საზოგადოება

მოგზაურობა საქართველოში

ავტორი: „თბილისელები“ 11:44 26.01, 2023 წელი

მოგზაურობა საქართველოში
დაკოპირებულია

საიდან იწყება მოგზაურობა საქართველოში?

გემრიელი კერძებიდან დაწყებული, სტუმართმოყვარე ხალხით, წარმოუდგენელი ლანდშაფტითა და სიცოცხლით სავსე ქალაქებით დასრულებული – საქართველოს ეს ყველაფერი აქვს.

მოგზაურობა საქართველოში იწყება თბილისის ქუჩებში ხეტიალიდან და უძველესი ღირსშესანიშნაობების მონახულებიდან. საქართველოში სანახავი და მოსანახულებელი ადგილი ულევი რაოდენობითაა… ამიტომ, აქ ყველა ტურისტისთვის და ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება მათთვის საყვარელი კუთხე და გამორჩეული ქუჩა.

ლამაზი, მრავალფეროვანი პეიზაჟები

ქართული პეიზაჟები თვალწარმტაცია. ეს შედარებით პატარა ქვეყანა, ბევრს გვთავაზობს: შავი ზღვის პლაჟები, მაღალი კავკასიონი და ქვემოთ აყვავებულ მთები, გამოქვაბულები, გამწვანებული ხეობები, მდინარეები, ტბები. არა მგონია, საქართველოს რომელიმე მხარე მოსაწყენი მოსაწყენი იყოს. სადაც არ უნდა წახვიდე, შენს ირგვლივ საოცარი პეიზაჟებით აღფრთოვანებული იქნები.

გამორჩეული სამზარეულო

რას არ გვთავაზობს ქართული სამზარეულო: ბოსტნეულიდან, ბადრიჯნიდან, ხაჭაპურამდე, უგემრიელეს ხორცის კერძებამდე, ხინკლამდე.

ტურისტებს სურთ, რომ აღმოაჩინონ საუკეთესო რესტორნები, სადაც ყველაზე გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავენ. ამისთვის ხშირად იყენებენ ისეთ ვებსაიტებს, სადაც სხვა ადამიანების შეფასებების და გამოცდილების შესახებ წაკითხვა შეუძლიათ.

ამიტომ, რესტორნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, როგორ გამოიყენონ თანამედროვე სოციალური მედია და ახალი მარკეტინგული გზები. ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ამ მიმართულებით არის ქართული რესტორანი Bread & Wine. მათ, როგორც სერვისი, მომსახურება და ხარისხი, ასევე SEO ოპტიმიზაციაც უმაღლეს საფეხურებზე ჰყავთ აყვანილი.

სწორედ ოპტიმიზაციისა და სოც. მედია მარკეტინგის საშუალებით გაითქვა სახელი Bread & Wine-მა. და შემდეგ, სტუმრებს ის შეუყვარდათ - აქ არის ყველაფერი, რასაც ისურვებთ:

• ოჯახური გარემო

• საუკეთესო კერძები

• მეგობრული მომსახურე პერსონალი

• მშვიდი ატმოსფერო

• ლამაზი ინტერიერი

• გემოვნებიანი მუსიკა

თუ Google-ის საძიებო ველში ჩაწერთ: “Best Georgian dishes,” “ბრედ ენდ ვაინს” ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე იხილავთ.

შესანიშნავი ღვინო

მიუხედავად იმისა, რომ ყველას უყვარს ღვინოები ისეთი ეგზოტიკური ადგილებიდან, როგორიცაა ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა ან არგენტინა, ქართული ღვინო იმსახურებს ნამდვილ ყურადღებას.

ქართული ღვინო არა მხოლოდ ნამდვილად კარგია, მას ასევე აქვს გრძელი ისტორია. იცოდით, რომ ღვინოს უკვე ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ამზადებდნენ?

საქართველოში შეგიძლიათ გასინჯოთ შესანიშნავი, სახლში დამზადებული ღვინო თითქმის ყველგან. ის შეგიძლიათ შეიძინოთ რესტორნებში ან ადგილობრივ ბაზრებზე, Coca-Cola-ს ბოთლებში ჩამოსხმული (ეს რეალურად ბაზრების ხიბლის ნაწილია).

რესტორანში სტუმრობისას კი აუცილებელია, რომ კერძს შესანიშნავი ღვინოც შევუსაბამოთ. “ბრედ ენდ ვაინში” მომსახურე პერსონალი არ დააყოვნებს და აუცილებლად შემოგთავაზებთ ოჯახის ღვინოს, ბრენდირებულს ან სხვა სასმელს - მაგალითად, ჭაჭას.

ამ ღირსებების გამო “ბრედ ენდ ვაინს” ხშირად აფასებენ, როგორც: “The best Georgian restaurant in Tbilisi,” - საუკეთესო რესტორანი თბილისში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი