საზოგადოება
საინტერესო ფაქტები ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებიდან
№4
ავტორი: რევაზ ტომარაძე 20:30 31.01, 2024 წელი
- ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა ბოშური სისხლი მამის ხაზით, რომლითაც ის ძალზე ამაყობდა.
- ჯერ კიდევ პატარა ჩარლის მამა გალოთდა და მალე გარდაიცვალა, დედა კი ჭკუაზე შეიშალა. ჩარლის სკოლაში თითქმის არ უვლია, მოუწია გაზეთის დამტარებლად, სტამბაში დამხმარედ, ექიმის ასისტენტად მუშაობა.
- დამწყები მსახიობი, ახალგაზრდა ჩაპლინი ერთხელ, როდესაც მოსმენაზე გამოიძახეს, ეშინოდა, რომ მისი როლის ტექსტის წაკითხვას დაავალებდნენ სცენიდან, რადგან მან კითხვა თითქმის არ იცოდა.
- მოზარდ ასაკში ჩარლიმ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა. ყოველდღიურად რამდენიმე საათს უკრავდა და შედეგად რამდენიმე წელს ვარიეტეს მუსიკოსად იმსახურა.
- ჩარლი ჩაპლინი გახდა მსოფლიოში პირველი მსახიობი, რომლის ფოტოსურათი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა.
- 1954 წელს ჩარლი ჩაპლინი მშვიდობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.
- ჩაპლინი იყო ცაცია. ვიოლინოზე ის მარცხენა ხელით უკრავდა. საერთოდ, ჰოლივუდში მრავლად არიან ცაციები, მაგალითად, კიანუ რივზი...
- 1975 წელს ინგლისის დედოფალმა ჩაპლინს რაინდის წოდება მიანიჭა.
- ჩაპლინი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა 12 შვილი.
- ჩაპლინი 40 წელი ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მოქალაქეობა ვერ მიიღო. 50-იან წლებში კი საერთოდ აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებისა და „მორალური აღვირახსნილობის“ გამო.
- ბოლო შვილი მას 72 წლის ასაკში შეეძინა.
- უკვე ცნობილმა ჩარლიმ, როგორც ინკოგნიტომ, მისი ორეულების კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გაიმარჯა (მესამე ადგილი დაიკავა).
- გამოსასყიდის მიღების მიზნით ჩაპლინის საფლავი გათხარეს და მისი ნეშტი გაიტაცეს – ითხოვდნენ გამოსასყიდს, მაგრამ პოლიციამ ისინი დააკავა.
- „ჰოლივუდის“ დიდების ხეივანში ჩაპლინის ორი ვარსკვლავია გახსნილი, ასეთი პატივი არცერთ სხვა მსახიობს არ რგებია წილად. ჩაპლინი სამგზის „ოსკარის“ მფლობელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
რით გამოიჩინა ილია მაქარაშვილმა თავი და რატომ აღმოჩნდა მისი ოჯახის ბედი ტრაგიკული
17:55 28.12, 2025 წელი




