საზოგადოება

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

№18

ავტორი: სოფი ლორია 20:34 06.05, 2022 წელი

ლიბერთი
დაკოპირებულია

„ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის განახლებული საანაბრე სერვისები

ახალი „ლიბერთის“ სტრატეგიისა და ახალი გუნდის საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანები და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაა. შესაბამისად, მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება და მუდმივი უკუკავშირი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. საბანკო პროდუქტების მუდმივად განახლებითა და გამარტივებით „ლიბერთი“ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებს.

თინათინ ნეფარიძეს საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და „ლიბერთი ბანკში“ საცალო ბიზნესმიმართულებაში საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარტივი, ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტების და მათ შორის, ისეთი საანაბრე პროდუქტების შექმნა, რომელიც მაღალი სარგებლით იქნება გამორჩეული და ჩვენი მეანაბრეების ქცევასა და საჭიროებებზე მორგებული. მუდმივი წამახალისებელი აქციებით კი ვცდილობთ, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და გავზარდოთ მათი კმაყოფილება და ლოიალობა. მაგალითად, „ლიბერთის“ შემნახველი ანაბრის პირობები, ბაზარზე არსებულ პირობებთან შედარებით, მოქნილი და უნიკალურია. ჩვენს მეანაბრეებს ყოველდღიურ ნაშთზე უგროვდებათ სარგებელი, მაშინ როცა სხვაგან სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურ მინიმალურ ნაშთზე ხორციელდება.“ – თინათინ ნეფარიძე, „ლიბერთის“ საცალო ბიზნესმიმართულების საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

ვადიან და მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების გარდა „ლიბერთის“ მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ისარგებლოს ზრდადი დაგროვების სერვისით – „ყულაბა“. ეს არის „ლიბერთი ბანკის“ მარტივი საბანკო პროდუქტი, რომელიც სრულად ასახავს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა ტიპის კლიენტის ქცევაზეა მორგებული როგორც ციფრულ ასევე, ტრადიციულ არხებში. „ლიბერთის“ მომხმარებელს შეუძლია, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი, დაგროვების ოთხი გზიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად და დაგროვებული თანხა ავტომატურად მოხვდება მის „ყულაბაში“: ქეშბექიდან დაბრუნებული თანხა დამრგვალდება, რაც გულისხმობს გადახდილ და დამრგვალებულ თანხებს შორის სხვაობის „ყულაბაში“ ავტომატურ გადარიცხვას, რომლის გაორმაგება, გასამმაგება ან გახუთმაგებაც კი შესაძლებელია. ფიქსირებული თანხა, რომელიც ყოველი გადახდისას „ყულაბაში“ აღმოჩნდება თარიღის და თანხის წინასწარ განსაზღვრა ამასთან ერთად მომხმარებელი მიიღებს დამატებით სარგებელს დარიცხული პროცენტის სახით.

ელენე ჩუბინიძეს, საბანკო სექტორში სხვადასხვა მიმართულების 16-წლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან კი „ლიბერთის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკების განვითარებას ხელმძღვანელობს.

„თანამედროვე სამყაროში ფულის დაგროვება რთულია და ახალი პროდუქტის შექმნისას, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გაგვემარტივებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის დაგროვების პროცესი. შეიქმნა მოქნილი „ყულაბა“ – თანამედროვე საანაბრე საბანკო სერვისი, რომელიც ფულის ხარჯვასთან ერთად, მის დაგროვებას ითვალისწინებს. მომხმარებელს შეუძლია, დაისახოს დაგროვების კონკრეტული მიზანი და აკონტროლოს დაგროვილი თანხები და ასევე, თუ რამდენი პროცენტით შესრულდა თანხის დაგროვების გეგმა მიზნის მისაღწევად. „ყულაბის“ დახმარებით ხარჯავთ და პარალელურად, ავტომატურად აგროვებთ ფულს საკუთარი მიზნებისა და სურვილებისთვის. სულ რამდენიმე თვეა რაც „ყულაბა“ გაეშვა და ჩვენს მომხმარებლებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს“. – ელენე ჩუბინიძე, „ლიბერთის“ ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსი.

„ლიბერთი ბანკი“ სიდიდით მესამე სისტემური ბანკია და შესაბამისად, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაშია ჩართული. ეს გულისხმობს, რომ თითოეული ანაბარი ავტომატურად დაზღვეულია. „ლიბერთი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი