საზოგადოება

„მშენებელი 91“ – პროფესიონალური მხარდაჭერა და ხარისხიანი პროდუქტი თქვენი წარმატებული მშენებლობისთვის

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:35

მშენებელი
დაკოპირებულია

ბეტონის მომწოდებელი კომპანია „მშენებელი 91-ის“ ისტორია 1991 წელს იწყება. ამ წლების განმავლობაში ის სანდო და ხარისხზე ორიენტირებული მიმწოდებელია მრავალწლიანი გამოცდილებით ქალაქ ქუთაისის ბაზარზე. კომპანია გთავაზობთ ბეტონის ნარევების ფართო არჩევანს ნებისმიერი სირთულის ობიექტების ასაშენებლად. მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხის პროდუქცია, მიწოდების ვადების მკაცრი დაცვა და თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა „მშენებელი 91-ის“ წარმატების მთავარი ფაქტორებია. კომპანია „მშენებელი 91-თან“ თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ სანდო პარტნიორი ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად. თანამშრომლობის მოქნილი პირობები და კონკურენტული ფასები მნიშვნელოვნად წაადგება თქვენს წამოწყებას.

„მშენებელი 91-ის“ დირექტორი, ბატონი ლევან კაპანაძე გვესაუბრა კომპანიის მუშაობის სფეციფიკაზე, მიდგომებსა და მუშაობის სტილზე, რის გამოც თუ შენებლობას გეგმავთ, პირველად „მშენებელი 91“ უნდა გაგახსენდეთ.

– ბატონო ლევან, როგორი იყო „მშენებელი 91-ის“ განვითარების გზა?

ლევან კაპანაძე: „მშენებელი 91“ 1991 წელს მამაჩემმა – ელდარ კაპანაძემ დააფუძნა და თავად მართავდა. კომპანია წლების განმავლობაში ერთი ტემპით ვითარებოდა. მე ბავშვობიდან მამას გვერდით ვიყავი და ამ სფეროში საკმაოდ კარგი გამოცდილება დავაგროვე. მქონდა საკუთარი ხედვებიც, თუ რა სჭირდებოდა თანამედროვე ბაზარს და რა უნდა გაგვეკეთებინა კომპანიის განვითარებისთვის. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მამა დამერწმუნებინა ცვლილებების საჭიროებაში. შევიძინეთ თანამედროვე ტექნიკა, რისი დახმარებითაც ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შემდეგ კი მარტივად დავითანხმე, რომ განვითარება გაგვეგრძელებინა და დამატებითი ტექნიკა შეგვეძინა, რომელთან მუშაობაშიც კარგად ვიყავი გაცნობიერებული და ოპერატორებსაც შევასწავლე.

ეტაპობრივად სულ ახერხებდი განვითარებას...

– გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენი კომპანიის ბაზაზე არსებული სიტუაცია ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მოძველებული ბეტონის საწარმო და ინვენტარი არ გვაძლევდა საშუალებას, რომ სათანადოდ კონკურენტუნარიანები ვყოფილიყავით. ამჯერად უკვე იძულებული გავხდი, მამა საწარმოს მთლიანად განახლებაზე დამეყოლიებინა. დავიწყე აქტიური მუშაობა ახალი ბეტონის კვანძისა და დამატებითი ტექნიკის შესაძენად. ბრუნვის ამოწევაში ძალიან დამეხმარნენ ჩემი სამეგობრო, ბანკი და ამ პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველომ“, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ. ამ პროექტის გარეშე ვერ შევძლებდი იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებას, რამაც კომპანიის მომავალი წარმატებები განაპირობა. საბოლოოდ დავდგი ახალი კვანძი და შევიძინე ორი ერთეული ტექნიკა, რომლითაც დღეს წარმატებულად ვმუშაობთ.

– მუშაობის რა სტანდარტებია თქვენთვის მნიშვნელოვანი?

– ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების გარეშე წარმატების მიღწევა გამორიცხულია, ამიტომ მთავარ აქცენტებს ჩვენი კომპანიის სწორედ ხარისხზე ვაკეთებ.მომხმარებლების მხრიდან დიდი ნდობა გვაქვს, რაც, ვფიქრობ, ჩვენი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდანაა გამოწვეული. რამდენად კარგია ბეტონი, ეს ორი რა მით განისაზღვრება – რაოდენობითა და კლასის ხარისხის დაცვით. ჯერ პრეცედენტი არ გვქონია, რომ სადმე ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა გვქონოდეს, ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი გვაქვს, რაც ძალიან გვეამაყება.

რეგიონში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბეტონის მიწოდების კუთხით, როგორ ახერხებთ ვადებში ზუსტად ჩატევას?

– გვყავს მუდმივი თანამშრომლები –ხელშეკრულებით. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ვქირაობთ პერსონალს. ასევე, ეტაპობრივად ვიძენთ ახალ ტექნიკას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენს ტექნიკას კიდევ ერთი ბეტონის ტუმბო შევმატეთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეფერხების გარეშე შევძლოთ ნებისმიერი მასშტაბების დაკმაყოფილება.

– რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

– ჩვენი სამუშაო პროცესი მარტივი არ არის. მოგეხსენებათ, ბეტონი არ არის ის პროდუქტი, რომელიც დროის ხანგრძლივობას იტანს, დამზადებიდან მიწოდებამდე დროის მონაკვეთის ზუსტად დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს აქვს მიუდგომელი ადგილები, რაც დამატებით გამოწვევაა კომპანიისთვის. თუმცა, შესაბამისი ტექნიკის საშუალებით ვახერხებთ მიწოდებას. თუ ჩვენი ტრანსპორტი არ გვაკმაყოფილებს, ვქირაობთ, რომ არ მოხდეს დროში შეფერხება.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კომპანია 5 წლის შემდეგ?

– ზოგადად, ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. აუცილებელია, ავუწყოთ ფეხი დროისა და ბაზრის მოთხოვნების ცვლილებას. სწორედ ამიტომ, გეგმები ახლაც დიდი მაქვს და 5 წლის მერე კიდევ უფრო მეტად თანამედროვე საწარმო მაქვს წარმოდგენილი, დღევანდელთან შედარებით, მინიმუმ 2-ჯერ მეტი ბრუნვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა