,,კოორდინატი’’ - სახლი, რომელიც ყოველდღიურობაზე ფიქრობს
ავტორი: „თბილისელები“ 17:25
რა სჭირდება სახლს? ოთახები, ლიფტი, ავტოსადგომი, კარგი მდებარეობა. და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაზეც ბინის არჩევისას ადამიანი შეიძლება საერთოდ არ დაფიქრდეს. მაგალითად, სად დაკიდებ სველ ქურთუკს, სანამ კარს გააღებ, სად დატოვებ სკუტერს, როცა სახლში ვეღარ შეიტან, ან სად შეინახავ საბურავებსა და თხილამურებს ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, თუმცა ყოველდღიურობაში ასეთ დეტალებს, როგორც წესი, ყველაზე მეტად ვაფასებთ.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება ორთაჭალაში მდებარე ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის, ,,კოორდინატის’’ კამპანია - სახლი, რომელიც ფიქრობს იმ დეტალებზე, რომლებზეც მის მცხოვრებლებს ჯერ არ უფიქრიათ. ამავე კონცეფციას ეძღვნება ახალი საიმიჯო ვიდეორგოლიც.
როცა არჩევანს რამდენიმე პროექტს შორის აკეთებ
მშენებარე ბინების შედარებისას, პოტენციური მყიდველები ძირითადად სამი პარამეტრით ხელმძღვანელობენ: ფართობი, ფასი და ჩაბარების ვადა. ეს მონაცემები გვიქმნის პირველ წარმოდგენას პროექტებზე და გვეხმარება, არჩევანი რამდენიმე კონკრეტულ ვარიანტამდე დავიყვანოთ. ამ ყველაფერს შემდეგ ემატება მდებარეობა, ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, ტრანსპორტი, სკოლები და ბაღები, თუმცა ეს კრიტერიუმებიც უკვე იმდენად ნაცნობია, რომ ერთმანეთის მსგავს პროექტებს შორის განსხვავების დანახვა ხშირად მარტივი საერთოდ არ არის.
გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო რთულება, როცა ორი ან სამი პროექტი ერთმანეთს ამ ძირითადი მაჩვენებლებითაც ჰგავს: ფასები შესაძლოა ერთმანეთთან ახლოს იყოს, ფართობები და გეგმარებებიც - მსგავსი, ჩაბარების პირობებიც - თითქმის იდენტური. ასეთ დროს არჩევანი ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდილებამდე ან დამატებით შეთავაზებამდე დადის. არადა, პროექტში რეალური კომფორტი მხოლოდ ბინის კარს მიღმა არ იქმნება. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ არის გააზრებული შენობაში ყოველდღიური ცხოვრება, შესვლიდან და გადაადგილებიდან დაწყებული, ნივთების შენახვითა და საერთო სივრცეებით დამთავრებული.
,,კოორდინატის’’ ბინები ორთაჭალაში და დეტალები, რომლებზეც უკვე იფიქრეს
წვიმიან დღეს სადარბაზოს შესასვლელში სველი ქოლგებისა და საწვიმრებისთვის განკუთვნილი კუთხე მთლიანად ცვლის სახლში დაბრუნებისას განწყობას. ეს მზრუნველობა ლობიში მოწყობილ სპეციალურ სივრცეშიც იგრძნობა, სადაც კურიერს პაკეტის დატოვება შეუძლია და შენც აღარ გიწევს სახლში ყოფნა და ლოდინი. მოწესრიგებული საფოსტო ყუთები წერილებისა და გზავნილების მიღებას ამარტივებს, ხოლო ბინის კართან გათვალისწინებული საკიდი ისეთი პრაქტიკული დეტალია, რომელიც ზუსტად იმ წამს გეხმარება, როცა მძიმე ჩანთებით ხელში ჩანთაში გასაღების ძებნას იწყებ.
მსგავსი მიდგომა შენობის შიდა სივრცეების ორგანიზების კუთხითაც თვალსაჩინოა. ავტოსადგომზე განთავსებული ურიკები განსაკუთრებით გამოგადგება მაშინ, როცა სუპერმარკეტიდან საყიდლებით დატვირთული დაბრუნდები, ველოსიპედებისა და სკუტერებისთვის გამოყოფილი სადგომი კი საერთო სივრცეებს ზედმეტი ნივთებისგან გაათავისუფლებს. ელექტრომობილის დამტენი უკვე იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელიც თანამედროვე გადაადგილების საჭიროებებს პასუხობს, საბურავებისა და სათხილამურო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სათავსო კი სეზონურ ნივთებს საიმედოდ შეინახავს.
ამ ყველაფერს ემატება ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც უხილავია იქამდე, ვიდრე რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება. მაგალითად, ავტონომიური წყალმომარაგება და ელექტროენერგიის უწყვეტობა, რაც ლიფტებსა და საერთო სივრცეებში ყოველგვარ უსიამოვნო მოულოდნელობას გამორიცხავს. აქვე, ცალკე აღნიშნვის ღირსია ეზოში არსებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც ღია ცის ქვეშ მუშაობისა და კომფორტული დასვენების შესაძლებლობას იძლევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ აუცილებელი დეტალები განსაზღვრავს რეალურ სხვაობას სტანდარტულ პროექტსა და იმ კომპლექსს შორის, რომელიც შენს სურვილებს წინ უსწრებს.
რატომ ორთაჭალა და რატომ ,,კოორდინატი’’?
როცა სამშენებლო ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს აფასებ, ცხადი ხდება, რომ ბინები ორთაჭალაში მყიდველის ყურადღებას არა მხოლოდ მდებარეობით, არამედ უბნის განვითარების დინამიკითაც იპყრობს. ორთაჭალა დღეს ის ადგილია, სადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვე და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ერთ წერტილში იკვეთება და ამიტომ, აქ პროექტის არჩევისას, კონკრეტულ მისამართთან ერთად, მნიშვნელობას იძენს ისიც, ცხოვრების როგორ სტილს გთავაზობს თავად საცხოვრებელი სივრცე.
„კოორდინატში’’ მიიჩნევენ, რომ კარგი სახლი მხოლოდ იმ მოთხოვნებს არ უნდა პასუხობდეს, რომლებიც მყიდველს დღეს აქვს. ერთი კონკრეტული ბინა ადამიანის ცხოვრების ნაწილი შეიძლება რამდენიმე ათეული წელი იყოს და ამ რამდენიმე ათეულ წელში, რა თქმა უნდა, მფლობელის საჭიროებებიც შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი ყურადღება იმას დაეთმო, თუ როგორი იქნება ცხოვრება ამ სივრცეში არა მხოლოდ შესახლების დღეს, არამედ მომავალშიც - რა შეიძლება დაგჭირდეს ხვალ და რა უნდა დაგხვდეს სახლში მანამდე, სანამ ამის შესახებ თავად დაფიქრდები.
ზუსტად ამ ხედვას აერთიანებს „კოორდინატის’’ მთავარი იდეა, რომელიც პროექტის თითოეულ გადაწყვეტილებაში იკითხება და რომელსაც ბიზნესკლასის სტანდარტი სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს. ეს ხარისხი ყველაზე მეტად იმ დღეებში იგრძნობა, როცა შენ თვითონაც აღარ გახსოვს, ამ წვრილმან საკითხებზე ოდესმე თუ დაფიქრდი და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ყველაზე ზუსტი პასუხიც კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „სახლი, რომელიც ფიქრობს’’.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



