საზოგადოება

ყველა კაცი ერთნაირია – ფსიქოლოგი ვაკო დარჩია

ავტორი: „თბილისელები“ 13:26

ვაკო დარჩია
დაკოპირებულია

საუკუნეების განმავლობაში ურთიერთობების ფსიქოლოგია სწავლობდა წყვილებს, რომლებიც უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, ამ სფეროს შექმნილი აქვს ასობით ათასი წიგნი, სტატია, ვიდეო, კურსები და სხვა მრავალი რამ, რაც ეხმარება ადამიანებს ურთიერთობების დანგრევა, ან აშენებაში. თუმცა დედამიწის ზურგზე, ჯერ კიდევ არ არსებობს არც ერთი რეალური (ფაქტებზე, მასებზე და ციფრებზე) დამყარებული რჩევები, რომლებიც მიმართული იქნებოდა მილიონობით და მილიარდობით ადამიანს შორის იმ ერთად ერთის, რაც შეიძლება სწრაფად აღმოჩენა - პოვნა და მასთან საერთო ენის პოვნაში... თითქოს კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია არაფერი ისეთი, რაც დაგვეხმარებოდა ჩვენთვის იდეალური ადამიანის პოვნაში, რაც შეიძლება სწრაფად, მერე კი მის არ დაკარგვაში ,,პოვნიდან რამოდენიმე წუთში’’.

თუ წიგნებია და ძირითადი უმრავლესობა მუშაობს ჩვენსავე უნარების განვითარებაზე.

- როგორ ვიყოთ საინტერესო მოსაუბრე.

- როგორ გავხვდეთ კარგები სექსში.

- როგორი საჩუქრები ავურჩიოთ ადამიანს.

- როგორ შევაყვაროთ მას თავი და ა.შ (ანუ როგორ გავხვდეთ უნიკალური და გამორჩეული, რომ ჩვენი სხვის მიერ არჩევის შანსი გაიზარდოს (რაც მშვენიერია).

თუმცა, როგორ ვიპოვოთ ის ერთად ერთი და თან გამოგვივიდეს მასთან ურთიერთობა? <<< აი, ეს მუდმივად საიდუმლოა (უფროსწორედ, იყო საიდუმლო ჩემს ნამუშევრამდე) - რადგან ითვლება, რომ სხვა ადამიანი საჭიროებს გიგანტურ შეცნობას. წლებს, ზოგჯერ ათწლეულებს, რომ გაიგო მართლა, შინაგანად როგორია პიროვნება?

მათთვის ვინც ჯერაც არ იცის ვინ ვარ და რას ვსაქმიანობ, მინდა მოკლედ ავხსნა, რომ თითქმის ყველა ჩემი წიგნი (დაწყებული მეორედან (სადაც პირველი სიკვდილთან დიალოგი იყო)) - ამ კითხვას ასე თუ ისე სცემს პასუხს. ჩემი წიგნები მიმართულია, არა მხოლოდ საკუთარი თავის მოძლიერება და განვითარებაზე, არამედ გვერდით, ან შორს, ან ახლოს მყოფი ადამიანების შესწავლაზე. სადაც ჩვენ - ჩვენსავე განათლების მომატების საფუძველზე შეგვეძლებოდა სხვა ადამიანების სწრაფად ამოცნობა, რომ არ შევყოთ თავი ჩვენთვისვე საშიშ, ან არა საჭირო ცხოვრებისეულ სიტუაციებში...

ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანო, ჩემი წიგნი, რომელსაც 5 წელი ვწერდი ,,საგიჟეთი’’ - საკუთარ თავში ატარებს რჩევას (ფაქტებზე დაყრდნობილს და მანდვე დამტკიცებულს) - რომ თუკი გინდა წინასწარ გაიგო, როგორი არის ადამიანი, არ ელოდო მის ბოროტ, ან ულამაზო საქციელს რაიმე მნიშვნელოვან საკითხში, არამედ დააკვირდი როგორ იქცევა იგივე ადამიანი პატარ-პატარა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რადგან ადამიანის ხასიათი (და არა განწყობა) - უცვლელი რჩება როგორც პატარა, ისე დიდ საქციელებში. და თუკი ხედავ, რომ პიროვნება პატარა სიტუაციებში იქცევა ერთნაირად - დარწმუნებული იყავი, რომ იგივე განმეორდება სერიოზულ სიტუაციებშიც. (რა თქმა უნდა, არა ყოველთვის, რადგან სერიოზულ სიტუაციაში ის შეიძლება შეაჩეროს კანონის წინაშე შიშმა, დაჭერის შიშმა და სხვა ბევრმა ფაქტორმა, თუმცა იქ, სადაც ,,სასჯელი’’ არ ჩანს პერსპექტივაში, ადამიანი მოიქცევა ისე, როგორც პატარა სიტუაციაში იქცეოდა).

მოკლედ, ძალიან შორს რომ არ გადავუხვიო, ამ სტატიაში მოვიყვან ჩემი მომავალი წიგნის ,,ყველა კაცი ერთნაირია’’ - ერთ-ერთ ნაწილს, სადაც საკუთარი სოციალური ქსელიდან გამომდინარე, გამომაქვს საკმაოდ საინტერესო დასკვნები და შედეგები (თავის ციფებთან ერთად, რაც ჩემი აზრით გამოადგებოდა მათ ვისაც, ჩემნაირად ,,ადამიანის წინასწარ ცოდნის ხელოვნება აინტერესებს’’. ამ წიგნის მიზანია, მოგაწოდოს ინფორმაცია, რომელიც თითქმის შეუძლებელია, რომ ვინმემ მოგცეს. და ამ წიგნის მიზანია დაგანახოს რომ სინამდვილეში - მე, 29 წლის ასაკში უკვე შევქმენი რაღაც ისეთი, რაც შენ დაგეხმარება იპოვო ის ერთად ერთი მილიარდ ადამიანს შორის და თან არც დაკარგო ეგ პიროვნება.

როგორც უკვე ვთქვი ურთიერთობის დასაწყისში, ძირითადი რაც გვხვდება, ეს არის ,,საკუთარი თავის გაუმჯობესების სწავლება’’. ხოლო სხვა ადამიანზე ინფორმაცია თითქმის არასდროს. გაცნობის აპლიკაციები თითქოს ამ პრობლემას უნდა აგვარებდეს (მათი მთავარი საქმეა გაპოვნინოს ,,ის ერთად ერთი’’) - რაც მილიონობით ადამიანებს ამავე აპლიკაციებში არ გამოსდით. და თან არ გამოსდით ბევრი ძალიან მწარე ფაქტის გამო.

გაცნობის საიტები, ისინი მილიონობით პირველ შთაბეჭდილებას გვთავაზობს - ძირითადად ფოტოების მეშვეობით და ჰა-ჰა შევსებული ბიოს დახმარებით. თუმცა ისინი არ გვთავაზობს მართლა ,,იმ ერთად ერთის’’ პოვნას.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ბიზნეს მიზნები, ისე სხვა თითქმის რომ შეუძლებელად სამართავი ადამიანური ფაქტებიც.

მაგალითად, ნებისმიერ გაცნობის აპლიკაციას Play store და App Store - უდგება საშინელი ლოგიკიდან გამომდინარე და აიძულებს, რომ იგივე აპლიკაციები საშინელ მანიპულაციებს ჩადიოდნენ. ანუ ეს ორივე პლატფორმა გაცნობის აპლიკაციებს ქაჩავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მათ მაღალი ,,დაბრუნების Rate’’ ექნებათ. ანუ ადამიანმა გადმოწერა აპლიკაცია - დარეგისტრირდა და არ წაშალა, დაბრუნდა უკან. გავიდა ვთქვათ სამი დღე და მერე კიდევ დაბრუნდა, გავიდა 7 დღე და კიდევ. გავიდა 30 და კიდევ დაბრუნდა. ხოდა აპლიკაციას, რომელსაც ყველაზე მაგარი შესაბამისი მაჩვენებელი აქვს - ექნება ამავე პლატფორმების სიყვარული, რომელიც მერე გამოვლინდება ბუნებრივ რეკლამაში და მილიონობით (თუ არა მილიარდობით) - პოტენციურ მომხმარებელში, რაც მომავალში მილიარდობით დოლარებში შეიძლება გარდაისახოს.

მაგრამ აბა თუ ვხედავთ, სად არის ,,უსამართლო’’ მიდგომა აქ ასახული?

- იმაშია, რომ გაცნობის აპლიკაცია ერთად ერთი აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაკარგოს ადამიანი. (ანუ აპოვნინე ადამიანს ვინმე? - ესე იგი შენ აღარ სჭირდები, ესე იგი წაგშლიან). შესაბამისად, გაცნობის აპლიაკციები, იმის მაგიერ რომ შენი დარეგისტრირებიდან 15 წუთში გაპოვნინებდნენ მართლაც რომ იდეალურ პიროვნებას - მანიპულირებენ შენი ყურადღებით (ბიჭებს ჯერ აჩვენებენ ულამაზეს გოგონების ფოტოებს (ნახევრად გახდილებს, სრულიად გახდილებს თუ არა, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად შეჯდნენ გოგონების მოწონებაზე და იმედზე, რომ ,,აბა ეგებ ამან მომიწონოს და მომწეროსო’’. მერე კი როდესაც ლიმიტი მთავრდება (მოწონებისა) - ისინი რატომღაც მთავრდება თითქმის, რომ საუკეთესო კანდიდატზე (ყველაზე - ყველაზე ლამაზზე) - რის შემდეგაც, ტვინი გამწარებული ითხოვს გაგრძელებას და მზად არის ფული გადაიხადოს. თუმცა ფულს როცა გადაიხდი, მათი ალოგრითმები, უკვე ცდილობს, რომ ვინმე ნამდივლი შეგახვდროს და აქ იწყება ყველაზე საინტერესო და სამწუხარო რეალობა იმისა, რომ ქალების თვალში, ყველა კაცი ერთნაირია!

საქმე იმაშია, რომ გაცნობის აპლიკაციებში ქალები ღებულობენ უდიდესი რაოდენობის ინტერესს, მოწონებებს, მესიჯებს და აქედან გამომდინარე იღლებიან. ამის გამო არც აქტიურობენ და შანსსაც არ აძლევენ ადამიანს. ეს კი რატომ? იმიტომ რომ კაცები ძირითადად იწონებენ და წერენ ყველას, იმ იმედით, რომ ,,ვინმემ მაინც მომწეროსო’’. მერე კი, უმრავლესობა მათგანს აქვს შეგრძნება იმისა, რომ ყველა კაცი ერთნაირია (ამას უკვე ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გაცნობის აპლიკაციაში, ქალბატონები აქტიურად მწერენ თავის ტკივილებს, ემოციებს, გრძნობებს, საწუწუნოს (იციან ვინ ვარ და იმასაც კი ვწერ რომ ნებისმიერი რამ მომწერე, რაც არ მოგეწონება-თქო - აქედან გამომდინარე ჩართულები არიან) და იცი რა იყო ყველაზე საინტერესო და რამ გახადა შემდეგ ჩემი აპლიკაცია საქართველოში ტოპ 4 ადგილის მქონე გაცნობის აპლიკაციებს შორის, სულ რაღაც 5000 + გადმოწერის ფონზე? (ანუ წარმოიდგინე, ქართველმა, ახალგაზრდა მწერალმა და ფსიქოლოგმა შევქმენი აპლიკაცია, ორმელმაც გაასწრო მილიარდიან კომპანიებს, როგორიცაა Badoo – Bumble)).

და ეს გამოიწვია ფაქტმა იმისა, რომ გოგოები მასიურად იწერებიან, ესენი ერთნაირები არიანო...

მოკლედ, რომ ვთქვა, გოგონების წუწუნმა საკითხზე ,,ესენი ერთნაირები არიან’’ - მიმიყვანა დასკვნამდე, რომ გაცნობის აპლიკაციები (და ჩემიც მათ შორის) - არ ითვალისწინებს უმთავრეს პრობლემას ,,კაცები ზედმეტად აქტიურები - ქალები ზედმეტად პასიურები არიან’’ და ამ დროს რა პრობლემა იქმნება?

ეს კი სინამდვილეში არის შემდეგი: ნებისმიერი ენა დედამიწის ზურგზე, არ იძლევა საშუალებას იმისა, რომ 1000 მამაკაციდან შემოსულ პირველ მესიჯში, უმრავლესობა მათგანი ერთმანეთს არ ჰგავდეს... და მართალი ვთქვა იგივე ფოტოზეც. (სულ რომ იდეალური ფოტოგრაფი ჰყავდეს მამაკაცს, ქალის თვალში, ეს მამაკაციც სხვებს ჰგავს, რადგან ,,დასაწყისი ურთიერთობისა’’ მასთანაც იგივენაირია და შედეგად არც ასეთი კაცია საინტერესო.

კიდევ უფრო მოკლედ ვიტყვი: მივხვდი, რომ გოგონებს უნდა ჰქონდეთ რაღაც ისეთი, რაც მე მაქვს, რაც მე ვიცი კაცებზე ჩემს აპლიკაციაში, ჩემი ცოდნიდან - სტატისტიკიდან - შედეგებიდან და თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ვარ მამაკაცი. (რაც მე შემიძლია რომ დავინახო, მაგრამ მათ არა), რადგან არსებობს სიმართლე (რომელსაც ვერც ერთი განათლებული ადამიანი ვერ შეეწინააღმდეგება. ჩვენ არავინ, ერთმანეთს არ ვგავართ. ჩვენ ყველა ინდივიდუალური არსებები ვართ, საკუთარი გრძნობებით, შიშებით, ტკივილებით, ოცნებებით, ტრავმებით, ემოციებით, მატერიალური და ფიზიკური მდგომარეობებით და ასე შემდეგ. შედეგად, მოვიფიქრე როგორ ვაჩვენო ქალებს, რომ ყველა კაცი - სინამდვილეში განსხვავებულია, რამაც გამოიწვია გიგანტური ბუმი მესიჯების რაოდენობაში და ქალების ჩართულობაში. მათ თითქოს მიიღეს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფუნქცია, რომელსაც ,,ფსიქოლოგიური პორტრეტი ჰქვია’’ - რამაც გამოიწვია გიგანტური ჩართულობა ქალების მხრიდან აპლიკაციაში და 2. გიგანტური რაოდენობის ზარმაცი კაცების ჩამოფერთხვა ამავე აპლიკაციიდან, რის შედეგადაც დღეს VS DATING ფლობს საოცრად დიდი რაოდენობით მესიჯების გაცვლას ერთმანეთში, სადაც ქალს არ უწევს რომ მიწეროს 100 კაცს, იმისთვის , რომ გაიგოს რომ 97 მათგანი იდიოტია და სადაც კაცს არ უწევს მიწეროს 100 ქალს, იმისთვის, რომ 97 მათგანმა დააიგნოროს. სადაც ხალხი ერთმანეთს სწრაფად და საკმაოდ ხარისხიანად პოულობს. ამაზე იქნება ამ წიგნის გაგრძელებაც:

რატომ იწყებენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ინტერესის გამოჩენას მაშინ, როდესაც მათ ფსიქოლოგიურ სიღრმეს ხედავენ.

ათწლეულების განმავლობაში გაცნობის ინდუსტრია ერთ უცნაურ რწმენაზე იყო დაფუძნებული.

რაც უფრო მეტ ადამიანს აჩვენებ მომხმარებელს, მით უფრო დიდი შანსია, რომ ის თავისთვის სასურველ პარტნიორს იპოვის.

სწორედ ამიტომ თანამედროვე გაცნობის აპლიკაციები გვთავაზობენ ასობით, ათასობით და ზოგჯერ ათიათასობით პროფილს.

მეტი ფოტო.

მეტი არჩევანი.

მეტი შესაძლებლობა.

თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ეს ინდუსტრია თითქმის არასდროს სვამს:

რა მოხდება, თუ პრობლემა ადამიანების რაოდენობაში საერთოდ არ არის?

რა მოხდება, თუ პრობლემა ინფორმაციის რაოდენობაშია? (ბოლო-ბოლო ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თუ სადმე ზედმეტად დიდ არჩევას გვაძლევენ - ჩვენ არც არაფერს არ ვირჩევთ).

VS Dating-ის მონაცემთა ბაზაში შევისწავლეთ 7 151 მომხმარებლის ქცევა, დავინახე 835 801 შეტყობინება და შევისწავლე 53 678 ფსიქოლოგიური პორტრეტის გახსნა.

და სწორედ აქ გამოჩნდა ფენომენი, რომელსაც პირობითად „Transparency Dividend“ ვუწოდე.

ანუ:

დამატებითი სარგებელი, რომელსაც ადამიანი იღებს მაშინ, როდესაც მის შესახებ მეტი ფსიქოლოგიური ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი.

ეს თეორია ერთი უბრალო დაკვირვებიდან დაიბადა.

დავყავი მამაკაცები ოთხ ჯგუფად.

პირველ ჯგუფში იყვნენ ისინი, ვისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც მხოლოდ ერთხელ გაიხსნა.

მეორეში — 2-დან 5-მდე გახსნა.

მესამეში — 6-დან 20-მდე.

მეოთხეში კი ისინი, ვისი პორტრეტიც 21-ზე მეტჯერ გაიხსნა.

შემდეგ შევადარე, რამდენ შეტყობინებას იღებდნენ ეს მამაკაცები ქალებისგან.

შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა.

ერთი გახსნის შემთხვევაში ქალები საშუალოდ 11 შეტყობინებას წერდნენ.

2–5 გახსნის შემთხვევაში — 23-ს.

6–20 გახსნის შემთხვევაში — 86-ს.

ხოლო 21-ზე მეტი გახსნის შემთხვევაში საშუალო მაჩვენებელი 733 შეტყობინებამდე იზრდებოდა.

სხვაობა იმდენად დიდია, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ჯერ კიდევ არ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

საქმე იმაშია, რომ თუკი მამაკაცმა პირველივე ფსიქოლოგიური პორტრეტის ნახვის შემდეგ, შეძლო ქალის დაინტერესება და შემდგომ რამოდენიმე მესიჯში ამავე ინტერესის არ ჩაქრობა (არ ეუზრდელა, არ ეუხეშა და ა.შ) - მთელი შემდეგი ჩატის განმავლობაში, ქალები კიდევ უფრო და უფრო ხსნიან მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომ კიდევ უფრო უკეთ მიხვდნენ თუ ვინ არის მათ წინაშე. ანუ ისინი გარდა იმისა, რომ აგრძელებენ ჩატებს. აქტიურად (საოცრად აქტიურად) - უბრუნდებიან იმას, რაც უკვე არა ერთხელ ნახეს.

თუმცა ეს ფაქტი არ ცვლის მთავარ დასკვნას.

როდესაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთის ფსიქოლოგიური სიღრმე დაინახონ, მათი ჩართულობა მკვეთრად იზრდება.

რატომ ხდება ეს?

კლასიკური გაცნობის მოდელი თითქმის მთლიანად ეფუძნება ვიზუალურ ინფორმაციას.

ფოტო.

ასაკი.

სიმაღლე.

რამდენიმე წინადადება.

მაგრამ ადამიანის ტვინს რეალური ურთიერთობის დასაწყებად გაცილებით მეტი სჭირდება.

მას სჭირდება პასუხები კითხვებზე:

- ვისთან მაქვს საქმე?

- როგორი იქნება ეს ადამიანი კონფლიქტის დროს?

- შეიძლება თუ არა მისი ნდობა?

- რა დამოკიდებულება აქვს სიყვარულის მიმართ?

- რას ელოდება ურთიერთობისგან?

- ფოტო ამ კითხვებზე პასუხს ვერ იძლევა.

ფსიქოლოგიური ინფორმაცია კი ნაწილობრივ მაინც იძლევა.

და სწორედ აქ ჩნდება Transparency Dividend.

რაც უფრო ნაკლები გაურკვევლობაა, მით უფრო მეტი ინტერესია.

რაც უფრო მეტი ინტერესია, მეტი კომუნიკაცია ჩნდება.

რაც უფრო მეტი კომუნიკაცია ჩნდება, მით უფრო მეტი შანსია რეალური კავშირის გაჩენის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:

შესაძლოა ადამიანები პარტნიორებს კი არ ეძებენ.

შესაძლოა ისინი გაურკვევლობის შემცირებას ეძებენ.

და როდესაც ვინმე ამ გაურკვევლობას ამცირებს, მისი ღირებულება ავტომატურად იზრდება.

თუ ეს დასკვნა მომავალი კვლევებით დადასტურდება, მაშინ გაცნობის ინდუსტრიაში შევქმენი რაღაც ისეთი, რაც შეცვლის თამაშის წესებს.

შესაძლოა ადამიანებს მეტი არჩევანი კი არ სჭირდებათ.

შესაძლოა მათ მეტი გამჭვირვალობა სჭირდებათ.

რატომ აღწერს საკუთარი თავის ყველაზე დიდი ნაწილი თავს ემოციურად ცივად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ურთიერთობაში ასე არ იქცევა.

VS Dating-ის მონაცემების ანალიზისას ერთმა აღმოჩენამ განსაკუთრებით გამაოცა.

როდესაც მომხმარებლები გადიოდნენ ფარულ შემოწმებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ურთიერთობებს იზიდავენ (1. ტესტით, სადაც პასუხები არავითარ შემთხვევაში არ აგებინებს წინასწარ, თუ რისი გამოთვლა ხდება სინამდვილეში და 2. მათი რეალური აქტიურობა აპში. მაგალითად, როგორ პიროვნებასთან აქვთ ყველაზე გრძელი ჩატები) - ყველაზე გავრცელებული შედეგი იყო:

„ემოციურად ცივი ურთიერთობები“.

ქალების 29%-მა და მამაკაცების 28%-მა თუ როგორ ურთიერთობებს იზიდავდა, ალგორითმის შეფასებაში მიიღო სწორედ ეს შედეგები. (ანუ ასე კი არ უნდათ, არამედ ეს ყველაფერი მათი ურთიერთობების ნაწილია. მათგან დამოუკიდებლად, ქვეცნობიერად).

თავიდან შეიძლება ეს საგანგაშოდ ჟღერდეს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ თანამედროვე ადამიანები ემოციურად გაუცხოებულები გახდნენ.

რომ სიყვარულის უნარი დაკარგეს.

რომ აღარ სურთ სიახლოვე.

მაგრამ მონაცემებმა სხვა რამ გვაჩვენა.

როდესაც იმავე ადამიანების რეალურ ქცევას დავაკვირდით, სურათი შეიცვალა.

ქალები, რომლებიც საკუთარ თავს „ემოციურად ცივად“ აღწერდნენ, საშუალოდ ასობით შეტყობინებას წერდნენ.

ისინი აქტიურად ურთიერთობდნენ.

აქტიურად მონაწილეობდნენ დიალოგებში.

აქტიურად ქმნიდნენ კავშირებს.

აქ ჩნდება კითხვა:

თუ ადამიანი რეალურად ურთიერთობს, ინტერესდება და დროს ხარჯავს სხვა ადამიანზე, მაშინ რატომ ემართება ის, რომ მისი ურთიერთობების უმთავრესი პრობლემა ,,ემოციურად ცივი (თვითონ) ან პარტნიორი, ან ორივეა?’’

სწორედ აქ ჩნდება ცნება, რომელსაც პირობითად Cold Self-Schema შეიძლება ვუწოდოთ.

- ეს არ არის დიაგნოზი.

- არ არის ფსიქიკური მდგომარეობა.

- ეს არის საკუთარი თავის აღქმის ფორმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:

ადამიანი შეიძლება არ იყოს ემოციურად ცივი.

მაგრამ თავს ასეთად აღიქვამდეს, ან არ გააჩნდეს არანაირი სიბრძე უკვე არსებულ ურთიერთობებში (როდესაც ყვავილების და თაიგულების პერიოდი გადავა). და ყველაზე მაგარი: ქალებს, ვისაც ეს შედეგბი ჰქონდათ, უმეტეს შემთხვევაში სწამთ იმისა, რომ ურთიერთობში ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს.

რატომ?

ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი თანამედროვე ურთიერთობების გარემოა.

როდესაც ადამიანი რამდენჯერმე იმედგაცრუებას განიცდის, ტვინი იწყებს თავდაცვითი იდენტობის შექმნას.

ის აღარ ამბობს:

„მე ძალიან მგრძნობიარე ვარ.“

ამბობს:

„მე ცივი ვარ.“

აღარ ამბობს:

„ადვილად მტკივა.“

ამბობს:

„არავის ვენდობი.“

აღარ ამბობს:

„მეშინია დაკარგვის.“

ამბობს:

„არავინ მჭირდება.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ხშირად აღწერს არა იმას, რაც არის. არამედ იმას, რად ქცევასაც ცდილობს. და ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

რადგან როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ემოციურად ცივი ვარ“, ხშირად ის არ აღწერს თავის ნამდვილ ბუნებას. ის აღწერს თავის ჯავშანს. მის დამცავ სისტემას. იმ კედელს, რომელიც წარსულმა ააშენა.

და სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის საინტერესო, რომ ემოციური სიცივე აღმოჩნდა ყველაზე გავრცელებული თვითაღწერა, მაგრამ არა ყველაზე გავრცელებული ქცევა.

ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ურთიერთობებში ადამიანები ხშირად მალავენ საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებს არა მხოლოდ სხვებისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც.

თუ ეს მოსაზრება სწორია, მაშინ თანამედროვე გაცნობის უდიდესი გამოწვევა შესაძლოა საერთოდ არ იყოს სიყვარულის პოვნა. შესაძლოა მთავარი გამოწვევა იმ ჯავშნის მოხსნაა, რომელსაც ადამიანები სიყვარულისგან თავდასაცავად ატარებენ. და სწორედ აქ იწყება კიდევ ერთი საინტერესო პარადოქსი. როდესაც ადამიანებს ვკითხეთ, როგორი პარტნიორი სურდათ, ძალიან ცოტამ თქვა:

„ჩემნაირი.“

რატომ იქმნება ყველაზე ღრმა დიალოგები ხშირად არა მსგავს ადამიანებს შორის, არამედ განსხვავებულებს შორის

ურთიერთობების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეა არის პრინციპი: „მსგავსი ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ.“

ლოგიკურადაც ჟღერს. მსგავსი ღირებულებები. მსგავსი შეხედულებები, ინტერესები, ცხოვრების სტილი. და მართლაც, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ გრძელვადიან ურთიერთობებში მსგავსებას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

თუმცა VS Dating-ის მონაცემებში ერთმა აღმოჩენამ გამაკვირვა.

როდესაც დავაკვირდით იმ წყვილებს, რომლებმაც დიდი ჩატები შექმნეს, ხშირი კომბინაცია აღმოჩნდა არა ორი ერთნაირი ადამიანის შეხვედრა.

არამედ სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური სტილების შეჯახება.

ყველაზე ხშირად გვხვდებოდა:

ემოციურად ცივი ქალი + დრამატული მამაკაცი.

უფრო ხშირად, ვიდრე:

დრამატული ქალი + დრამატული მამაკაცი.

ან

ემოციურად ცივი ქალი + ემოციურად ცივი მამაკაცი.

ეს ფაქტი ავტომატურად არ ამტკიცებს, რომ განსხვავებული ადამიანები ყოველთვის უკეთესად ეწყობიან ერთმანეთს. (მე არ ვიცი ამ ჩატებს შიგნით რა ხდება, ამ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს. შეიძლება სულაც აგინებდნენ ერთმანეთს იმ 7000 – 14 000 მესიჯებში ხომ?).

მაგრამ ეს ციფრები გვაიძულებს დავფიქრდეთ.

რა მოხდება, თუ ურთიერთობის დასაწყისში ადამიანები მსგავსებას კი არ ეძებენ, არამედ იმას, რაც თავად აკლიათ?

ამ კითხვას გიგანტური სტატისტიკით ჯერ ნამდვილად ვერ ვუპასუხებ, თუმცა მახსენდება ზუსტად ერთი გოგონა, რომელიც აქტიურად მეხმარებოდა აპლიკაციის მინუსების პოვნაში, რომელმაც გაიარა ოჯახური ფასეულობების ტესტი და მითხრა, რომ კონფლიქტში შევიდა თითქმის ყველა მამაკაცთან, ვინც მისთვის რეკომენდირებული იყო და ეს მაშინ, როცა ოჯახური ფასეულობების ტესტი, სხვებისგან განსხვავებით, ერთად ერთია, რომელიც ახარისხებს ხალხს მსგავსებით (ანუ სად გვაქვს ერთნაირი პასუხები). ასეთ მარტივ გამოთვლებს არც ერთი სხვა ტესტი არ აკეთებს ჩვენს აპში და ზუსტად ეს ტესტი იყო ისეთი, რამაც ამ გოგონას გამოცდილებაში მოიტანა მრავალი კამათი და გარჩევები. (ნეტა იმიტომ ხომ არა რომ თვითონაც ასეთი იყო?).

წარმოიდგინე ემოციურად შეკავებული ადამიანი.

- ადამიანი, რომელიც საკუთარ გრძნობებს იშვიათად გამოხატავს.

- იშვიათად იწყებს სიახლოვეს.

- იშვიათად აჩვენებს მოწყვლადობას.

ასეთი ადამიანისათვის დრამატული, ემოციური და ექსპრესიული პარტნიორი შესაძლოა უბრალოდ საინტერესო არ იყოს.

შესაძლოა ის ფუნქცია შეასრულოს, რომელსაც თავად ვერ ასრულებს.

შესაძლოა ის სამყაროს მეორე ნახევარს აჩვენებდეს.

იგივე ხდება მეორე მხრიდანაც.

ძალიან ემოციურ ადამიანს ხშირად იზიდავს ის, ვინც სიმშვიდეს ასხივებს.

ვინც სტაბილურია.

ვინც ნაკლებად რეაგირებს.

ვინც ბალანსს ქმნის.

ფსიქოლოგიაში ამას ზოგჯერ კომპლემენტარულობას უწოდებენ.

ანუ ორი განსხვავებული თვისება ერთმანეთს ავსებს.

VS Dating-ის მონაცემებში ეს იდეა პირველად დავინახეთ რეალური ქცევის დონეზე.

არა კითხვარებში.

არა ინტერვიუებში.

არა ადამიანების წარმოდგენებში.

არამედ იმ დიალოგებში, რომლებშიც ადამიანები რეალურად დარჩნენ.

ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ადამიანს ეკითხები:

„როგორი პარტნიორი გინდა?“

ის ერთ პასუხს გაძლევს.

მაგრამ როდესაც აკვირდები ხშირად სრულიად სხვა პასუხს იღებ.

და შესაძლოა სწორედ აქ იმალება ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი.

ამის გამოა, რომ დღეს ჩემს აპლიკაციაში მაქვს ორი მთავარი მიზანი:

1. მოვაძლიერო განსხვავებულობის მაჩვენებელი დამატებითი ბეიჯებით (ეს არ ეხება ჩვენს წიგნის ამ ნაწილს, მაგრამ კარგია იმისთვის, რომ უცებ ვანახო გოგონებს ისეთი კაცები როგორებსაც ეძებენ). (ვთქვათ ქალი დარეგისტრირდა და 5 წუთში უკვე ნახა 50-100 ისეთი მამაკაცი როგორიც მოითხოვა? კარგია? მშვენიერია). მაგრამ როგორც ვთქვით, რას ამბობს ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ეს სინამდვილეში ან შეუძლია, ან უნდა.

2. შესაბამისად, მეორე მიზანია ვასწავლო ალგორითმს ერთმანეთისთვის ისეთი ხალხის შეხვედრა, ვინც ერთმანეთის პლუსებს და მინუსებს შეესაბამება.

ადამიანებმა ყოველთვის არ იციან რა უნდათ.

მაგრამ მათი ქცევა ხშირად უკეთესად გვიყვება ამას, ვიდრე მათი სიტყვები.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ურთიერთობების მომავალ კვლევებში ორი სხვადასხვა კითხვა უნდა არსებობდეს.

პირველი:

„ვის ამბობ, რომ ეძებ?“

მეორე:

„ვისთან რჩები?“

ეს ორი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. და ზოგჯერ სწორედ ამ განსხვავებაში იმალება ადამიანის ნამდვილი სურვილები.

თუ Cold Self-Schema გვაჩვენებს, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს,

Complementarity Chat Effect გვაჩვენებს, თუ ვისთან ვცოცხლდებით რეალურად.

და სწორედ აქ მივედით კიდევ ერთ აღმოჩენამდე, რომელმაც კიდევ უფრო გამაოცა.

როდესაც ქალები მამაკაცს „მხოლოდ სექსი აინტერესებს“ კატეგორიაში ათავსებდნენ, ეს საერთოდ არ ნიშნავდა, რომ მასთან ურთიერთობას წყვეტდნენ.

ზოგ შემთხვევაში პირიქითაც კი ხდებოდა.

Hookup Stigma Paradox

რატომ არ ნიშნავს „მას მხოლოდ სექსი აინტერესებს“ იმას, რომ ქალები მასთან ურთიერთობას წყვეტენ (და ეს მაშინ, როცა ქალები მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობას ეძებენ და თან პირველ 10 მესიჯში იციან, რომ კაცი იგივეს არ შვება).

თუ თანამედროვე გაცნობის სამყაროში არსებობს ერთი იარლიყი, რომელსაც მამაკაცები ყველაზე მეტად უფრთხიან, ეს ალბათ შემდეგია:

„მას მხოლოდ სექსი აინტერესებს.“

ბევრი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ამ შეფასების მიღების შემდეგ ყველაფერი მთავრდება და ამის გამო მათი უმრავლესობა მალავს ამ კონკრეტულ ინტერესს.

ფიქრობენ რომ ქალი ინტერესს დაკარგავს.

რომ საუბარი დასრულდება.

რომ ურთიერთობის შანსი გაქრება.

თუმცა VS Dating-ის მონაცემებმა გაცილებით უფრო რთული რეალობა გვაჩვენა.

ქალების მიერ გაკეთებული 930 შეფასების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 14.5% შეფასებული იყო, როგორც ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ მხოლოდ სექსი აინტერესებთ.

ერთი შეხედვით ეს ცუდი შედეგია.

მაგრამ შემდეგ ყველაზე საინტერესო ნაწილი გამოჩნდა.

როდესაც შევადარეთ ამ მამაკაცების მიმართ რეალური ქცევა, აღმოჩნდა, რომ მათთან მიმოწერა საერთოდ არ ქრება.

პირიქით.

ზოგიერთი მათგანი კვლავ იღებდა ასობით და ათასობით შეტყობინებას იმავე ქალებისგან, ვინც კატეგორიულად სერიოზულ ურთიერთობებს ეძებდა.

თავიდან ვიფიქრე რომ ეს ჩემი ერთი ვიდეოს დადების გამოა. (ერთხელ დავდე ვიდეო, სადაც (ახლა მოკლედ ავხსნი: ავღწერე სიტუაცია, რომ კაცი რომელიც პირდაპირ ამბობს რომ ეს უნდა, უფრო დასაფასებელია, ვიდრე კაცი რომელიც ამბობს რომ სერიოზულ ურთიერთობას ვეძებო და მოვიყვანე ძლიერი მაგალითები ცხოვრებიდან იმისა, რომ რამდენად დაუნდობლები იყვნენ ისინი ვინც იტყუებოდნენ რომ ვითომ სერიოზული ურთიერთობა მინდაო)... ყველა ქართველი უცებ მიხვდება რას ვამბობ, როცა გაიხსენებს ფაქტს იმისა, თუ როგორ უტეხავენ ჩვენს ქვეყანაში ქალებს სახელს იმის შემდეგ რაც მათთან სექსი ექნებათ. (ხოდა უტეხავენ ძირითადად ისეთი კაცები, ვინც ატყუებენ, რომ სერიოზული ურთიერთობა მინდაო). ხოდა მოკლედ, მეგონა, რომ ამ ვიდეოს გამოა ასე-თქო. გავიდა დრო, ამ ვიდეომ დაკარგა პოპულარობა, აპში შემოვიდნენ გოგონები რომლებსაც ეგ ნანახი არ ჰქონდათ და ფაქტი იმისა რაც მაღლა ვახსენე - მაინც განმეორდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ თავის ნაწილზე:

ქალის შეფასება და ქალის ქცევა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია. რადგან ურთიერთობების შესახებ არსებული თეორიების დიდი ნაწილი ადამიანების ნათქვამს ეფუძნება.

ჩვენ ვეკითხებით:

„რა მოგწონს?“

„რა არ მოგწონს?“

„ვისთან გინდა ურთიერთობა?“

„ვისთან არ გინდა?“

მაგრამ რეალური ცხოვრება ყოველთვის არ მიჰყვება ამ პასუხებს. ზოგჯერ ადამიანი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. არა იმიტომ, რომ იტყუება. არამედ იმიტომ, რომ ადამიანის მოტივაციები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან.

მაგალითად:

ქალს შეიძლება არ მოსწონდეს მამაკაცის განზრახვები. მაგრამ მოსწონდეს მისი იუმორი.

- ან თავდაჯერებულობა.

- ან ინტელექტი.

- ან ემოციური ენერგია.

- ან უბრალოდ აინტერესებდეს, სწორად შეაფასა თუ არა იგი.

ადამიანური მიზიდულობა იშვიათად არის შავი და თეთრი.

ჩვენ იშვიათად ვყოფთ ადამიანებს მხოლოდ ორ კატეგორიად:

„მინდა“ და „არ მინდა“.

უფრო ხშირად თითოეული ადამიანი საკუთარ თავში ატარებს როგორც პლიუსებს, ისე მინუსებს და სწორედ ამ წინააღმდეგობების აწონვა ხდება გაცნობის პროცესში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მონაცემი კიდევ ერთ საინტერესო ფენომენზე მიუთითებს.

ადამიანები ხშირად არ წყვეტენ ურთიერთობას იმის გამო, რომ ეჭვი აქვთ.

პირიქით.

ხშირად ისინი ურთიერთობას აგრძელებენ იმისთვის, რომ ეს ეჭვი გადაამოწმონ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:

ზოგჯერ ეჭვი არ ამცირებს ინტერესს.

ის ზრდის ცნობისმოყვარეობას.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს თანამედროვე გაცნობაში.

როდესაც ინფორმაცია არასრულია, ტვინი პასუხებს ეძებს.

როდესაც პასუხები არ არსებობს, ჩნდება ინტერესი.

როდესაც ინტერესი ჩნდება, ურთიერთობაც გრძელდება.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ურთიერთობებში ადამიანის შეფასება არასდროს უნდა აგვერიოს მის საბოლოო არჩევანში.

ჩვენ შეიძლება ადამიანს მივაწეროთ გარკვეული თვისება.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ჩვენი ყურადღება დაკარგული აქვს.

და შესაძლოა სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანების რეალური ქცევა ხშირად ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მათი სიტყვები და მემგონი ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, რომ გაცნობის აპლიკაციებში ხშირად იგებენ კაცები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ გართობას ეძებენ (მაგრამ ამავე დროს ახერხებენ ქალის სხვა თვისებებით დაინტერესებას, ვიდრე ისინი - ვინც ჯერ იტყუებიან და მერე მაინც გამოაჩენენ თავის მოტივებს). მეორე შემთხვევაზე, ვერ ავხსნი რამდენი უკუკავშირი მაქვს მიღებული ქალებისგან, რომლებიც მწერენ, რომ აქ აპლიკაციაში კარგად იქცეოდა და როცა შევხვდი ეგრევე სექსის ინტერესი გამოიჩინაო.

მოკლედ, რაც უფრო ღრმად ვუყურებდი მონაცემებს, მით უფრო ხშირად ვხედავდით ერთსა და იმავე სურათს:

ადამიანები ყოველთვის არ იქცევიან ისე, როგორც საკუთარ თავზე ჰყვებიან.

და ეს არა მხოლოდ ურთიერთობებში. არამედ თვითაღქმაშიც ხდება (ამიტომაცაა რომ ჩემი აპლიკაციის ტესტები აგებულია პრინციპზე არა: დაუსვი კითხვა რომ პირდაპირ გითხრას, არამედ დაუსვი კითხვა, რომ ვერც მიხვდეს რას აკვირდები და ვერ მოიტყოს).

სწორედ აქ მივედი ყველაზე უცნაურ აღმოჩენამდე.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები საკუთარ თავსაც ხშირად არ აღწერენ ისე, როგორც რეალურად ცხოვრობენ.

რატომ ეჩვენებათ ადამიანებს, რომ ყველა ერთნაირია

ამ წიგნის დასაწყისში ერთი კითხვა დავსვი:

თუ ყველა კაცი ერთნაირი არ არის, მაშინ რატომ უჩნდება ამდენ ქალს სწორედ ასეთი განცდა?

ახლა კი, რამდენიმე ასეული ათასი შეტყობინების, ათასობით მომხმარებლის და ათიათასობით ფსიქოლოგიური ინტერაქციის შემდეგ, ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე შესაძლებელია.

და პასუხი, სიმართლე რომ ვთქვა, კაცებზე საერთოდ არ არის.

პრობლემა არც ქალებშია. არც თანამედროვე ურთიერთობებში. არც სიყვარულში.

პრობლემა ინფორმაციის არქიტექტურაშია.

ადამიანები ერთმანეთის შესახებ იმდენად მცირე ინფორმაციას ხედავენ, რომ ტვინი იძულებულია განსხვავებები წაშალოს.

ეს ბუნებრივი პროცესია.

წარმოიდგინე, რომ ოთახში 1000 უცნობი ადამიანი ზის.

შენ კი თითოეულზე მხოლოდ სამ რამეს ხედავ:

ფოტოს.

ასაკს.

და ორ წინადადებას.

რამდენ ხანს შეძლებ თითოეულის ცალ-ცალკე აღქმას?

რამდენ ხანს შეძლებ მათი უნიკალურობის დანახვას?

რამდენ ხანს შეძლებ იმის გახსენებას, ვინ იყო რომელი?

სავარაუდოდ, ძალიან ცოტა ხანს.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტვინი საქმეს გაამარტივებს.

დაიწყებს დაჯგუფებას.

- ეს მაღალია.

- ეს დაბალია.

- ეს სპორტულია

- .ეს სიმპათიურია.

- ეს იუმორისტულია.

- ეს წარმატებულია.

და საბოლოოდ ათასი განსხვავებული ადამიანი რამდენიმე ათეულ კატეგორიად გადაიქცევა.

არა იმიტომ, რომ ისინი მართლაც ერთნაირები არიან.

არამედ იმიტომ, რომ ტვინს მათი განსხვავებების დასანახად საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

სწორედ ამას ვუწოდებ მე Uniqueness Deficit-ს.

უნიკალურობის დეფიციტს.

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის უნიკალურობა არსებობს, მაგრამ ხილული არ არის. საინტერესოა, რომ ჩვენი მონაცემებიც სწორედ ამ მიმართულებაზე მიუთითებს. როდესაც მომხმარებლები მხოლოდ ფოტოებით და მოკლე აღწერებით ურთიერთობდნენ, ღრმა კავშირები შედარებით იშვიათი იყო.

მაგრამ როდესაც ჩნდებოდა ფსიქოლოგიური ინფორმაცია, ადამიანები მას ათიათასობით ხსნიდნენ.

53 000-ზე მეტი პორტრეტის ნახვა (ამდენად პატარა აუდიტორიაში) შემთხვევითი მოვლენა არ არის.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აქტიურად ეძებდნენ რაღაცას, რასაც ფოტო ვერ აძლევდა.

რას?

ჩემი აზრით, პასუხი მარტივია.

- ისინი ეძებდნენ ადამიანს.

- არა პროფილს.

- არა ფოტოს.

- არა ავატარს.

- ადამიანს.

სწორედ ამიტომ არის, რომ ამ თავში აღწერილი ყველა ფენომენი საბოლოოდ ერთ წერტილში იყრის თავს.

Transparency Dividend გვაჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური გამჭვირვალობა ზრდის ჩართულობას.

Cold Self-Schema გვაჩვენებს, რომ ადამიანები საკუთარ თავსაც კი ხშირად ჯავშნის მიღმა მალავენ და რომ ისინი ურთიერთობებში სინამდვილეში ზედმეტად ბუნებრივი არიან (უბრალოდ ცივი მერე ხდებიან, ამავე ბუნებრივობის გამო).

Complementarity Chat Effect გვაჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ხშირად განსხვავებულები იზიდავენ ერთმანეთს.

Hookup Stigma Paradox კი გვაჩვენებს, რომ ადამიანების რეალური ქცევა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მათი შეფასებები.

ყველა ეს აღმოჩენა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის.

ადამიანები გაცილებით უფრო რთულები არიან, ვიდრე მათი პროფილები.

გაცილებით უფრო ღრმები, ვიდრე მათი ფოტოები.

გაცილებით უფრო საინტერესოები, ვიდრე მათი პირველი შეტყობინებები.

და შესაძლოა თანამედროვე გაცნობის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის:

ჩვენ ვცდილობთ ადამიანების შეფასებას იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მათი რეალური პიროვნების მხოლოდ მცირე ნაწილს გვაჩვენებს.

ამიტომ, როდესაც შემდეგ ჯერზე ვინმე იტყვის:

„ყველა კაცი ერთნაირია.“

ან

„ყველა ქალი ერთნაირია.“

შესაძლოა სინამდვილეში სულ სხვა რამ იგულისხმებოდეს. შესაძლოა ეს ფრაზა ადამიანებზე საერთოდ არ იყოს. შესაძლოა ეს იყოს სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ადამიანების უნიკალურობას საკმარისად კარგად ვერ აჩვენებს.

და თუ ეს მართალია, მაშინ მომავლის გაცნობის აპლიკაციების მთავარი ამოცანა მეტი ადამიანის ჩვენება აღარ იქნება - მათი მიზანი იქნება ჩემი იდეის მოპარვა და ამის გამო, ჩემი შემდეგი მიზანი (გარდა ნახსენები ორი წინა მიზნისა, თუ საით უნდა განვითარდეს აპლიკაცია) - უნდა იყოს ის, რომ ერთ ადამიანს არ მოუწიოს არა მხოლოდ 100 ადამიანზე მიწერა, რომ გაიგოს 97 მათგანი არ ვარგა მისთვის (ამას უკვე ვახერხებთ) - არამედ არ მოუწიოს 100 ფსიქოლოგიური პორტრეტის წაკითხვა, რომ თავისი პიროვნება იპოვოს, რადგან კონკურენცია ზუსტად ამას იზამს. იმ წამსვე, როდესაც იგივე აპლიკაციები დაინახავენ, თურმე რამდენად შედეგიანია ფსიქოლოგიური პორტრეტები გაცნობის სისტემაში - იმ წამსვე მოიფიქრებენ, როგორ გახადონ ამავე პორტრეტების კითხვის და შესწავლის დრო ბევრად უფრო მარტივი. (დღეს ის ჩემს აპლიკაციაში მოითხოვს ინტელექტს და სადაც ინტელექტს ითხოვ - იქ რაოდენობა ხალხისა ქრება. სადაც რაოდენობა არ არის - იქ ფულიც არ არის)... და თუ ფული არ იქნება, მე ვერ შევძლებ ჩემი ოცნების ასრულებას, რომ მქონდეს მილიარდობით ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი და მომავალში ეს ჩემი ნაშრომი იყოს არა იმ ფაქტებზე აგებული რაც ახლა დავწერე, არამედ რაღაც საოცარი. ახალი! ჩემი დიდი წვრილი ფსიქოლოგიაში - მწერლობაში - გაცნობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი