?
– აბსოლუტურად ყველაფრის მომხრე ვარ, რაც ადამიანს აბედნიერებს.
– ტყუილთან რა დამოკიდებულებაში ხარ?
– ტყუილი მეზიზღება და ადამიანმა თუ ერთხელ მომატყუა, ის ჩემთვის ხდება ჰაერი, რომელთან საუბარიც არაფერს ნიშნავს, უინტერესოა და არც კი ვუსმენ.
– როდესაც ადამიანს რაღაცას ჰპირდები, ყოველთვის ასრულებ?
– ჩემს სიტყვას ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე ხელმოწერასა და ბეჭედს.
– კომფორტული ადამიანი ხარ?
– მე ვარ კირჩხიბი და შესაბამისად, იქამდე ვარ ძალიან კომფორტული, სანამ ჩემი კომფორტის ზონა არ დაირღვევა
– საიდუმლოს შენახვა იცი?
– თუ ვინმეს ჩემთვის საიდუმლოს თქმა უნდა, უნდა ჩათვალოს, რომ არავისთვის უთქვამს.
– ადამიანების დაკარგვა მარტივად შეგიძლია?
– ყველა ადამიანს, ვისაც ჩემიანად ვთვლი, მიყვარს და ბოლომდე მისი ვარ, კარგია ის თუ ცუდი. ძალიან ბევრი შემიძლია, მოვითმინო, ვაპატიო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როდესაც გულწრფელი ხარ, შენ არ კარგავ, ისინი გკარგავენ.
– რისი გეშინია?
– პირველ რიგში, ღმერთის და კიდევ ბუმერანგის. რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად რაღაც ფორმით გვიბრუნდება. ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება, სწორად ვიცხოვრო.
– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– ყალბი ურთიერთობები.
– სად ხვდები ყველაზე ხშირად ასეთ ურთიერთობებს?
– სოცქსელებში
– ემოციურ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებ?
– ხშირად არა, ჩემი ყველა გადაწყვეტილება ემოციებზე და გულის გავლით ხდება, ბიზნესშიც კი.
– პოლიტიკაში ერკვევი?
– საერთოდ ვერ ვერკვევი. პოლიტიკოსების სახელები და გვარებიც კი არ ვიცი. მხოლოდ ამ ბოლო დროს გავიგე ძალიან მთავარი ფიგურების სახელები და გვარები. მაგრამ მაქვს ჩემი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
– ჯენზი თაობა?..
– თაობა, რომელიც არის ძალიან პრინციპული, ჩემი აზრით, ცოტა ზედაპირული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მომწონს რომ თავისუფალია.
– გიცნობენ ადამიანები?
– დარწმუნებული ვარ, არა. ვფიქრობ,რომ მხოლოდ ჩემი შვილები მიცნობენ ბოლომდე.
– საყვარელი სიტყვა, რასაც ყველაზე ხშირად ხმარობ?
– ფუ, ჯანდაბა! და კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც აქ ვერ ვიტყვი (იცინის).
– და ბოლოს როგორ დაასრულებდით ჩვენს საუბარს?
– მინდა, ყველამ დავუსვათ საკუთარ თავს ერთი კითხვა – რა ემოციად გვინდა, დავრჩეთ ადამიანებში ჩვენი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის შეკითხვა და პასუხიც, როგორ უნდა ვიცხოვროთ თითოეულმა ჩვენგანმა. ადამიანი ამბიციური არსებაა და ვფიქრობ, ამ კითხვაში მოიაზრება პასუხიც – როგორებ იც უფალს უნდა, რომ ვიყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან