Hubs.ge: ქართული სპორტული პლატფორმა დიდი მიზნებით
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 12:57
Hubs.ge ქართულ სპორტულ ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. ფეხბურთის ეკიპირებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ მიზნად დაისახა, სპორტსმენებისთვის, გუნდებისა და გულშემატკივრებისთვის საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში შეეკრიბა. თუმცა დღეს Hubs.ge უკვე რამდენიმე სპორტულ მიმართულებას ავითარებს და სამომავლოდ ახლების დამატებასაც გეგმავს.
ბრენდის მიზანია, კავკასიაში წამყვან მულტისპორტულ სივრცედ ჩამოყალიბდეს, სადაც პროფესიონალი თუ მოყვარული სპორტსმენები, ახალგაზრდა მოთამაშეები, გულშემატკივრები და სპორტით დაინტერესებული სხვა ადამიანები მარტივად შეძლებენ საჭირო პროდუქციის შერჩევასა და კვალიფიციური მომსახურებით სარგებლობას.
დღეს Hubs.ge უდიდესი სპორტული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება. კატალოგში წარმოდგენილია Adidas-ის, Nike-ის, Macron-ისა და სხვა მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდების ორიგინალი პროდუქცია. კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობს სპორტულ კლუბებთან, აკადემიებსა და ფედერაციებთან, პასუხისმგებელია რამდენიმე გუნდის ეკიპირებასა და აღჭურვილობაზე. სპორტული პროდუქციის მიწოდებასთან ერთად, Hubs.ge მომხმარებლებს ბრენდირების მომსახურებასაც სთავაზობს.
დღეს Hubs.ge-ს საფეხბურთო ასორტიმენტში საქართველოში ბუცების ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, მათ შორის Nike-ისა და Adidas-ის ყველაზე პოპულარული მოდელები, როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიული ფეხბურთისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები. მოდელები ერთმანეთისგან მასალით, ძირის კონსტრუქციითა და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება. აქ ყველასთვისაა შესაფერისი მოდელი: ზრდასრულებს თუ ბავშვებს, მოყვარულებს თუ აქტიურად მოვარჯიშეებს შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების, თამაშის პირობებისა და საყვარელი ბრენდის გათვალისწინებით შეარჩიონ შესაფერისი ბუცები.
ფეხბურთის სათამაშოდ ფეხსაცმლის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოედნის საფარის გათვალისწინება. მოკლე ხელოვნური ბალახით დაფარულ მოედნებზე მოთამაშეებს სპეციალური შიპოვკები გამოადგებათ. ამ ტიპის ფეხსაცმლის ძირის კონსტრუქცია ბუცებისგან განსხვავდება. Hubs.ge ამ კატეგორიაშიც ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს: სხვადასხვა ბრენდისა და ზომის მოდელებს, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ ვარიანტებს. ასორტიმენტში როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელია.
საფეხბურთო ასორტიმენტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია სავარჯიშო ეკიპირება. ამ კატეგორიაში მომხმარებლებს Nike-ის მაისურები, შორტები, თერმომაისურები და სხვა სპორტული ტანსაცმელი დახვდებათ. ფეხბურთის აქსესუარების ჩამონათვალი ასევე მოიცავს ბურთებს, გეტრებს, წვივის დამცავებს, მეკარის ხელთათმანებსა და ჩანთებს.
ფეხბურთი Hubs.ge-ს მთავარი კატეგორიაა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრენდის კატალოგი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს მომხმარებელს აქ ელოდება სირბილისა და დარბაზში ვარჯიშისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების საინტერესო არჩევანიც. პადელის მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომია თამაშისთვის საჭირო სრული ინვენტარი და ეკიპირება. მაღაზიაში ჩოგბურთის პროდუქციაც არის წარმოდგენილი, ხოლო სპორტული სტილის მოყვარულები აქ ყოველდღიური ტარებისთვის განკუთვნილი მაისურების, შარვლების, მოსაცმელებისა და ფეხსაცმელების კოლექციასაც აღმოაჩენენ.
ცალკე აღსანიშნავია ფან-შოპი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურები, საერთაშორისო საფეხბურთო კლუბების მაისურები და ბრენდირებული აქსესუარებია წარმოდგენილი.
2024 წლიდან Hubs.ge-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა მაღაზიის კატალოგი, განავითარა ახალი მიმართულებები და ფეხბურთზე ორიენტირებული ბრენდიდან მულტისპორტულ პლატფორმად გადაიქცა. წელს კომპანია დაარსების მეორე წლისთავს აღნიშნავს და ამ თარიღის აღსანიშნავად მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. 8 ნოემბერს Hubs-ის კოლექციის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. დაბადების დღის აქცია სპორტის მოყვარულებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, სასურველი პროდუქცია შეღავათიან ფასად შეიძინონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



