საზოგადოება

აიღე სესხი ონლაინ ყველაზე სწრაფად -  მოქნილი და კომფორტული სერვისი ევროკრედიტში

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 12:52 09.11, 2023 წელი

ევროკრედიტი
დაკოპირებულია

სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი - რა შეიძლება გაგვახსენდეს თუ არა სერვისი, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და ბიზნესის გამოწვევებს ზედმიწევნით პასუხობს. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებითა და საქმიანი მოტივით, ევროკრედიტმა, ჯერ კიდევ 2011 წელს, საქართველოს ბაზარს  ონლაინ სესხი შესთავაზა.

ონლაინ სესხი საშუალებას გაძლევთ სესხის აღების მთელი პროცესი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად წარმართოთ. ეს შეიძლება ფულის სესხების ყველაზე მოსახერხებელი გზა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაიმე მიზეზით, კრედიტორი კომპანიების ფილიალებში მისვლას ვერ ახერხებენ.

ონლაინ სესხის აღება - ევროკრედიტის მოქნილი სერვისი

ევროკრედიტის ავტო სესხი და ბიზნესსესხის დისტანციურად აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დანიშნულებით, იქნება ეს ბიზნესისთვის თუ ავტომობილის შესაძენად. მას შემდეგ, რაც თქვენ ევროკრედიტის ვებგვერდზე www.eurocredit.ge წარმატებით შეავსებთ განაცხადს, სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ მანამ, სანამ კრედიტორი კომპანიის სესხის ოფიცერი დაგიკავშირდებათ. შეგიძლიათ დარეკოთ, ასევე, ნომერზე (032) 2 90 4000 და მიიღოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

იმისთვის, რომ ევროკრედიტმა სესხი დაგიმტკიცოთ, საკმარისია, მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეთ. განვიხილოთ ევროკრედიტის ავტოსესხი, რომელიც მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. მომხმარებელს ონლაინ ავტოსესხის მიღება დაბალი საკრედიტო რეიტინგის ქონის შემთხვევაშიც შეუძლია და ამავდროულად, კომპანია არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას. ეს ყველაფერი პროცესს უფრო მობილურს ხდის და იმისთვის, რომ სასურველი თანხა თქვენს ანგარიშზე უმოკლეს დროში გაჩნდეს, არ დაგჭირდებათ სხვადასხვა საბუთის მოსაძიებლად დიდი დროის დახარჯვა. ამ საქმიან თანამშრომლობაში, თქვენი უპირატესობაა, რომ სესხის პერიოდში ავტომობილი თქვენს სახელზე რჩება.

ავტოსესხის აღება ონლაინ რომ შეძლოთ, საკმარისია, აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს: იყოთ საქართველოს მოქალაქე და წარადგინოთ შესაბამისი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე დაგჭირდებათ ავტომობილის ტექ.პასპორტი; თქვენი ასაკი, საკმარისია, იყოს 21-იდან 75 წლამდე.

ამასთან, თუ გაქვთ სხვა ფინანსური ვალდებულება, შეგიძლიათ არსებული სესხის ევროკრედიტში გადმოტანა, რისთვისაც მინიმალური პროცედურების გავლა დაგჭირდებათ.

სესხის მიღება “ვოლიფეის” გამოყენებით - კიდევ უფრო მარტივი სერვისი

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ევროკრედიტმა “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით, რამდენიმე წლის წინ, ინოვაციური პროდუქტი დანერგა, რაშიც ავტოსესხის დისტანციურად აღება იგულისხმება.

ვოლიფეის მობილური აპლიკაციიდან, ევროკრედიტის მომხმარებელს შეუძლია ავტოსესხი განმეორებით მოითხოვოს სრულიად დისტანციურად ისე, რომ არ დასჭირდეს სერვისცენტრში მისვლა და მანქანის შეფასება. თანხასაც სულ რამდენიმე წუთში ვოლიფეის ბარათზე მიიღებთ. ვოლიფეის მასტერქარდ ბარათების გამოყენება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ბანკომატიდან თანხის გასანაღდებლად, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ განმეორებითი სესხის მიღება შეგიძლიათ „ვოლიფეის“ გამოყენებით დისტანციურად, არამედ სასესხო ლიმიტის ფარგლებში დამატებითი თანხის მიღება და სესხის სრული პროცესის მართვა.

ვოლიფეის გამოსაყენებლად, საკმარისია, გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია - ვოლიფეი iOS-ისთვის, ვოლიფეი Android-ისთვის და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

ევროკრედიტის ონლაინ სესხის უპირატესობები

თუ ევროკრედიტში ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ, რამდენიმე უპირატესობით ისარგებლებთ, რაც კომფორტსა და ნაკლები დროის დანახარჯს გულისხმობს. საქმე იმაშია, რომ ევროკრედიტს მაქსიმალურად ავტომატიზებული აქვს საოპერაციო პროცესები, რაც სესხის დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა უმოკლეს ვადაში, სესხის განხილვა და დამტკიცება 30 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ამასთან, ევროკრედიტი არ ითხოვს სესხის თანამონაწილედ თქვენი ოჯახის წევრის, ან მეგობრის ჩაყენებას. კომფორტი გულისხმობს თქვენზე მორგებულ გრაფიკსაც. ევროკრედიტის სესხის ოფიცერი დაგეხმარებათ, რათა შეადგინოთ ინდივიდუალურად მორგებული გადახდის გრაფიკი და პირობები.

ევროკრედიტში სესხის აღებისას საჩუქრად ავტოდაზღვევის ვაუჩერსაც გადმოგცემთ, რომლის მოცულობა 200 ლარამდეა განსაზღვრული. სხვადასხვა შეთავაზების სანახავად, თვალი ადევნეთ კომპანიის სოციალური მედიის გვერდებს.

მაშასადამე, თუ სწრაფი ონლაინ სესხი გჭირდებათ, ევროკრედიტი საუკეთესო გამოსავალია. პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში, რადგან ამის შესაძლებლობა დისტანციურად, თქვენი სმარტფონის გამოყენებით შეგიძლიათ. ზუსტად ამ კომფორტს და ხელმისაწვდომობას ვგულისხმობთ ევროკრედიტში, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთან სესხის აღება ბარიერების გარეშე შეგიძლიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა