საზოგადოება

როგორ გაიცნო ირინე ჩხეიძე ყველამ ცოლიანი კაცის საყვარლის როლით და როგორ მოიპოვა მომავალმა მეუღლემ მისი სიყვარული 15-წლიანი ტრფობის შემდეგ

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 30.11, 2021 წელი

ირინე ჩხეიძე
დაკოპირებულია

მსახიობი ირინე ჩხეიძე სერიალში – „ჩემი ცოლის დაქალები“, ბონდოს საყვარლის, ხათუნა ბუხნიკაშვილის როლს ასრულებს, რომლის გარშემოც მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.

ირინე ჩხეიძე: რადგან ბოლო სერიების სცენები ღორეშაში მიმდინარეობდა და ღორეშა ხარაგაულის ერთ-ერთი სოფელია, გადაწყვიტეს ხარაგაულის თეატრიდან მიეწვიათ მსახიობები. ქასთინგი ჩაატარეს და ამ სერიალში ჩვენი თეატრის რვა მსახიობი მოხვდა, მე კი – ამ კონკრეტულ როლზე. დიდი ხანია, „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლები ვართ და ბუნებრივია, გაგვიხარდა, ახლა უკვე მისი ნაწილი რომ გავხდით. ეს ჩვენი თეატრის პოპულარიზაციასაც ნიშნავს, რაც რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. ხარაგაულელებსაც ძალიან გაუხარდათ ჩვენი ეკრანზე ნახვა. მრავალი წელია, ჩვენ ხარაგაულის თეატრში ვმოღვაწეობთ და გვიცნობენ, მაგრამ სერიალი, გამოხმაურების თვალსაზრისით, კიდევ სხვაა. ჩემი როლი ამ სერიალში იუმორისტულ ჭრილში არის გადაწყვეტილი და პარტნიორობას არაჩვეულებრივი მსახიობი გია გოგიშვილი მიწევს. ჩვენ თეატრალურ ინსტიტუტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით და 26 წლის შემდეგ აქ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ბონდოს ცოლი – ნუნუკა და საყვარელი – ხათუნა, სინამდვილეში, ორივე ჩხეიძეები აღმოვჩნდით (იცინის). ქეთი ჩხეიძესთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. დიდი ხანია, მიყვარს, როგორც მსახიობი, არაერთ სპექტაკლში მინახავს და ყოველთვის ძალიან მომწონდა.

– მასთან რეალურად როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

– არაჩვეულებრივი ქალი და მსახიობია, ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თუმცა, მე ახალგაზრდობიდან მოყოლებული ბევრჯერ მინახავს მისი სპექტაკლი და მისი ფრაზებიც კი ზეპირად მახსოვს. საერთო ფოტოც გადავიღეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

– საყვარელ მსახიობს „ეცილებით“ ქმარში – ცოლიანი ქმრის საყვარლობას არ მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურება?

– იყო რაღაც კომენტარები, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ეს სიუჟეტი მაინც უფრო იუმორისტულ ჭრილშია განხილული და რა შეიძლება, არასასიამოვნო თქვან?!

– თქვენს საქმიანობაზე მოუყევით ჩვენს მკითხველს...

– მე ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ვარ 2004 წლიდან, ეს 120-წლიანი ისტორიის მქონე თეატრია. ჩამოვედი და დავაარსე თოჯინების თეატრი და მისი რეჟისორიც ვარ, იმავდროულად, მსახიობიც. 15 სპექტაკლი მაქვს დადგმული ხარაგაულის თეატრის სცენაზე, 6 – თოჯინების თეატრში და ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს იმერეთის მასშტაბით. თუმცა არა მხოლოდ, საზღვარგარეთაც გავდივართ გასტროლებზე, პანდემიის პერიოდშიც კი აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობთ. ჩვენი თეატრის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია რაიონისთვის.

– ხარაგაულში საიდან ჩახვედით?

– ხარაგაულელი ვარ, სკოლა აქ დავამთავრე, მაგრამ შემდეგ, 2004 წლამდე, თბილისში ვმუშაობდი. დედაქალაქიდან ისევ აქ დავბრუნდი და ძალიან მეამაყება, რომ აქაურობას ვაცოცხლებთ ჩვენი სპექტაკლებით, რომელსაც ხალხი სულმოუთქმელად ელოდება ხოლმე. მანამდე თბილისში საგზაო დეპარტამენტში ვმუშაობდი, ჩემი პროფესიისგან ძალიან შორს და წლების შემდეგ, მშობლიურ რეგიონში რომ დავბრუნდი, საკუთარი თავი და მისია ვიპოვე.

– პროფესიით მსახიობი ხართ?

– არა, მაგრამ ბავშვობიდანვე სცენაზე ვიდექი, დეკლამატორი ვიყავი. ახლა მერიაშიც ვმუშაობ – კულტურის სამსახურის უფროსი ვარ, მაგრამ იმავდროულად, თოჯინების თეატრში ხან თაგვი ვარ, ხან გოჭი და ხან ბეკეკა (იცინის). მთელი ჩემი სული და გული თეატრშია. თეატრის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ყველა სოფელი, მინდორი თუ სკოლის ეზო მოვლილი გვაქვს ჩვენი სექტაკლებით.

– თქვენი პერსონაჟი სერიალში თვალებიდან თუ ხელებიდან ცეცხლს აფრქვევს, სიცოცხლით სავსეა, როგორი ხართ თქვენ რეალურად?

– ამაზე სულ მეცინება, მთელი ცხოვრება პატიოსან ქვრივებს ვთამაშობდი და ახლა ამ ხათუნა ბუხნიკაშვილით გამიცნო ქვეყანამ. ჩემი პიროვნება მისგან რადიკალურად განსხვავდება (იცინის). ისე, მეც ძალიან მკაცრი და ემოციური ადამიანი ვარ, სხვანაირად არც მსახიობობა გამოგივა და არც რეჟისორობა, მე ასე მგონია. ბოლო სპექტაკლში საგიჟეთში ხდებოდა მოქმედება და მერე ვამბობდი, ისე კარგად მოვირგეთ გიჟების როლები, როლიდან გამოსვლა გაგვიჭირდება-მეთქი. რეალურად, მეც ფიცხი ადამიანი ვარ. ხათუნა ბუხნიკაშვილის მსგავსად, მეც ძალიან ვიცი გაბრაზება, მაგრამ ძალიან მალე ვივიწყებ ბრაზს, მეორე-მესამე დღეს გამივლის ხოლმე. კიდევ კარგი, გულში ჩადება და ბოღმად ქცევა არ ვიცი.

– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?

– მყავს მეუღლე – ნიკოლოზ მაღრაძე და ერთი შვილი – ვატო, რომელიც 15 წლის არის. მასაც ძალიან უყვარს სცენა, კარგ ფოტოებს იღებს, რაც უკვე შეამჩნიეს. ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა და ვფიქრობ, რომ ხელოვნების მიმართულებით წავა. ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა და ჩემს ყველა როლს გულშემატკივრობს. თვითონ კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს.

– თქვენი სიყვარულის რომანტიკული ისტორია როგორია?

– ჩემს მეუღლეს ძალიან დიდხანს ვუყვარდი. ალბათ, 15 წელზე მეტი. დიდი ხნის განმავლობაში აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ წლების შემდეგ განგებამ ისევ დაგვაკავშირა. ერთ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა, მე – კულტურის სამსახურში, ის მაშინ სატყეო მეურნეობაში მუშაობდა, ორივე ხარაგაულში, ისევ შევხვდით ერთმანეთს და ურთიერთობა თავიდან დაიწყო. მანამდე, როგორც მხატვრულად იტყვიან ხოლმე – შორით ტრფობა იყო მისი მხრიდან, მერე უფრო დავახლოვდით. 2005 წელს შევუღლდით. ასე რომ, ჩემს ხარაგაულში ჩამოსვლას

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...