საზოგადოება

ახალი „ლიბერთის“ ახალი წელი

№52

ავტორი: სოფი ლორია 13:30 04.01, 2022 წელი

ლიბერთი
დაკოპირებულია

„ლიბერთი“ ახალი პროდუქტების სერიას აგრძელებს ახლა უკვე საახალწლო შეთავაზებებით

წინასაახალწლო სამზადისი საქართველოს ყველა ქალაქში იგრძნობა. ბოლო წლებია, უკვე, ტრადიციისამებრ, ველოდებით სხვადასხვა სახის სადღესასწაულო აქციებს და ფასდაკლებებს ჩვენთვის სასურველ პროდუქტებზე. ყველა ჩვენგანი ცდილობს, საჭიროებების მიხედვით, ხელმისაწვდომი და ჩვენზე მორგებული შეთავაზება აღმოვაჩინოთ.

მაღალი სარგებელი ანაბრებზე, დაბალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, სპეციალური პირობები და ფულადი პრიზები – „ლიბერთის“ ახალი წელი საბანკო პროდუქტებზე მომხმარებელს საუკეთესო პირობებს სთავაზობს:

* სპეციალური პირობები სამომხმარებლო სესხზე (9,9% წლიური, 21,14% ეფექტური);

* გაზრდილი პროცენტი ყველა ტიპის ანაბარზე;

* უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე აშშ დოლარში;

* ფულადი პრიზები საერთაშორისო გზავნილზე;

* ფასდაკლება - 6% ოქროს სესხზე

ლიბერთის ახალი შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი სესხის დაფარვას მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაიწყებს. პირველი 500 მომხმარებელი კი 300 ლარამდე ქეშბექს მიიღებს.

განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს იპოთეკური სესხის აშშ დოლარში აღების შემთხვევაშიც. კრედიტის საპროცენტო წლიური განაკვეთი 3,8%-დან და ეფექტური 5,39%-დან იწყება. ეს პირობები ვრცელდება, როგორც ახალ იპოთეკაზე, ისე რეფინანსირების შემთხვევაში.

სარგებელი იზრდება „ლიბერთიში“ თანხის დაზოგვის შემთხვევაში. ყველაზე მაღალ სარგებელს მიიღებს ის, ვინც საახალწლო აქციაში ჩაერთვება ევროში გახსნილ ანაბარზე. საპროცენტო სარგებელი გაზრდილია სხვა ვალუტაში გახსნილ ყველა ტიპის ანაბარზეც.

„ლიბერთის“ ახალი წლის აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია 6%-იანი ფასდაკლება ოქროს სესხზე. ასევე ოქროს მაღალი ღირებულებით შეფასება და გადახდის მორგებული პირობების შეთავაზება.

„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” – ამ გზავნილითა და განახლებული პირობებით „ლიბერთი“ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას. TOP 10 მომხმარებელი, რომელიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებს ან/და გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, 500 ლარით დასაჩუქრდება.

„ჩვენი სტრატეგია – ახალი „ლიბერთი“ ახალი ცხოვრებისთვის, რომელიც საზოგადოებას სექტემბერში გავაცანით, მოიცავს ადამიანებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას. გვჯერა, რომ წინასაახალწლო აქცია განახლებული და საუკეთესო პირობებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს მათზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული პირობებით“, – ამბობს „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

ახალი წლის აქციასთან ერთად „ლიბერთი“ თავის მომხმარებელს კიდევ ერთ – ქეშბექის საახალწლო აქციას სთავაზობს.

„ლიბერთის“ VISA ბარათის მფლობელები შეძლებენ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი 50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. „ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა ქეშბექი – 400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს (cashback.ge)

დამატებით, აქციის პერიოდში, „ლიბერთის“ ახალი საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის +10% ქეშბექი გავრცელდება „ახალი“ ბარათით გადახდისას.

ქეშბექის საახალწლო აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტები და აქციის თარიღებია:

27 დეკემბერი – „სეზონი“ – 50%;

28 დეკემბერი – „საპოვნელა“ – 50%;

29 დეკემბერი – „აზზატო“ – 50%;

30 დეკემბერი – Jungle fever JF Beauty studio – 40%.

აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, ერთ მომხმარებელზე დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო „მიდეასა და ბელჰაუსში“ – 1 000 ლარს.

აქციაში ჩართულ ობიექტებში „მიდეასა და ბელჰაუსი” და SEZONI.GE მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ადგილზე აიღონ „ლიბერთის“ VISA ბარათები.

„ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი, ვაჟა მენაბდე ამბობს, რომ ბანკმა წინასაახალწლოდ თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე გააუმჯობესა პირობები და შეთავაზებები. „იმედი მაქვს, ახლა უკვე ქეშბექის და VISA-ს ერთობლივი აქციით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. მინდა, მადლობა გადავუხადო VISA-ს და ჩვენს მეგობარ ობიექტებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ახალ წლამდე „ლიბერთის“ მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ“, – აღნიშნავს ვაჟა მენაბდე.

„ლიბერთიში“ ასევე ამბობენ, რომ საახალწლო აქციები „ლიბერთის“ ახალი გუნდის მთავარ მიზნებთან თანხვედრაშია – გაუმარტივოს და ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურება.

„ახალი „ლიბერთი“ – ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში „ლიბერთიმ“ ერთ-ერთი პირველი პროდუქტი – ახალი ბარათი ერთი თვის წინ წარადგინა. ყველაზე დაბალხარჯიანი და მაღალშემოსავლიანი ბარათით „ლიბერთი“ მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ და განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

წინასაახალწლო აქციებთან ერთად, „ლიბერთი“ უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს.

„ლიბერთის“ ახალი გუნდის სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკმა“ „ფარმადეპოსთან“ თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გააფორმა.

„ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 180-ზე მეტ აფთიაქში, 2 200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას ყოველდღიურად, გაუმჯობესებული პირობებით, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ.

სპეციალური ფასები გავრცელდება „ლიბერთის“ ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-სახსრების, დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

გარდა ამისა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტზე, როგორც სარეცეპტო, ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები, „ფარმადეპოს“ ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„ჩვენი გუნდი განაგრძობს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას და მარტივ მომსახურებას.

მოხარულები ვართ, რომ „ლიბერთის“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში, „ფარმადეპოსთან“ წარმატებული თანამშრომლობით შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს.

„ლიბერთის“ ახალი გუნდი, გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად, განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას“, – ამბობს „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

„ლიბერთის“ შეთავაზებები ამით არ სრულდება. ბანკი ახალ წლამდე მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს წარუდგენს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი