საზოგადოება

ნულიდან წარმატებულ კარიერამდე – მელი მალანიას გამორჩეული ისტორია

№16

ავტორი: „თბილისელები“ 17:44

მელი მალანია
დაკოპირებულია

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სირთულეებს კი არ ნებდებიან, არამედ წარმატებად აქცევენ. მელი მალანია სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მან საკუთარი ცხოვრება და კარიერა ნულიდან უფლისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენითა და დაუღალავი შრომით შექმნა. „MELI GEORGIA” მისი სილამაზის ცენტრია, სადაც ყოველდღიურად უამრავი ქალბატონის სილამაზეზე ზრუნავენ. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „MELI GEORGIA” და მელი მალანია დარგის ლიდერად დასახელდნენ, რაც მათი წარმატების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

მელი მალანია: ორი შვილის ლუკასა და მარიამის დედა ვარ. მარიამი, რომელიც მალე 16 წლის გახდება, შშმ პირია. მისი გადარჩენის იმედი პრაქტიკულად არავის ჰქონდა, თუმცა მე ყოველთვის მჯეროდა სასწაულის და ბოლომდე ვიბრძოდი მის ფეხზე დასაყენებლად. ობლად გავიზარდე — მხოლოდ დედა მყავს, რომელიც ემიგრაციაშია და იქიდან ცდილობდა ჩემს დახმარებას. ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპებზე სრულიად მარტო ვიყავი. არაერთხელ დავეცი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვპოულობდი ძალას, რომ კვლავ ფეხზე წამოვმდგარიყავი. ბევრ სფეროში ვცადე საკუთარი თავის პოვნა, თუმცა თავდაპირველად წარმატება არ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, წარუმატებლობას არასდროს გავუბოროტებივარ — პირიქით, ყოველთვის შემეძლო, ბოლო ლუკმაც კი სხვისთვის გამეზიარებინა. მჯერა, რომ სიკეთე არ იკარგება და საბოლოოდ აუცილებლად ბრუნდება. ვფიქრობ, სწორედ ამ რთული გზის გამო მომამზადა ღმერთმა იმ წარმატებისთვის, სადაც დღეს ვარ. ჩემი შვილი, მარიამი, მარიამობას დაიბადა, ესეც განსაკუთრებულ ნიშნად მივიღე. უამრავი სირთულე გადავიტანეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აქვს გარკვეული გამოწვევები, ის ცოცხალია და ფეხზე დგას — ეს ჩემთვის უდიდესი გამარჯვებაა.

– როგორ მოხვდით სილამაზის სფეროში და რა გზა გაიარეთ იქამდე, ვიდრე ამ ინდუსტრიაში თქვენი სახელი ცნობადი გახდებოდა?

– დაახლოებით, 9 წლის წინ გადავწყვიტე, კონკრეტული პროფესია შემესწავლა — არჩევანი კოსმეტოლოგიასა და პერმანენტულ მაკიაჟს შორის მერყეობდა, საბოლოოდ კი პერმანენტულ მაკიაჟზე შევჩერდი. როგორც ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ, აქაც პირველი ნაბიჯი სირთულით დაიწყო. მოვიძიე ესთეტიკური ცენტრი სასწავლებლად, თუმცა იქ, ფაქტობრივად, არაფერი მისწავლია, რადგან მე უფრო მეტი შესაძლებლობები მქონდა და იმედგაცრუებული დავრჩი. თავადაც გამიკვირდა, როგორ მოკლე დროში შევძელი ისეთი შედეგების მიღწევა, რასაც ხშირად გამოცდილი სპეციალისტებიც ვერ აღწევდნენ. ფაქტობრივად, თვითნასწავლმა რეკორდული შედეგები დავაფიქსირე. ძალიან სწრაფად მოვიპოვე ცნობადობა და მაღალი მოთხოვნა — ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.

– საკუთარი სივრცე როდის გახსენით?

– იმ კლინიკაში შემხვდა გარკვეული დაბრკოლებები, ამიტომ 2019 წელს გადავწყვიტე საკუთარი სივრცის გახსნა გამრეკელზე. დაუღალავად ვშრომობდი

— ხშირად დილის 4 საათამდე. პარალელურად ვემსახურებოდი პაციენტებს და ვასწავლიდი სტუდენტებს. დღეს ჩემი ბევრი მოსწავლე წარმატებული პროფესიონალია და მათგან ბევრს საკუთარი ცენტრი აქვს.

– ვიცით, რომ ონკოპაციენტებთანაც მუშაობთ — რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურები მათთვის?

– ვმუშაობ როგორც დიაბეტიან, ასევე ონკოპაციენტებთან. პიგმენტი, რომელსაც ვიყენებ, ექსპერტიზაზეა შემოწმებული და დადასტურებულია, რომ არ გააჩნია უკუჩვენებები. ის არის ორგანული, ბიოშეთავსებადი და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პაციენტის ნდობა — არასდროს მოვატყუებ ადამიანს. ყოველთვის ვუხსნი დეტალურად, რას და როგორ ვაკეთებ. ვმუშაობ ორგანული პიგმენტით შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივია და დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის. ხარისხი ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია.

– არის პროცედურები, რომლებსაც მხოლოდ თქვენ ასრულებთ საქართველოში?

– დიახ, არის რამდენიმე უნიკალური პროცედურა — მაგალითად, ვიტილიგოს დაფერვა და ქუთუთოების გაღიავება. მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ ესპანეთშია გავრცელებული და სწორედ იქ გავიარე შესაბამისი სწავლება. საქართველოში მხოლოდ ჩემთან კეთდება მიკროპიგმენტაცია, რაც თმის გადანერგვის ალტერნატიული, ბევრად სწრაფი, მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა. რაც შეეხება ზოგადად პერმანენტულ მაკიაჟს, ვაკეთებთ უამრავ პროცედურას, რითიც შეგვიძლია სხვადასხვა დეფექტების დამალვა – წარბის ღეროვანი ბუნებრივი შევსება–დაფერვა, დაპუდვრა, თვალის ლაინერი წამწამსშორის დაფერვით, ტუჩის კონტური დაფერვით და ასე შემდეგ.

– მუდმივად მუშაობთ თვითგანვითარებაზე...

– ვფიქრობ, რამდენად ძლიერი სპეციალისტიც არ უნდა იყო, განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტო. ამიტომ რეგულარულად ვესწრები სემინარებსა და მასტერკლასებს, მათ შორის უცხოეთშიც. ის ტექნიკები, რასაც სემინარებზე გადიან, როგორც წესი, მე უკვე გამოცდილი მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ცოდნა არასდროს არის ზედმეტი.

– რა არის თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო?

– დაუღალავი შრომა — ხშირად 24 საათიანიც კი. ყოფილა პერიოდები, როცა მიზნის მისაღწევად, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდი. თავდაპირველად ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი ბინის შეძენა იყო. დღეს ეს მიზანი უკვე მიღწეულია — მეტიც, შევძელი სტაბილური გარემოს შექმნა ჩემი შვილებისთვის.როცა მიზანი მკაფიო და ძლიერია, ჩნდება ძალაც, რომელიც მის მიღწევაში გეხმარება. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია —წარუმატებლობამ არ უნდა გაგტეხოს. უნდა შეძლო ნულიდან დაწყება, კიდევ უფრო ძლიერად. ჩემს ცხოვრებაში ეს არაერთხელ მოხდა. დაუღალავი შრომის ხარჯზე დღეს მყარად ვდგავარ ფეხზე. არასდროს მირეკლამია საკუთარი თავი — ყველაფერი ბუნებრივად მოვიდა: ადამიანების ნდობა, სიყვარული და დადებითი შეფასებები. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი