მიიღე თანხა სწრაფად და მარტივად, კრედო ბანკის ციფრული სესხის დახმარებით
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 51 წუთის წინ
ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა გაუთვალისწინებელ ხარჯებს გეგმები შეუცვლია. მსგავს სიტუაციებთან წარმატებით გამკლავება ხშირად დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ასეთ შემთხვევებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება.
ტრადიციულად, დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება ხშირად დამატებით დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, რაც გადაუდებელი საჭიროებების დროს თანხების მოძიებას ართულებდა. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან ერთად პროცესებიც ბევრად გამარტივდა. მაგალითად, კრედო ბანკის სესხი ციფრულად დაინტერესებულ პირს საშუალოდ 30 წუთში შეუძლია აიღოს.
თანხაზე წვდომა ყველგან და ყოველთვის: სესხი ციფრულად 24/7-ზე
ფინანსური დაწესებულებების სტანდარტული სამუშაო გრაფიკი ყოველთვის არ ემთხვევა ადამიანების გადაუდებელ საჭიროებებს. თუ შუაღამით მოულოდნელად სამედიცინო დახმარება დაგჭირდა ან ავტომობილი გზაში გაფუჭდა, პრობლემის მოგვარებას სამუშაო დღის დაწყებამდე ვერ დაელოდები. კრედო ბანკის სწრაფი სესხი სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. განაცხადის შევსება და თანხის დამტკიცება კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია.
განაცხადის დამუშავების პროცესი მაქსიმალურად ოპტიმიზებულია და უმეტეს შემთხვევაში საშუალოდ 30-წუთამდე დროს მოითხოვს. სესხის პირობები გათვლილია მაქსიმალურად მოერგოს მსესხებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. თანხა 500 ლარიდან 30 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო დაფარვის ვადა - 4 თვიდან 48 თვემდე. მოქნილი პირობები მომხმარებელს ბიუჯეტის ზუსტად დაგეგმვისა და ხარჯების სწორად გადანაწილების შესაძლებლობას აძლევს.
აიღე ციფრული სესხი მარტივად: კრედო ბანკის მოქნილი მიდგომა, მარტივი პროცესი და სწრაფი პასუხი
კრედო ბანკის მიდგომა ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია და დასაქმების ალტერნატიულ ფორმებს ითვალისწინებს. დაფინანსების მიღება იმ პირებსაც შეუძლიათ, რომლებსაც არ უფიქსირდებათ ტრადიციული სახელფასო ისტორია.
პროდუქტით თავისუფლად სარგებლობენ თვითდასაქმებულები, რომელთაც არარეგულარული შემოსავალი აქვთ (ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, დამლაგებლები და ა.შ.). ასევე სრულიად მისაღებ ფინანსურ წყაროდ ითვლება საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, ბიზნესიდან, ტურისტული ან აგროსაქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ხელზე აღებული გასამრჯელოც კი. მსგავსი მიდგომა ფინანსურ რესურსებზე წვდომას აძლევს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ხშირად სტანდარტული პირობების გამო თანხის მიღება უჭირს.
კრედო ბანკში ციფრული სესხის განაცხადის შესავსებად საშუალოდ 5 წუთია საჭირო. გადმოწერე Mycredo მობაილ ბანკი. გაიარე ავტორიიზაცია, შემდეგ კი პროცესი მარტივად წარიმართება: პროდუქტებში ირჩევ სესხს ციფრულად, ავსებ სულ რამდენიმე საინფორმაციო ველს და ადასტურებ, რომ ნამდვილად გსურს სესხის აღება. ამის შემდეგ მიიღებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ შენი განცხადება მიღებულია, ხოლო დაახლოებით 30 წუთში კი ისიც გეცოდინება, დაგიმტკიცდა თანხა თუ არა. შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმებაც პირდაპირ Mycredo-ს აპლიკაციიდან ხდება, სრულად დისტანციურად.
აღსანიშნავია დამატებითი დეტალიც: თუ მოხდა ისე, რომ რაიმე ფაქტორის გამო პირველი განაცხადი არ დამტკიცდა, სისტემა 30 დღის გასვლის შემდეგ აძლევს მომხმარებელს მოთხოვნის ხელახლა დაფიქსირების საშუალებას. ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მონაცემების განახლების შემდეგ განაცხადი ხელახლა შეავსოს.
ვის შეუძლია გამოიყენოს კრედო ბანკის სესხი ციფრულად და რა მიზნით?
კრედო ბანკი თანხის მიზნობრიობას არ ზღუდავს. თუ სესხი დაგიმტკიცდა, მიღებული ფინანსების გამოყენება შეგიძლია ნებისმიერი, როგორც პირადი, ისე ბიზნეს საჭიროებებისთვის.
პირველი განაცხადის შევსებისას, საჭიროა წინასწარ გამოთვალო შესაძლო თვიური შენატანი, ვადები და რეალისტურად დააბალანსო შენს შემოსავალთან. ეს, ერთი მხრივ, დაგეხმარება თავიდან აირიდო ფინანსური წნეხი, ხოლო მეორეს მხრივ სესხის დამტკიცების შანსებსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





