საზოგადოება

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ავტოდახმარება ჯუბა“ და რაში მდგომარეობს კომპანიის წარმატების საიდუმლო

№2

ავტორი: ეკა სულხანიშვილი 12:00 15.01

ჯუბა
დაკოპირებულია

კომპანია „ავტოდახმარება ჯუბა“ 2005 წელს დაარსდა და იმ დღიდან განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული.

ბიზნესკომპანია, რომელმაც 15-წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს დარგის ლიდერია. „ავტოდახმარება ჯუბა“ საუკეთესო ფასებში გთავაზობთ ევაკუატორით, სპეცტექნიკითა და ავტოკრანით ნებისმიერი სახის ავტომანქანისა და დიდი სპეც-ტექნიკების გადაზიდვას როგორც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კომპანია გთავაზობთ, აგრეთვე, მანქანის დაქოქვას, საბურავის შეცვლას, საწვავის მიწოდებას და მძღოლის მომსახურებას. კომპანიას შეუძლია 40 ტონამდე ავტოტექნიკისა და ტვირთების გადაზიდვა. ადგილზე კი კვალიფიციური მძღოლები მოგემსახურებიან.

კომპანიის საქმიანობა უკონკურენტოდ დაბალ ფასებზე, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და პროფესიონალიზმზე, პარტნიორულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული, რაც განაპირობებს კიდეც კომპანიის წარმატებებსა და მიღწევებს.

კომპანიაში მისვლისას ვერ იგრძნობთ, რომ თქვენ ავტოტექდახმარების კომპანიაში იმყოფებით. საოცრად ქართული გარემო, სტუმართმოყვარეობა და ქართული კუთხეებისთვის დამახასიათებელი ეკოგარემო დაგხვდებათ. კომპანია „ჯუბა“ დღეისთვის ავტოტექდახმარების ბაზარზე ლიდერია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 15 წლის წინ ნულიდან დაიწყო, ახლა კი ის ყველაზე სანდო პარტნიორი და შეუცვლელი კომპანიაა ავტოტექდახმარებისა და გადაზიდვის სერვისში. „ჯუბას“ დამფუძნებელი, ბატონი ჯაბა ხუხია მედიასთან საუბარს ერიდება, თავმდაბალი ადამიანია და თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს.

– ბატონო ჯაბა, კოვიდპანდემიის პირობებში თქვენ თავისებურად ეხმარებით ქვეყანას და გვერდში უდგახართ ადამიანებს.

– ეს ჩვენი მოკრძალებული წვლილი გახლავთ. კოვიდპანდემიის დროს ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, შეძლებისდაგვარად დასდგომოდა გვერდში ქვეყანას, ბიზნესს, სახელმწიფოს და თავად კოვიდით დაავადებულებს. გარდა იმისა, რომ სასტუმრო-კლინიკებში განთავსებულ კოვიდით დაავადებულებსა და კარანტინში მყოფთ სურსათ-სანოვაგეს ვაწვდიდით და პერიოდულად ახლაც ვეხმარებით, კომპანიამ გადაწყვიტა, ჩვენი სერვისის გამოძახებაში ყოველი მეხუთე ასისტანს-ზარი თბილისის მასშტაბით უფასო ყოფილიყო. ეს პროგრამულად ხდება და დღეში, მინიმუმ, 10 სრულიად უფასო გამოძახება გვაქვს ჩვენი მომხმარებლისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება გადაზიდვის სერვისი თუ სხვა მომსახურება. ქვეყანას უჭირს, მსოფლიოს უჭირს და ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ. როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ „თქვენ მოხვდით უფასო გადაზიდვის სერვისში“, გაოცებულები გვიყურებენ. ასეთი შეღავათები გვაქვს არა მხოლოდ ასისტანსის, არამედ გადაზიდვების სფეროშიც. ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რომ შეძლებისდაგვარად მხარში დავუდგეთ ერთმანეთს.

– ბატონო ჯაბა, დღეისთვის თქვენი კომპანიის საქმიანობის არეალი გაზრდილია?

– საბანკო დაკრედიტებითა და ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხეთ საქმიანობის არეალის გაფართოება. მხოლოდ საკუთარი რესურსებით სრულად უპასუხო მზარდ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, ძალიან რთულია. ამიტომაც გავაფართოვეთ ავტოპარკი, ვემსახურებით თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიას, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამინისტროებს. ეს კი მოითხოვდა, რომ ჩვენივე ავტომანქანების შესაკეთებელი ბაზები გვქონოდა, რათა ჩვენი ტრანსპორტი არსად გაჩერებულიყო და შეფერხებებს ადგილი არ ჰქონოდა. ყველა ზარზე ოპერატიულად უნდა ყოფილიყო რეაგირება. დღეისთვის კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდეა, თუმცა ეტაპობრივად სხვადასხვა კატეგორიის მძღოლებთან ვთანამშრომლობთ. თოვლიან და მიუვალ ადგილებში კვალიფიციური მძღოლები და ტექნიკური პერსონალი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ნებისმიერი სახის გადაზიდვები, ავტოამწეები, ავტოევაკუაცია, დიდი სპეცტექნიკების გადაზიდვები და ავტოდახმარებები. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი მომხმარებელია. ვაფართოებთ მომსახურებას რეგიონებში.

– ბატონო ჯაბა, რას ეტყვით დამწყებ ბიზნესმენებს, იღბალი რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესში?

– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა საქმეში, იღბალი აქაც სჭირდება ადამიანს. მაგრამ უმთავრესი შრომის სურვილი და მოთმინებაა. ადამიანი ზარმაცი არ უნდა იყო, შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და ახალგაზრდა დრომ არ უნდა შეაშინოს. მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე. პატიოსანი ქართველი გლეხის ოჯახში დავიბადე და დღევანდელ მოცემულობამდე ჩემი მუხლჩაუხრელი შრომითა და კეთილსინდისიერებით მივაღწიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიაში ჩემი სული ჩავდე და მადლობა ღმერთს, შედეგიც მივიღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...