„გვირილას“ ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ავტორი: სოფი ლორია 17:36
დღეიდან მარკეტების ქსელი „გვირილა“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს.
„ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები პროდუქციის შეძენისას „ლიბერთის“ ტერმინალით გადახდის შემთხვევაში „გვირილას“ ყველა ფილიალში 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ფასდაკლება ვრცელდება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, თამბაქოს ნაწარმის გარდა და მოქმედებს როგორც რეგულარულ, ისე სააქციო ფასებზე. ამასთან, „მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხის 2% „გვირილების“ სახით დაუბრუნდება.
აღნიშნული ინიციატივა მომხმარებელზე ზრუნვისა და ლოიალობის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სპეციალური შეთავაზება ამოქმედდა უფროსი ასაკისა და სოციალურად დაუცველი მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც პროდუქციის შეღავათიან ფასად შეძენა და ყოველდღიური დანაზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





