საზოგადოება

Alphatech- ის ჭკვიანი ტექნოლოგიები თქვენი უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტია

ავტორი: „თბილისელები“ 19:37 03.10

ზურა ხაინდრავა
დაკოპირებულია

7 წლის წინ ქართულ ბაზარზე ჭკვიანი კამარები გამოჩნდა, რომლის შემოტანის იდეაც შპს „მარდიერის“ დამფუძნებელს, რომელიც ბაზარზე კომპანია Alphatech –ის სახელითაა ცნობილი, ბატონ ზურაბ ხაინდრავას ეკუთვნის. ჭკვიან კამერებზე წლების განმავლობაში მოთხოვნა იზრდებოდა და ბატონი ზურას აზრით, მალე ისინი მთლიანად ჩაანაცვლებს დაცვის სამსახურს.

ზურაბ ხაინდრავა (შპს „მარდიერის“ დამფუძნებელი): მთელი ცხოვრება უსაფრთხოების სფეროში ვმუშაობდი, სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კერძო სექტორში გადავედი, მოგვიანებით დავიწყე უსაფრთხოების სისტემების შემოტანა საქართველოში, wifi სისტემების ერთ-ერთი პირველი შემომტანი ვარ, თითქმის ყველა wifi კამერა რაც საქართველოშია, მე და ჩემმა ჯგუფმა შემოვიტანეთ და დავნერგეთ.

რა პერიოდში დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი და რა ტემპით განავითარეთ?

–ყველაფერი იმით დაიწყო რომ 2017 წელს საკუთარი საჭიროებისთვის ვიყიდე ვიდეო კამერა, აღმოჩნდა, რომ გამყიდველმაც არ იცოდა მისი რეალური ფუნციები, შევისწავლე კამერის ყველა შესაძლებლობა და გადავწყვიტე, ეს საქმე ბიზნესად მექცია. ერთი კამერით დაწყებული ისტორია წარმატებულ ბიზნესად განვავითარე. მეორე კამერა საქართველოში აღარ მიყიდია, უკვე თავად ჩამოვიტანე, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და რა სჭირდებოდა ბაზარს. პირველივე წუთიდან დღემდე თავად ვარ ჩართული საქმეში და თითოეულ დეტალს ვაკონტროლებ. პირადი კონტაქტი მაქვს მომხმარებლებთან, თითოეული მათგანის საჭიროებას ზუსტად შევისწავლით და ამის მიხედვით ვთავაზობთ შესაბამის მოწყობილობას.

–რა ფუნქციები აქვს ჭკვიან კამერას?

_ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით ბევრად უფრო მარტივია ჩვენი საკუთრების დაცვა. როგორც კი მოძრავი სხეული გადაკვეთს კერძო საკუთრების პერიმეტრს ჭკვიანი კამერა იძლევა რეაგირებას, ხმოვანი სიგნალით, შუქის ანთებით, გადადის დევნის რეჟიმზე და ობიექტის გადაადგილების მიხედვით იწყებს მოძრაობას, აფიქსირებს, ინახავს და გაწვდით მასალას. რაც ძველი სისტემების საშუალებით შეუძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანზე მეტად ჭკვიანები არიან, არც ეძინებათ და არც ოჯახური პრობლემები აწუხებთ, ადამიანი შეცდომისგან არ არის დაზღვეული, ხოლო ტექნიკა თუ გამართულია, ის უშეცდომოდ მუშაობს.

–პირველებმა შემოიტანეთ ვაიფაი კამერები, თუმცა თქვენს მერე ბევრმა სცადა ამ კუთხით მუშაობა

_wifi კამერების გავრცელება საქართველოში ნამდვილად ჩვენი დამსახურებაა, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობს ქვეყანაში შესაბამისი ლიცენზია რომელიც ყველას არ მისცემს ამ ტიპის ტექნიკის შემოტანის საშუალებას, ბევრმა დილეტანტმა დაიწყო ამ კუთხით მუშაობა.

მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ გაზრდილია ჩვენი მუშაობის არეალი, მახარებს ის ფაქტი, რომ აფხაზეთშიც ვაგზავნით ჩვენს ჭკვიან კამერებს,

–როგორი დამოკიდებულება იყო 2017 წელს, როცა იწყებდით ამ საქმეს?

–ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს რომ მისი საკუთრებისთვის აუცილებელია ვიდეო კონტროლი, 2017 წელს ამის აუცილოებლობა არ ჰქონდათ გააზრებული ადამიანებს, აბსოლუტურად შეცვლილია ამ კუთხით ვითარება.

გარდა უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის შიდა სამზარულოს კონტროლი, მაგ: ნებისმიერ ობიექტზე, სადაც დგას ვიდეოკამერა, კონსულტანტის ქცევა განსხვავებულია ისეთი ობიექტებისგან, სადაც არ არის დამონტაჟებული კამერა. როდესაც სახლში ძიძებისთვის ან ოჯახის დამხმარე პერსონალისთვის კონტროლისთვის სურთ კამერების დამონტაჟება, ხშირად არის მოთხოვნა რომ კამერა იყოს ფარული, მაგრამ ჩვენ ფარული აუდიო – ვიდეო თვალთვალის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, ადამიანი ვინც იმ ტერიტორიაზე შედის, აუცილებლად უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული.

–შეძლებს ჭკვიანი კამერა დაცვის სამსახურის ჩანაცვლება?

_ტექნოლოგიები ისე ვითარდება და ჭკვიანდება რომ მალე ადამიანების ჩარევა უსაფრთხოებაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, იმას რასაც ათი დარაჯი ვერ გააკეთებს ერთ ობიეტქზე, შეძლებს ერთი ჭკვიანი კამერა. რაც ძალიან დიდი ფინანსური დანაზოგია, ერთი თვის განმავლობაში რომ დაიქირავოთ ერთი დაცვის თანამშრომელი და გადაუხადოთ ხელფასი, ამ თანხით ისეთი დონის სისტემა აეწყობა, რომ ვერც ერთი დაცვის თანამშრომელი ვერ დაიცავს ისე ობიექტს. მნიშვნელოვანია რომ ეს ტექნოლოგიები უფრო და უფრო იაფდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

–თქვენი სისტემები მხოლოდ უსაფრთხოების კონტროლით არ გამოირჩევა

–დიახ, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სახლში ან ვმუშაობდეთ ოფისში და სხვა რეგიონში, ჩვენს კუთვნილ ნაკვეთში ვაკონტროლოთ სხვადასხვა აქტივობები, მაგ: აპლიკაციის მეშვეობით შეგვიძლია ჩავრთოთ და გამოვრთოთ წყლის მატორი, ვაკონტროლოთ წყლის დონე და ა.შ.

თავადაც საკუთარ აგარაკზე დამონტაჟებული მაქვს ჭკვიანი კამერა და აპლიკაციის მეშვეობით ვრწყავ ხეხილს, ვიცავ ობიექტზე უსაფრთხოებას. მობილურის ნაცვლად შემიძლია აგარაკზე მყოფ ადამიანებს კამერის საშუალებით ვესაუბრო.

გვაქვს ისეთი მოწყობილებებიც, რომლის მეშვეობითაც ერთი წერტილიდან ჰაერის მეშვეობით ინტერნეტს 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე მეორე წერტილზე მივაწვდინოთ.

–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

–ვაპირებთ დავნერგოთ ჭკვიანი დრონები, რომელიც აფრინდება დაათვალიერებს ტერიტორიას, დაჯდება და თავისით დაიტენება, საბოლოოდ ტექნოლოგიები მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანების ჩარევას.

ცხოველებისთვის, მანქანებისთვის, მეხსიერების პრობლემების მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის დავგეგმეთ ჯიპიეს სისტემები, ეს იქნება აქსესუარები, სადაც ჩამონტაჟებულია ჯიპიესი და როგორც კი აპარატი სახლის პერიმეტრს გაცდება ოჯახის წევრს შეტყობინებას უგზავნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა