საზოგადოება

ავტომობილის იმპორტი საქართველოში: კომპანია “ქარმარკის” მიდგომა

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 12:15

alpaca
დაკოპირებულია

ავტომობილის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა, ერთი შეხედვით, მარტივია: ავტომობილის შერჩევა, გამოგზავნა, ჩამოყვანა. სინამდვილეში, ყოველ ამ ნაბიჯს ინდივიდუალური დეტალები, ვადები და გარემოებები ახლავს. ხშირად სწორედ ამ ეტაპებს შორის ინფორმაციის ნაკლებობა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას. 

CarMark ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში კომპანიამ ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან 20 000-ზე მეტი ავტომობილი ჩამოიყვანა. პრაქტიკული გამოცდილება კი მოწმობს, რომ ყველა ბაზრის სპეციფიკა, საბაჟო პროცედურები და ლოჯისტიკური მარშრუტები კომპანიისთვის ჩვეული სამუშაო პროცესია.

მომგებიანი ავტო იმპორტი ძირითადად ოთხი მიმართულებით მუშაობს: ამერიკა, იაპონია, გერმანია და ჩინეთი. თითოეული ბაზარი განსხვავებული ლოგიკით, განსხვავებული ასორტიმენტითა და განბაჟების პირობებით მუშაობს.

ამერიკული ბაზარი ყველაზე ფართოა. საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი Copart-სა და Manheim-ზე მოდის.

იაპონური ბაზარი სხვა პრინციპით მუშაობს. აქ 5-ბალიანი სისტემით ფასდება ლოტი – აუქციონზე გასაყიდი მანქანა, რაც ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად გარკვეულ საზომს იძლევა. “ქარმარკი” მყიდველებს იაპონური წარმოების, მარცხენასაჭიანი მოდელების მოძიებასა და შემოყვანაში ეხმარება.

გერმანული ბაზარი პრემიუმ სეგმენტსა და ტექნიკურად გამართულ მოდელებზეა ორიენტირებული. TÜV სერტიფიკატი, რომელიც გერმანულ ლოტებს ახლავს, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი დასტურია.

მანქანების ჩამოყვანა ჩინეთიდან ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ფასია – ჩინეთში ადგილობრივი მწარმოებლები ბაზრის წილისთვის ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რაც ფასებზე აისახება. ამ ბაზრიდან ჩამოყვანა ლოჯისტიკურად 3-8 კვირამდე გრძელდება, ასორტიმენტი კი, განსაკუთრებით ელექტრომობილების კუთხით, ფართოა.

CarMark-ის მომსახურება ლოტის შერჩევიდან იწყება. ამ ეტაპზე კომპანიის გუნდი ამოწმებს ავტომობილის ისტორიას და კლიენტს ბიდის განთავსებამდე სრულ სურათს სთავაზობს. ეს ნაბიჯი პრაქტიკაში ხშირად გადამწყვეტია: ავტომობილის გარეგნული მდგომარეობა და მისი ისტორია ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.

ბიდინგის პროცესს კომპანია მართავს. ყოველი ნაბიჯი – მაქსიმალური ბიდის განსაზღვრა, ტაქტიკა, კომუნიკაცია – კლიენტთან შეთანხმებით ხდება. ამერიკაში CarMark-ის გუნდი ლოტებს ადგილზე ამოწმებს, რაც მომხმარებელს ეკრანზე ნაჩვენებ ფოტოებზე მეტ ინფორმაციას აწვდის.

ავტომობილის შეძენის შემდეგ იწყება ტრანსპორტირება. პორტამდე მიტანა, კონტეინერი ან გემი, ოკეანის გადაკვეთა, ფოთის ან ბათუმის პორტი – ეს ეტაპები CarMark-ის მხრიდან კოორდინირდება. ტრანსპორტირების განმავლობაში ავტომობილი დაზღვეულია.

განბაჟება და, საჭიროების შემთხვევაში, რემონტის ორგანიზება ამავე კომპანიის ფარგლებში გრძელდება. კლიენტს სხვადასხვა მომწოდებელთან კოორდინაცია არ სჭირდება.

ელექტრო მანქანები საქართველოში განსხვავებული საგადასახადო პირობებით შემოდის. ელექტრომობილის იმპორტი აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლებულია – ეს ორი გადასახადი შიგაწვის ძრავიანი ავტომობილისთვის განბაჟების ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ელექტრომობილის ჩამოყვანის ხარჯი შედეგად ძირითადად ლოჯისტიკაზე დადის.

2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში 2,325 სადამტენო სადგური ფუნქციონირებდა. თბილისში ეს ციფრი 1,200-ს გადასცდა. ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად იზრდება, რაც ელექტრომობილის ყოველდღიური გამოყენების პირობებზე აისახება.

ავტომობილის საზღვარგარეთიდან დამოუკიდებლად გამოწერა შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში მას გარკვეული რისკები ახლავს. დამალული დაზიანებები, გაუმჭვირვალე ლოჯისტიკა, ბიდინგის გაუთვლელი დანახარჯები.

CarMark-ის შემთხვევაში, კლიენტი ამ ეტაპებს არ მართავს და მას კომპანია სრულად უზრუნველყოფს. ეს სხვაობა ყოველთვის წინასწარ გამოთვლილ რიცხვებში არ ჩანს, მაგრამ პრაქტიკაში სწორედ ეს ეტაპები ყველაზე მეტ სირთულეს ქმნის.

“ქარმარკი” 20 000-ზე მეტი ავტომობილის ჩამოყვანის გამოცდილებას ეყრდნობა. ეს მასშტაბი ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკა, ფასების ცვლილებები, ლოჯისტიკური ხარვეზები – ეს ყველაფერი კომპანიისთვის კარგად ცნობილი საკითხებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი