საზოგადოება

„ლივა“ – ხარისხისა და კომფორტის გარანტი

№27

ავტორი: სოფი ლორია 12:22 04.07

ლივა
დაკოპირებულია

მატრასების მწარმოებელი კომპანია „ლივა“ 12 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ყველა ტიპის მატრასის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ იყო, თუმცა დამფუძნებლების თავდაუზოგავმა შრომამ და შემართებამ შედეგი გამოიღო და „ლივა“ დღეს არა მარტო მატრასებს, თითქმის ყველა სახის ავეჯს აწარმოებს, გარდა ამისა, „ლივა ჰოტელი“ მათი ახალი წამოწყებაა – სასტუმროების ბიზნესშიც დიდი გეგმებით შედიან და ამ შემთხვევაშიც ფოკუსს მომხმარებლის კომფორტზე აკეთებენ. „ლივა“ ოჯახური ბიზნესია, რომლის წარმატების გზასა და ახალ გამოწვევებზე ამ ოჯახის ორი წარმომადგენელი ვაკო სოფრომაძე და ლიკა გაბრიაძე გვესაუბრა.

ვაკო სოფრომაძე: წლების წინ კომპანია „ლივამ“ ბაზარზე პირველი ნაბიჯები მატრასების წარმოების კუთხით გადადგა. დედაჩემი, ლია ერაძე, ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და იქიდან წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, შეექმნა „ლივა“.

– როგორ გაფართოვდა და მოიცვა სხვადასხვა მიმართულებები?

– დროთა განმავლობაში „ლივა“ განვითარდა და წარმოებაში რბილი ავეჯი დავამატეთ. ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ლამინატის ავეჯის წარმოებაც დაგვეწყო, მათ შორის სამზარეულოების, საძინებლებისა და სხვა. ყველა ეტაპზე ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ, თუმცა, გვქონდა რთული პერიოდებიც, წლების წინ საწარმო მთლიანად დაგვეწვა, რის გამოც მილიონ ლარამდე ვიზარალეთ. შესაბამისად, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია, რაც, რასაკვირველია, მარტივი არ იყო.

დღეს „ლივა“ ჩვენი საოჯახო ბიზნესია, რომლის გამართულად მუშაობასა და წარმატებაში ყველას ჩვენი წვლილი შეგვაქვს, მაგალითად, მე ლამინატის ავეჯის მიმართულებას ვუძღვები, ჩემი მეუღლე – ლიკა, მარკეტინგს ხელმძღვანელობს და ასე შემდეგ.

– ლიკა, რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

ლიკა გაბრიაძე: შეგვიძლია, ყველანაირი სეგმენტი დავაკმაყოფილოთ. გვაქვს როგორც ეკონომ-სეგმენტის, ასევე პრემიუმ-სეგმენტისა და, ასე ვთქვათ, ჰაი-კლასის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ჩვენთან ავეჯი საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს. ის ნედლეული, რაც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, თვითონვე შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. ძირითად ნაწილს თურქეთიდან ვიღებთ.

– ვინ არიან დამკვეთები?

– გვყავს როგორც ინდივიდუალური მომხმარებლები, ისე კომპანიები, ძირითადად, სასტუმროები. ბოლო პერიოდში რამდენიმე მათგანისთვის ავეჯი ექსკლუზიურად დავამზადეთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენვე შეგვიძლია ავეჯის დიზაინის მომსახურების შეთავაზებაც. სასტუმროებისთვის დაგვიმზადებია საძინებლებიც, თუმცა, მათი მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა „ლივას“ მატრასებზეა.

– სად მდებარეობს „ლივას“ შოუ-რუმი?

– ძირითადად, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოზე ვართ კონცენტრირებული. დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „საბაში“ სამი მაღაზიით ვართ წარმოდგენილი (A13, A14 და B14 სექტორებში), სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციის შეძენა როგორც კომპლექტის სახით, ასევე, ინდივიდუალურად.

ვაკო: გვინდა მომავალში, კიდევ დავამატოთ მაღაზიები და ჩვენი სახელი უფრო ფართო მასშტაბებზე გავავრცელოთ.

– „ლივას“ მატრასები, მართლაც, დიდი პოპულარობით სარგებლობს...

– მატრასებზე პირველივე დღიდან დღემდე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. დღეისათვის თხუთმეტი სახეობის მატრასს ვაწარმოებთ და გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ყველა ტიპის მომხმამარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად. მომხმარებლებს ვაცნობთ, რა შემადგენლობების მატრასის შექმნა შეგვიძლია და თავად საკუთარი სურვილის მიხედვით აწყობს.

– თქვენი ახალი წამოწყება სტუმარმასპინძლობის ბიზნესს უკავშირდება, მოგვიყევით „ლივა ჰოტელზე“.

ლიკა: ახალი ბიზნესის წამოწყებისკენ სწორედ ავეჯის წარმოების კუთხით მიღწეულმა წარმატებამ გვიბიძგა. გარდა ამისა, იმერლები ვართ – სტუმარმასპინძლობა ჩვენი ტრადიციაა.

ამ სასტუმროში გასულ თვეში შემოვედით, ჯერჯერობით ის სამვარსკვლავიანია, თუმცა რეკონსტრუქციას ვგეგმავთ და გვინდა, რომ ოთხი ვარსკვლავი მოვიპოვოთ. მართალია, ეს დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცდებით, ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ.

ვაკო: სასტუმროში 16 ნომერი გვაქვს და ამ ეტაპზე შეგვიძლია, სტუმრებს საუზმე შევთავაზოთ. შენობის ქვედა სართულზე მეჩვიდმეტე საუკუნის მარანია, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა გვინდა, აღვადგინოთ და ეს სივრცეც ავითვისოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა