საზოგადოება

„ქუანტორი ჯორჯია“ – თქვენი ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის სამსახურში

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:57 17.04

სანდრო სონღულაშვილი
დაკოპირებულია

ციფრული კომპანია „ქუანტორი ჯორჯია“ უზრუნველყოფს IT მომსახურებას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ინდუსტრიებისთვის. „ქუანტორი“ ავითარებს უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის. როგორ შეიქმნა კომპანია, რით არის გამორჩეული ქართულ ბაზარზე და რა პრიორიტეტები აქვთ მის მმართველ გუნდს, ამის შესახებ „ქუანტორი ჯორჯიას“ დირექტორი – სანდრო სონღულაშვილი გვესაუბრა.

სანდრო სონღულაშვილი: სკოლა გურჯაანში საკმაოდ წარმატებით დავამთავრე, ჩემი ინტერესის სფერო თავიდანვე პოლიტიკა და ბიზნესი იყო. 2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. შემდეგ იყო მაგისტრატურა, 2016 წლიდან ვარ დოქტორანტი და მალე დავიცავ დისერტაციას. 2018 წელს, დოქტურანტურის პროგრამის ფარგლებში, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში მოვიგეთ ერთ-ერთი პროექტი (ფონდ DAAD-ის ფარგლებში), წავედით და გამოვეცით წიგნი, სახელწოდებით – „ევროპელი მოგზაურები კავკასიაში“, ამ ვიზიტის დროს ძალიან საინტერესო მასალები შევაგროვე ჩემი სადოქტორო დისერტაციისთვისაც.

– როგორ გაჩნდა „ქუანტორი ჯორჯიას“ შექმნის იდეა?

– 2019 წელს მქონდა საინტერესო შეხვედრა ზაალ ბერიაშვილთან, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის კავშირები მაქვს, მას უნდოდა საქართველოში გაეხსნა კომპანია, რომელიც იქნებოდა ინოვატორი life Sciences-ის მიმართულებით. ასე შეიქმნა, „ქუანტორი ჯორჯია“. ჩვენი კლიენტები არიან ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც პროგრამულ უზრუნველყოფას ვუწევთ. დავიწყეთ კომპანიის გაცნობა საზოგადოებისთვის, გვქონდა აქტიური შეხვედრები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ზაალი ლექციებს ატარებდა, ასე გავაცანით ჩვენი კომპანია მომავალ თაობას. თავდაპირველად, ვიდრე პოპულარობას მოვიპოვებდით, ძირითადად, ახალგაზრდები მოდიოდნენ სტაჟიორად, რომლებიც ზაალმა გადაამზადა. ნელ-ნელა დაიწყო მათი პროექტებში ჩართვა, რითიც მათ ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. დღეს ბევრი მათგანი წამყვან პოზიციებს იკავებს „ქუანტორი ჯორჯიაში“.

– ვინ არიან „ქუანტორი ჯორჯიას“ კლიენტები?

– ჩვენი კლიენტები, ძალიან ბევრი ცნობილი და მასშტაბური ფარმაცევტული კომპანიაა. ისეთები, როგორიცაა: Pfizer, Takeda, AstraZeneca და ასე შემდეგ. ვართ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ამერიკის ელჩთან.

– როგორც ვიცით, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ გუნდის თითოეულ წევრთან...

– ვფიქრობ, ძალიან სწორი მიდგომები გვაქვს ჩვენს თანამშრომლებთან. ვცდილობთ, თითოეულ მათგანს შევუქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო. ხშირად გვაქვს შეხვედრები, სადაც გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს კომპანიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად გვაინტერესებს მათი აზრი ხელფასებთან, სხვადასხვა დივიდენდებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მენეჯმენტი, რაც შეიძლება, ჰორიზონტალური იყოს. აუცილებელია თანასწორი ურთიერთობები თანამშრომლებთან, მათ უნდა იგრძნონ, რომ შენ მათი პრობლემები გაწუხებს, იზიარებ და ზრუნავ.

– გაგვაცანით „ქუანტორი ჯორჯიას“ ძირითადი ბირთვი.

– პირველია ზაალ ბერიაშვილი, რომელიც გახლავთ „ქუანტორი ჯორჯიას“ ქანთრი ჰედი და ტექნიკური დირექტორი. მან ძალიან კარგად იცის ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ქეთი დოლაკიძე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ჩვენი პიარმენეჯერია და ძალიან დაგვეხმარა კარგი კავშირების მოპოვებაში. ირმა წულაია ჩვენი ეიჩარ (HR) ბიზნესპარტნიორი გახლავთ და ძალიან გვეხმარება, რომ თანამშრომლებს „ქუანტორისთან“ კარგი დამოკიდებულება ჰქონდეთ. ქეთევან ბერიაშვილი ჩვენი ოფისმენეჯერია, კომპანიის დარეგისტრირების პირველივე დღიდან ჩვენ გვერდითაა და დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ ოფისში თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი გარემოა.

ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომ არა მხოლოდ მოქმედი გუნდის წევრები, არამედ ჩვენი ყოფილი თანამშრომლებიც დადებითად არიან „ქუანტორის“ მიმართ განწყობილი.

– რა არის „ქუანტორი ჯორჯიას“ პრიორიტეტი?

– ჩვენი პრიორიტეტია, ისევ და ისევ ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება. „ქუანტორი“ ბიოინფორმატიკისა და Life Sciences-ის მიმართულებით ინოვატორია საქართველოში, შესაბამისად, ეს ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს აქვთ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეს ცოდნა ჩვენს სტუდენტებს გავუზიაროთ. არ უარვყოფთ იმას, რომ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი კიდევ უფრო მეტი კლიენტის მოზიდვაა, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც, რადგან რასაკვირველია, ნებისმიერი ბიზნესკომპანიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა შემოსავალია.

– რამ მოგიტანათ წარმატება?

– ვფიქრობ, ჩვენს კომპანიას წარმატება უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდებზე სწორმა მუშაობამ მოუტანა, წარმატება მოგვიტანა Life Sciences-ის მიმართულებამ. თანამშრომლებისთვის ძალიან პრიორიტეტულია ის ფაქტი, რომ ისინი მუშაობენ მიმართულებით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეა პასუხისმგებელი. ჩვენს თანამშრომლებს არაერთ შემთხვევაში უთქვამთ სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებაზე უარი, იმ მიზეზით, რომ მათ უყვართ „ქუანტორი“ და პრიორიტეტია ის, რომ თავიანთი მუშაობით ადამიანების ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელი.

– სამომავლოდ სასწავლო ცენტრის გახსნას ხომ არ აპირებთ?

– ჩვენს თანამშრომლებს სწავლების ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება „ქუანტორის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ ეს საკითხი დგას დღის წესრიგში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი