საზოგადოება

Apple-ის ახალი ფლაგმანი iPhone 17-ის სერია საქართველოშია

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 15:25

ალტა
დაკოპირებულია

Apple-ის ახალი სერიის გამოჩენა საქართველოში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წელს iPhone 17-ის ხაზი განსაკუთრებით მრავალფეროვანია, იმისთვის, რომ შენზე მორგებული მოდელი შეარჩიო, მნიშვნელოვანია მათ მონაცემებს დეტალურად გაეცნო.

iPhone 17-ის სერია Apple-ის მთავარი ღირებულების გაგრძელებაა - გაამარტივოს რთული ციფრული პროცესები. თუმცა ეს მისია ყველა მოდელში განსხვავებული ფორმით ვლინდება.

სერიის საბაზისო მოდელი iPhone 17, როგორც ყოველთვის ფასის, სიმძლავრისა და ფუნქციების ოპტიმალური ბალანსია. აღჭურვილია A19 ჩიპითა და 8GB ოპერატიული მეხსიერებით, რაც სრულიად საკმარისია ყოველდღიური დავალებების შეუფერხებელი შესრულებისთვის. თუ სმარტფონს რთული დავალებებისთვის იშვიათად იყენებ და ის ძირითადად ყოველდღიური კომუნიკაციისა თუ სხვა საქმეებისთვის გჭირდება, საბაზისო მოდელი შენთვის იდეალური არჩევანია

პროფესიული საქმიანობისთვის კი Apple კვლავ Pro ხაზს ავითარებს. iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max აღჭურვილია 12GB ოპერატიული მეხსიერებითა და სამმაგი კამერების სისტემით. Pro Max ვერსიას გაუმჯობესებული ტელე-ფოტო ლინზა და სხვა აიფონებთან შედარებით შესამჩნევად უფრო მძლავრი ელემენტი აქვს.

დღეს ეს მოდელი ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია კონტენტის შემქმნელებისთვის. ოპერაციული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი კი მას Apple-ის ციფრულ ეკოსისტემაში უპირობო ლიდერის პოზიციას ანიჭებს.

თუმცა სერიის მთავარი სიურპრიზი iPhone 17 Air აღმოჩნდა. ეს Apple-ის სმარტფონების სრულიად ახალი ვარიანტია, რომლის მსგავსი წინა სერიებს არ ჰქონიათ. ტექნიკური თვალსაზრისით, Air მოდელი დგას სტანდარტულ და Pro მოდელებს შორის. თუმცა რაც ნამდვილად გამოარჩევს მას - დიზაინია. მოდელი ულტრათხელია, აქვს დაახლოებით 6 მილიმეტრი სისქის კორპუსი, რაც არანაირად არ ზღუდავს მის სიმძლავრეს. Air იგვე A19 Pro ჩიპით არის აღჭურვილი, რაც უფრო მძლავრ მოდელებს და 6.6-ინჩიანი ProMotion ეკრანი, რომელიც ზუსტად გადმოსცემს გამოსახულების ვიზუალს. თხელი დიზაინის შესანარჩუნებლად, მას მხოლოდ ერთი, 48-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. ეს მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ერგონომიკა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე კამერების რაოდენობა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ბაზარს სმარტფონების ეს ინოვაციური სერია გააცნო. როგორც Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული რესელერი, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას, არამედ საერთაშორისო გარანტიასა და ავტორიზებული სერვისცენტრის მხარდაჭერას.

ავთენტური ტექნიკის შეძენა გონივრული, გრძელვადიანი ინვესტიციაა ხარისხში, რაც ამცირებს გაუთვალისწინებელ რისკებს. iPhone მფლობელს წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება. მთავარია, სწორად შეარჩიო iPhone 17-ის ის მოდელი, რომელიც შენი ცხოვრების სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება.

#განახლებისდროა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი