საზოგადოება

„Kristi's Silver“ – ბრენდი, რომელსაც ენდობიან

ავტორი: „თბილისელები“ 58 წუთის წინ

ფოტო
დაკოპირებულია

ქრისტინა ხრისტოფორიდუ – ბიზნესქალბატონი, საუველირო ნაკეთობათა მაღაზიის ხელმძღვანელი. საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ბერძენი, რომელიც საქართველოზე უზომოდაა შეყვარებული და მიაჩნია, რომ სწორედ საქართველოში იგრძნო მან მშობლიური სითბო და სიყვარული.

ქალბატონი ქრისტინა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.

ის საკუთარი მცირე ბიზნესის შესახებ გვიყვება.

„Kristi's Silver“ დაარსდა 2016 წელს. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის 925 სინჯის ვერცხლის სამკაულებს, თანამედროვე დიზაინს, ხელმისაწვდომ ფასებს, საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ მიწოდებას და რაც მთავარია, მეგობრულ მომსახურებას.

ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ხარისხი, მომხმარებლის კმაყოფილება და ნდობა. ყველა სამკაული დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისგან, ყურადღებას ვაქცევ დიზაინს, ხარისხის კონტროლსა და საუკეთესო მომსახურებას.

მცირე ბიზნესის მართვა მოითხოვს შრომას, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებას. როგორც ქალი ბიზნესმენი, ვფიქრობ, რომ მონდომებით, მიზანდასახულობითა და საქმის სიყვარულით შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

მიხარია, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ და ვქმნი ბრენდს, რომელსაც ენდობიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი