საზოგადოება

K-Motors-ის გზამკვლევი: როგორ გავიაროთ ტექდათვალიერება პირველივე ცდაზე?

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 09:56

k-motorsi
დაკოპირებულია

საქართველოში ტექ დათვალიერების პროცედურა ევროკავშირის დირექტივა 2014/45-ზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ შემოწმების კრიტერიუმები ევროპულ სტანდარტს ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ბევრი მძღოლი ინსპექტირების ცენტრში მოუმზადებლად მიდის და მხოლოდ იქ იგებს, რომ ავტომობილს კონკრეტული ხარვეზი აქვს.

გერმანიის TÜV-ის 2026 წლის ანგარიშში 216 სხვადასხვა მოდელის ავტომობილის მონაცემებია გაანალიზებული და ყველაზე ხშირი ხარვეზების ტენდენციები ნათლად ჩანს. ეს ინფორმაცია ქართველი მძღოლისთვისაც გამოსადეგია, რადგან ინსპექტირების ლოგიკა ორივე შემთხვევაში ერთნაირია.

ტექდათვალიერება ცხრა ძირითად კატეგორიას მოიცავს. თავდაპირველად ინსპექტორი ადარებს ავტომობილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს – VIN კოდს, სანომრე ნიშანს და ტექპასპორტში არსებულ ჩანაწერებს.

სამუხრუჭე სისტემა ყველაზე მკაცრად ფასდება. ხუნდების, დისკების, სამუხრუჭე მილების და ხელის მუხრუჭის მდგომარეობა ცალ-ცალკე მოწმდება. დირექტივის მიხედვით, ამ სისტემის სერიოზული გაუმართაობა „საშიშ" დეფექტად კლასიფიცირდება – ასეთ შემთხვევაში, ავტომობილი ტექ დათვალიერებას ვერ გაივლის.

საჭის სისტემაში ინსპექტორი საჭის თავისუფალ სვლას, სამართავი მექანიზმის მდგომარეობასა და ცვეთას აფასებს. ხილვადობის კატეგორიაში კი ქარსაფარი მინა, სარკეები და საწმენდები შედის. ბზარიანი მინა ან გატეხილი სარკე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემების მიზეზია. K-Motors-ის სერვის ცენტრში მსგავსი შემოწმების გავლა მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი.

ფარების შემოწმებისას მხოლოდ მათი მუშაობა არ ფასდება – სინათლის ნაკადის მიმართულება და სიკაშკაშეც მოწმდება. მიმანიშნებლის მოციმციმის სიხშირეც კი კონკრეტულ ნორმაში უნდა ჯდებოდეს. საბურავებზე ინსპექტორი ცვეთის სიღრმეს, ბზარებსა და ზომის შესაბამისობას ამოწმებს. ამორტიზატორები, ბერკეტები და სხვა ელემენტები ვიზუალურადაც ფასდება.

ძარასა და შასის ნაწილში კოროზია, სტრუქტურული დაზიანებები და არასწორი შედუღება ფიქსირდება. უსაფრთხოების ღვედების მდგომარეობა და სიგნალის მუშაობაც ცალკე მოწმდება. ბოლო კატეგორია გამონაბოლქვია – CO-სა და სხვა მავნე ნივთიერებების მაჩვენებლები დადგენილ ნორმებთან მიმართებით იზომება.

TÜV-ის სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილებს პრობლემები ძირითადად სამი მიმართულებით აქვთ: სამუხრუჭე სისტემა, ფარების რეგულირება და საკიდარის კომპონენტები. ამ ხარვეზებს ის აერთიანებს, რომ მძღოლი ყოველდღიურ მართვაში მათ ვერ ამჩნევს. ფარის სინათლის კუთხე შეიძლება, ნახევარი გრადუსით იყოს გადახრილი, თვალით ვერ დაინახავთ, მაგრამ ინსპექტირებისას ეს ნათლად ჩანს.

გარდა ამისა, დირექტივა დეფექტებს სამ ხარისხად ყოფს: მცირე, მნიშვნელოვანი და საშიში. მცირე ხარვეზისას ავტომობილი ტექდათვალიერებას გაივლის შენიშვნით, მაგრამ მნიშვნელოვანი ან საშიში დეფექტის შემთხვევაში შემოწმებას ვერ გაივლის და მძღოლს 30 დღე ეძლევა პრობლემის მოსაგვარებლად.

ტექდათ ვალიერებამდე რამდენიმე დღით ადრე ძირითადი სისტემების გადამოწმება გონივრული ნაბიჯია. ფარების მუშაობა, საბურავების მდგომარეობა და სამუხრუჭე სისტემის რეაგირება – ეს ის პუნქტებია, რომლებიც თავად მძღოლსაც შეუძლია, შეაფასოს.

თუ რომელიმე სისტემის გამართულობაში ეჭვი გეპარებათ, K-Motors-ის სერვის ცენტრში წინასწარი დიაგნოსტიკის გავლა შესაძლებელია. კომპიუტერული დიაგნოსტიკა იმ ხარვეზებსაც ავლენს, რომლებიც ტექ დათვალიერების ვერ გავლის მიზეზი ხშირად ხდება. მაგალითად, ფარების რეგულირება ისეთი საკითხია, რომელიც წინასწარ მარტივად სწორდება, ინსპექტირებისას კი პრობლემებს იწვევს.

K-Motors-ის გუნდი კონსულტაციას გაგიწევთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კომპონენტების ჩანაცვლება, მათი რეგულირება და ტექინსპექტირებისთვის საჭირო ყველა დეტალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი