ჩასაშენებელი თუ ცალკე მდგომი ტექნიკა – რომელია თქვენი სამზარეულოსთვის უკეთესი?
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 11:05 14.04

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას პირველ რიგში ის უნდა გადაწყვიტოთ ჩასაშენებელი მოდელები გსურთ თუ ცალკე მდგომი. თუმცა, ეს საკითხი მხოლოდ პირად გემოვნებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ძირითადად სივრცის თავისებურებებსა და ფუნქციურ საჭიროებებს ეყრდნობა.
Kuppersberg-ი სამზარეულოს ტექნიკის გერმანული ბრენდია, რომელიც ქართველი მომხმარებლებს ორივე ტიპის, ჩასაშენებელ და ცალკე მდგომ მოწყობილობებს სთავაზობს. კომპანიის გუნდის წევრები გვიზიარებენ იმ მახასიათებლებს, რომლითაც ეს ორი ტიპი განსხვავდება და იმასაც გვეუბნებიან რომელ შემთხვევაში, რომელი უნდა შევარჩიოთ.
რას ნიშნავს ჩასაშენებელი ტექნიკა?
ჩასაშენებელი ტექნიკა სამზარეულოს ავეჯში ინტეგრირდება და შეუმჩნეველი ხდება, თითქოს არც არსებობს. ამ ტიპის მოწყობილობების ხიბლი სწორედ მის ვიზუალურ მხარეში მდგომარეობს — ერთიან, მოწესრიგებულ და მინიმალისტურ იერსახეს ქმნის.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩასაშენებელი ტექნიკა, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს, მონტაჟიც სპეციალისტის დახმარებას მოითხოვს და მომავალში მისი შეცვლა ან შეკეთება შეიძლება გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
რას ნიშნავს ცალკე მდგომი ტექნიკა?
ცალკე მდგომი ტექნიკა ის მოდელებია, რომლებიც დამოუკიდებლად დგას სამზარეულოში. მაგალითად, ისეთი მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელსაც ავეჯის მსგავსი მასალით შეფუთვა არ სჭირდება.
ამ ტიპის ტექნიკის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა. სურვილის შემთხვევაში, მინიმალური ძალისხმევით, მარტივად გადააადგილებთ ან ახლით შეცვლით. ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომი არჩევანია.
ესთეტიკური თვალსაზრისით, ცალკე მდგომი ტექნიკა შეიძლება ისეთივე ერთიან იერსახეს ვერ ქმნიდეს, როგორც ჩასაშენებელი, თუმცა Kuppersberg-ის შოურუმში წარმოდგენილი მოდელები თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბრენდი ტექნიკის შესაქმნელად იტალიურ სტილს იყენებს.
ძირითადი განსხვავებები რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ
ამრიგად, პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სივრცის გამოყენება და მოქნილობაა. ჩასაშენებელი ტექნიკა ხშირად სივრცის ოპტიმალურად ათვისების საშუალებას იძლევა, თუმცა მისი ადგილი ფიქსირებულია. ცალკე მდგომი ტექნიკა კი მეტ თავისუფლებას გაძლევთ გადაადგილების ან თუნდაც სხვა სახლში გადატანის თვალსაზრისით.
მეორე ფაქტორი დიზაინი და ესთეტიკაა. თუ გსურთ ერთიანი, მინიმალისტური ინტერიერის შექმნა, ჩასაშენებელი ტექნიკა უნდა შეარჩიოთ. თუ უფრო კლასიკური ან რეტრო სტილი გირჩევნიათ, ცალკე მდგომი მოდელები უკეთ მოერგება თქვენს სამზარეულოს.
მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი მონტაჟი და ბიუჯეტია. ცალკე მდგომი ტექნიკის დამონტაჟება მარტივია, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დენის წყაროში შეერთება სჭირდება და დამატებით ხარჯებსაც არ მოითხოვს. ჩასაშენებელი ტექნიკის მონტაჟი კი უფრო კომპლექსურია და როგორც თავად ტექნიკა, ისე სამონტაჟო სამუშაოები, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს უნივერსალური პასუხი და რჩევა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. საბოლოოდ, საუკეთესო არჩევანი ისაა, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს გემოვნებას, ცხოვრების სტილსა და სამზარეულოს ინტერიერს.
თუმცა, თუ გაინტერესებთ სად უნდა შეიძინოთ თანამედროვე დიზაინის, გერმანული ხარისხისა და იტალიური დიზაინის სამზარეულო ტექნიკა, ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია — ესტუმრეთ Kuppersberg-ის ფილიალებს ან ონლაინ მაღაზიას, სადაც სხვადასხვა ტიპის, მახასიათებლებისა და დიზაინის ტექნიკაა წარმოდგენილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან