რატომ იხდიდნენ გადასახადებს ძველ ათენში მხოლოდ მდიდრები
ავტორი: რევაზ ტომარაძე 14:32
ძველ ათენში მხოლოდ ძალზე მდიდარი ადამიანები იხდიდნენ გადასახადებს და ეს ფული მიდიოდა ქალაქ-სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსებაზე: ფლოტის შენახვაზე, ღმერთებისთვის შეწირულობაზე. დღეს შეიძლება, ეს უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინ ათენში მსხვილი გადასახადების გადამხდელთაგან უმეტესობა არა მარტო წესიერად იხდიდა გადასახადებს, არამედ ტრაბახობდნენ იმით, თუ რა დიდი თანხა შეიტანეს ხაზინაში.
ფული ძველი ათენელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის და რით აიხსნება აღფრთოვანებული რეაქცია გადასახადების გადახდის გამო? ამის სანაცვლოდ ათენის ფინანსური ელიტა სხვა მოქალაქეების მხრიდან იღებდა ფასდაუდებელ პატივისცემას.
ათენელთა მოთხოვნილებები
ათენის მოსახლეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში შედგებოდა თავისუფალი ადამიანებისა და მონებისაგან. მათი საერთო რიცხვი 300 ათასზე მეტ ადამიანს მოიცავდა. ეკონომიკა, ძირითადში, ორიენტირებული იყო საერთაშორისო ვაჭრობაზე და ათენელებს უხდებოდათ ბევრი ფულის დახარჯვა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და არა მარტო: არმიის შესანახი თანხიდან დაწყებული, ურიცხვი საზოგადოებრივი შადრევნებით დამთავრებული, რომელიც მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
შემოსავლის დიდი ნაწილი შედიოდა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან და ვერცხლის საბადოებიდან, რომლებსაც იჯარით გასცემდნენ. ათენელები, ასევე, გადასახადებით ბეგრავდნენ იმპორტსა და ექსპორტს, გამოსაღებს ახდევინებდნენ იმიგრანტებს და მეძავებს, გარდა ამისა, სასამართლოში წაგებულები დიდი თანხებით ჯარიმდებოდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ძველი საბერძნეთი თანდათან გარდაიქმნებოდა საერთაშორისო სახელმწიფოდ, მან ააშენა დიდი ძვირად ღირებული ფლოტი რამდენიმე ასეული ხის ხომალდით – ტრიერებით. ტრიერების აგება, აღჭურვა და ეკიპაჟის შენახვა დიდ თანხებს მოითხოვდა, რომელსაც გადასახადების სახით, ათენის საფინანსო ელიტა იხდიდა. პირდაპირი გადასახადი სიმდიდრეზე ათენში არ არსებობდა.
ღმერთების მოთხოვნილებები
ძველი ათენელებისთვის სამხედრო ძლიერება სახელმწიფოს უშიშროების სისტემის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. ათენელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოველგვარი უბედურებისგან მათი დაცვა მხოლოდ ღმერთებს ხელეწიფებოდათ, ესე იგი, უნდა დაეთანხმებინათ ისინი კეთილგანწყობაზე.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჭირვეული და ცვალებადი ხასიათისანი იყვნენ ძველი საბერძნეთის ღმერთები, მათი კეთილგანწყობა ძვირი უჯდებოდათ ათენელებს: აშენებდნენ საგულდაგულოდ დაპროექტებულ ტაძრებს, ღმერთებისთვის დიდ შესაწირს გაიღებდნენ. აწყობდნენ მასშტაბურ რელიგიურ დღესასწაულებს, ეს გრანდიოზული სანახაობები მოიცავდა მუსიკალურ და თეატრალურ წარმოდგენებს, რაც ათეულათასობით ადამიანს იზიდავდა, ღირდა ძალიან ძვირი, რომელსაც ყველაზე შეძლებული მოქალაქეებიდან იღებდნენ.
სიამაყე
თანამედროვე მსოფლიოში არავის სურს გადასახადების გადახდა. მსხვილი კორპორაციები და მილიარდერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საგადასახადო ორგანოებს დაუმატონ რაც შეიძლება მეტი მოგება, ხოლო ზოგჯერ გადასახადებზე ეკონომიის მიზნით სულაც იცვლიან მოქალაქეობას. ძველი ბერძნები, ალბათ, სასაცილოდ იგდებდნენ ასეთ ადამიანებს.
ძველი ათენის არცერთ მდიდარს თავში აზრად არ მოუვიდოდა, ეთაღლითა გადასახადის გაღებისას. პირიქით: მათი ფინანსური ვალდებულება საზოგადოების წინაშე მათი სიამაყის საგანს წარმოადგენდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





