როგორ ცვლის LiveCaller-ის ბიზნეს სატელეფონო სისტემა და ციფრული თანაშემწე კომუნიკაციას
ავტორი: „თბილისელები“ 49 წუთის წინ
დღეს კომპანიებთან დასაკავშირებლად ადამიანებს აღარ სჭირდებათ ტრადიციულად ტელეფონის ნომრის აკრეფა და დიდხანს ლოდინი. ციფრულმა ტექნოლოგიებმა და სმარტფონების აქტიურმა გამოყენებამ მომხმარებელთა ქცევა რადიკალურად შეცვალა. თანამედროვე ადამიანისთვის სტანდარტული სატელეფონო ზარის განხორციელება ნაკლებად აქტუალურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეუძლია ბიზნესს დაუკავშირდეს იმავე აპლიკაციით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს. სწორედ ამიტომ, LiveCaller-ის ბიზნეს სატელეფონო სისტემა ძველ გამოცდილებას სრულად ანაცვლებს ახლით.
რა არის და როგორ მუშაობს თანამედროვე ბიზნეს სატელეფონო სისტემა?

ეს არის პლატფორმა, სადაც ყველა შემომავალი თუ გამავალი ზარი ერთ სივრცეში, უშუალოდ კომპიუტერის ეკრანზე იყრის თავს. ტრადიციული ქოლ-ცენტრებისგან განსხვავებით, რომლებიც მოითხოვენ რთულ ინფრასტრუქტურასა და ფიზიკურ აპარატურას, აღნიშნული სისტემა ღრუბლოვან (IP PBX) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, მისი ინსტალაცია არ საჭიროებს სადენებსა და ლოკალურ სერვერებს, რაც ტექნიკურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ინტერნეტ-კავშირის დახმარებით, კომპანიის თანამშრომელი ზარებს იღებს ლეპტოპიდან, პლანშეტიდან ან სმარტფონიდან — ნებისმიერი ლოკაციიდან. ამ ტექნოლოგიური მოქნილობის შედეგად, ოპერატორებს შეუძლიათ უფრო სწრაფად და მარტივად უპასუხონ ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელთა მომსახურების სერვისი ბევრად უფრო მოსახერხებელი და უწყვეტი ხდება, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხებების გარეშე. გარდა ამისა, სისტემა აერთიანებს შიდა ნომრებს სხვადასხვა ფილიალებისთვის, რაც კომპანიებს ეხმარება, მრავალარხიანი კავშირი შექმნან და გუნდური მუშაობა გაამარტივონ.
WhatsApp-ის ზარები და ქოლ ცენტრი — ერთიანი სამუშაო სივრცე

ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა WhatsApp-თან პირდაპირი კავშირი. LiveCaller არის WhatsApp-ის ოფიციალური ტექნიკური პარტნიორი. ეს სტატუსი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლიათ WhatsApp Business Calling API პირდაპირ და უსაფრთხოდ დანერგონ საკუთარ სისტემაში დამატებითი პროგრამების გამოყენების გარეშე. ოფიციალური ინტეგრაცია უზრუნველყოფს ხმის მაღალ ხარისხს, კავშირის სტაბილურობასა და მონაცემთა მაქსიმალურ დაცვას.
რა პრაქტიკულ სარგებელს იძლევა პლატფორმების სინთეზი?
LiveCaller-ისა და WhatsApp Business Calling API-ს გაერთიანება კომპანიებს რამდენიმე ძალიან ხელშესახებ და მარტივ უპირატესობას აძლევს:
ზარები საერთაშორისო ბარიერების გარეშე: ვინაიდან WhatsApp ინტერნეტით მუშაობს, უცხოეთში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიას სრულიად უფასოდ, როუმინგის ხარჯების გარეშე დაუკავშირდნენ.
მთელი ისტორია ერთ ეკრანზე: ოპერატორი ერთდროულად ხედავს როგორც კლიენტის შემომავალ ზარს, ისე მის მიერ მანამდე მოწერილ ტექსტურ შეტყობინებებს, რაც საქმის კურსში ყოფნის გარანტიაა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.
მრავალარხიანი მიდგომა: მომხმარებელს არ უწევს სხვა პლატფორმაზე გადასვლა ან ტელეფონის აპლიკაციის გახსნა; ერთი ღილაკით ის პირდაპირ რეკავს კომპანიაში, რაც ამცირებს ბარიერებსა და გაუგებრობის რისკს.
ხელოვნური ინტელექტი სატელეფონო სისტემაში

თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტია, რომელიც მოძველებული ხმოვანი მენიუების (მაგალითად: „გაყიდვებისთვის დააჭირეთ 1-ს“) სრულფასოვანი, ინტელექტუალური ალტერნატივაა.
ზარის შემოსვლისას, მომხმარებელს ხვდება არა რობოტული, წინასწარ ჩაწერილი ხმა, არამედ ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე AI. ჩაშენებული ციფრული ასისტენტი ხვდება, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდება მას. ასისტენტი ისმენს კლიენტის საჭიროებას და სწრაფად აანალიზებს მას. თუ კითხვა მარტივია, ის თავად სცემს პასუხს ხმოვანი შეტყობინებით. ამგვარად, მომხმარებელი 24/7 რეჟიმში იღებს ზუსტ ინფორმაციას თუნდაც არასამუშაო საათებში.
ხოლო თუ რთული საკითხია, ზარი მაშინვე, ლოდინის გარეშე გადადის შესაბამის ოპერატორთან. სისტემა უზრუნველყოფს ინტელექტუალურ მარშრუტიზაციას — ზარი გადაეცემა არა უბრალოდ ნებისმიერ თავისუფალ ოპერატორს, არამედ იმ სპეციალისტს ან დეპარტამენტს, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს კონკრეტულ საკითხს.
მონაცემთა ანალიტიკა და ხარისხის კონტროლი
ამ პროცესების მართვისთვის სისტემა აღჭურვილია მძლავრი სამართავი პანელით. სისტემა მუდმივად აგროვებს მონაცემებს და მენეჯერებს აძლევს საშუალებას, რეალურ დროში აკონტროლონ თითოეული არხი. ყველა სატელეფონო ზარი იწერება და ინახება, რაც ხარისხის კონტროლის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ოპერატორების ეფექტურობის ობიექტური შეფასების საუკეთესო გზაა.
ახალი სტანდარტი ბიზნეს კომუნიკაციაში
ბიზნეს სატელეფონო სისტემისა და WhatsApp-ის ტექნოლოგიური სინთეზი პირდაპირ აისახება გუნდის პროდუქტიულობაზე. ციფრული ასისტენტის ჩართულობა გუნდს განმეორებადი კითხვებისგან ათავისუფლებს და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს. საშუალოდ, რუტინული ზარების რაოდენობა 40-50%-ით მცირდება, რაც კომპანიის თანამშრომლებს უტოვებს რესურსს, მეტი დრო დაუთმონ რთული პრობლემების მოგვარებასა და გაყიდვების ზრდას. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან იღებს სწრაფ, კომფორტულ და უწყვეტ მომსახურებას ტექნოლოგიური ბარიერების გარეშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




