საზოგადოება

„ლიბერთი“ მომხმარებელს ახალი პროდუქტების სერიას სთავაზობს

№47

ავტორი: სოფი ლორია 13:14 24.11, 2021 წელი

ლიბერთი ბანკი
დაკოპირებულია

„ლიბერთი ბანკმა“ საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი – „ახალი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

„ახალი“ ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს, სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური „ქეშბექი“ დაიბრუნოს.

ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეული კატეგორიის ფარგლებში „ლიბერთის“ პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.

„ახალი“ ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.

„ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: ჩვენ წარვადგინეთ ბარათი, რომელიც არის უნიკალური როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. ეს არის ყველაზე მარტივი პროდუქტი, რაც კი არსებობს ბაზარზე საკრედიტო ბარათებს შორის.

ჩვენი გუნდის მიზანია, გავამარტივოთ საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.

„ლიბერთის“ „ახალი“ ბარათის აღება უფასოა და არის ყველაზე სარგებლიანი, საკომისიოს გარეშე, მარტივი, ფიქსირებული გადასახადით და ყველაზე მაღალი ქეშბექით.

მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ „ლიბერთის“ სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, „ახალი“ ბარათი არის „ლიბერთის“ ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან, მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის მსგავსი პროდუქტების მიმართულებით.

„ლიბერთიმ“ „ახალი“ ბარათი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებითა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით შექმნა.

გიორგი ქოროღლიშვილიდისტანციური არხების განვითარების და ლოიალობის დეპარტამენტის უფროსი: ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება ზოგადად ბარათებისა და საკრედიტო ბარათების მიმართულებით, გავიზიარეთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა. უკვე ამის შემდეგ საქართველოში დავიწყეთ მომხმარებლების კვლევა და ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს მოვარგეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. პირველი, რაც „ახალ“ ბარათს აქვს, ეს არის ფიქსირებული საკომისიო – ლიმიტის ათვისების შემდეგ მომხმარებელს არ უწევს ფიქრი იმაზე, თუ რა თანხა ექნება თვის ბოლოს გადასახდელი, ხოლო თუ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი დააბრუნებს ათვისებულ თანხას, საკომისიოს საერთოდ აღარ გადაიხდის. ამასთან ერთად, ბარათი უნიკალური არის იმ მხრივაც, რომ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 6 კატეგორია და საქართველოში გადახდილ თანხაზე, ნებისმიერ ტერმინალში დაიბრუნოს 5% ქეშბექი. 3% – კვების კატეგორიაში, სხვა, ყველა დანარჩენზე კი – დახარჯული თანხის 5%.

ანა ჯიბლაძე„ლიბერთის“ საცალო სეგმენტისა და პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ახალი“ ბარათის ლიმიტი 300-დან 5 000 ლარამდეა. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბარათით წლის ბოლოს უკვე ის ადამიანებიც ისარგებლებენ, ვინც თვითდასაქმებულია ან არარეგულარული სახით იღებენ გარკვეულ შემოსავალს.

„ლიბერთი“ წლის ბოლომდე, რა თქმა უნდა, კიდევ წარადგენს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ, ახალ პროდუქტებს. მთელი 2022 წელი ახალ სერიას დაეთმობა.“

„ახალი“ ბარათის მიღება შესაძლებელია „ლიბერთის“ ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ-ბანკით – „ლიბერთის მომხმარებლისთვის“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი