საზოგადოება

ინტერვიუ სუროგატ დედასთან

№48

ავტორი: „თბილისელები“ 14:59 01.12, 2023 წელი

სუროგატი დედა
დაკოპირებულია

შვილის ყოლის უნარი ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე, ბუნებრივი მეთოდებით დედად გახდომის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ყველას არ ეძლევა. სწორედ ასეთ დროს, უშვილო წყვილები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის იმ მიღწევებს მიმართავენ, რომელიცაა ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია.

სუროგატ დედებს კი, გარდა იმისა, რომ დამატებით თანხას გამოიმუშავებენ, აქვთ უპრობლემო ორსულობა, უყვართ ბავშვები, პატივს სცემენ ოჯახს და სურვილი აქვთ, უშვილო წყვილებს დაეხმარონ. ჩვენი ჟურნალი ერთ-ერთი სუროგატი დედის ისტორიით დაინტერესდა:

– მოგვიყევი შენ შესახებ, როგორი იყო შენი ცხოვრება სუროგაციამდე?

– ვარ ორი უსაყვარლესი ბიჭის დედა, პროფესიით ექთანი. თუმცა, იმის გამო, რომ დროის უმეტესი ნაწილის გატარება ჩემს შვილებთან მინდოდა, ექთნის სამსახურს თავი დავანებე და გადავწყვიტე, სუროგატი დედა გავმხდარიყავი.

– რატომ სუროგატი დედა?

– სუროგაციის შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავიგე, როდესაც ჩემს უფროს დეიდაშვილს ჰქონდა უშვილობის პრობლემები, რასაც ახლობლები ძალიან განვიცდიდით. სწორედ მაშინ გავიაზრე, რამხელა ტკივილი იყო ქალისთვის და ზოგადად, ოჯახისთვის უშვილობის პრობლემა. ჩემს დეიდაშვილს იმდენად ვგულშემატკივრობდი, რომ ალბათ, იმ დროიდან გაჩნდა ჩემში უშვილო ადამიანებისადმი თანადგომის განცდა. მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ სუროგატული დედობა მიღებული პრაქტიკა იყო საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ვინაიდან მარტოხელა დედა ვიყავი, ეკონომიკურად მიჭირდა და უშვილო წყვილისადმი დახმარების სურვილი მქონდა, გადავწყვიტე, სუროგატი დედა გავმხდარიყავი.

– გაგვიზიარე, როგორი იყო შენი სუროგატ დედად ყოფნის გამოცდილება?

– პირველ რიგში, დავიწყე სანდო კლინიკების მოძიება, რამდენიმე მათგანს ვესტუმრე კიდეც და შემდეგ არჩევანი „ნიუ ლაიფ ჯორჯიაზე“ შევაჩერე, რადგან გარდა კარგი გარემოსი და რეკომენდაციებისა, დახვედრიდან დაწყებული დასრულებამდე, ზრუნვა არ მოუკლავთ და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. მისვლიდან ორ კვირაში საუკეთესო, ზუსტად ისეთი წყვილი გამაცნეს, როგორსაც წარმოვიდგენდი: მზრუნველი, ღირსეული, უშვილობისგან განაწამები ადამიანები. საბედნიეროდ, ემბრიონის პირველივე გადატანიდან ორსულად დავრჩი და ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ორსულობის პერიოდში კი, მშობლები მირეკავდნენ, მკითხულობდნენ, გამუდმებით ვგრძნობდი მათგან გულთბილ დამოკიდებულებას.

– გაიხსენე სუროგაციის პერიოდის ყველაზე პოზიტიური მომენტები.

– მახსოვს, როდესაც წყვილს პირველად შევხვდი, საჩუქრად ლამაზი ყელსაბამი გადმომცეს. ყურადღება ნამდვილად მესიამოვნა. ასევე, როდესაც ბავშვი დაიბადა, მშობლებმა ჩემს ბიჭებთან ერთად მათ სასტუმროში, აუზზე დამპატიჟეს. ჩემი შვილები ერთობოდნენ, მე კი ულამაზესი დღე გავატარე ბედნიერ მშობლებთან ერთად.

– თუ საიდუმლო არ არის, რა თანხა გადაგიხადეს მშობლებმა სუროგატული დედობისთვის?

– მე ბავშვი 6 თვის წინ გავაჩინე და მაშინ 25 000 დოლარი გადამიხადეს, თუმცა, როგორც ვიცი, ახლა სუროგატ დედებს 27 000 დოლარსაც უხდიან.

– აპირებთ თუ არა, კიდევ გახდეთ სუროგატი დედა?

– აღარ ვაპირებ, რადგან მიყვარს ჩემს შვილებთან ერთად თამაში, მათთან ერთად გართობა, ხეტიალი. ორსულობა კი ამის საშუალებას ბოლომდე არ იძლევა, მაინც ფრთხილად უნდა იყო.

– რას ურჩევდით მომავალ სუროგატ დედებს?

– გიყვარდეთ ის ოჯახი, რომელსაც ეხმარებით და გახსოვდეთ, უშვილობის ტვირთი საკმაოდ მძიმეა მათთვის. სხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნებს.

კლინიკისა და სააგენტოს არჩევის საკითხთან დაკავშირებით კი ვურჩევდი „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ და ჩემთვის უსაყვარლეს კოორდინატორს, ნინო ხუნდაძეს. ისინი ნამდვილად იზრუნებენ თქვენზე და საუკეთესო მშობლებსაც შეგახვედრებენ.

ნინო ხუნდაძესთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ: 599-23-73-52.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა