შოუბიზნესი

თაკო მელიქიშვილი: რაც ახალ პროფესიას დავეუფლე, უფრო მეტად მიყვარს ჩემი დაბადების დღე

№51

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 30.12

თაკო მელიქიშვილი
დაკოპირებულია

ამბობენ, ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში რასაც ადამიანი გულით ისურვებს, აუცილებლად ახდებაო. თუმცა, იმ სურვილსაც, რომლის ახდენაც გვსურს, ჩვენი მხრიდან ცოტა წახმარება სჭირდება. ბევრისგან გამიგია, რომ ნაძვისხის ტოტზე დაკიდებულ კონკრეტულ ნივთს, მისთვის მოულოდნელი სიხარული მოუტანია, კონკრეტული თილისმის ტარებას – წარმატება და ასე შემდეგ. თაკო მელიქიშვილი, რამდენიმე წელია, რაც ციფრული ფსიქოლოგიით დაინტერესდა, ჩვენ მას დავუკავშირდით და სწორედ ამ კუთხით ვთხოვეთ საახალწლო რჩევების მოცემა.

თაკო მელიქიშვილი: დეკემბერი ჩემთვის ჯადოსნური თვეა. ახალი წელი კი – ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დღესასწაული. მეც ზამთრის თვეში, იანვარში ვარ დაბადებული და საახალწლო სამზადისის მერე, ახალი წელი რომ დგება, შემდეგ – შობა, ძველით ახალი წელი, მერე მოდის ჩემი დაბადების დღე – 24 იანვარი და ჩემთან, ფაქტობრივად, იანვრის ბოლოს სრულდება საახალწლო ეიფორია. სხვათა შორის, განსაკუთრებით ეს 2 წელია, რაც ახალ პროფესიას, ციფრულ ფსიქოლოგიას დავეუფლე, უფრო დავაფასე საკუთარი თავი, უფრო მეტად შევიყვარე და ჩემი დაბადების დღეც უფრო მეტად მიყვარს.

დეკემბრის თვე კი, ზოგადად, ასოცირდება იმასთან, რაც მთელი ერთი წელი გავიარე. თუნდაც, ციფრული ფსიქოლოგიით, სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. ერთი სიტყვით, ციფრული ფსიქოლოგიის სწავლამ ძალიან შემცვალა, უფრო უკეთ შევიცანი ჩემი დანიშნულება და მისია – რატომ და რისთვის ვარ ამქვეყნად, უფრო მეტად დავაფასე საკუთარი თავი და სული და თავისთავად, ციფრული ფსიქოლოგია დამეხმარა, მქონდეს სწორი კომუნიკაცია ადამიანებთან.

– ციფრული ფსიქოლოგიით, რა მისიით მობრძანდება 2026 წელი, წითელი ცხენის წელიწადი?

– ციფრული ფსიქოლოგიით, 2026 წელი მზის ენერგიის წელია. მომავალი წელი იქნება ახალი ციკლის დასაწყისი. 2025 წელი იყო ძალიან რთული. ეს სირთულე თითქმის ყველა ადამიანს შეეხო და თავადაც ერთი სული მაქვს, როდის გავა და დასრულდება 9-წლიანი ციკლი. ცეცხლოვანი, წითელი ცხენის წელი, აღმოსავლური კალენდრით, 17 თებერვალს მოდის. ცხენი თავისუფლების, სიჩქარის, გაფართოების, ძალის, რისკის სიმბოლოა და ერთ ადგილას დგომა დაუშვებელი იქნება. ვისაც არ ეშინია ცვლილებების, მისთვის წარმატებული წელი იქნება. რომ მეკითხებიან, რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება ეს წელი კარგიო, მინდა, მათ თქვენი ჟურნალის საშუალებით, გავცე პასუხი: 2026 წელი იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის წარმატებული, თუ ის არ გაჩერდება ერთ ადგილას და იქნება მოძრაობაში, არ ეშინია ცვლილებების. ახალი ცხრაწლიანი ციკლის დასაწყისი ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, რომელიც შემდეგი ცხრა წელი იქნება პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაზე, თითოეულ სფეროზე.

– რა მოიაზრება მომავალი წლის თილისმად, რომ მისი ტარება ფინანსურად, სასიყვარულო სფეროსთვის თუ ზოგადად, წარმატებული ცხოვრებისთვის დადებითი შედეგის მომტანი იყოს? და, რა უნდა დავკიდოთ ნაძვისხეზე, რომ კონკრეტული სურვილები ახდეს?

– 20 დეკემბერს იყო ახალმთარეობა და ამას მოჰყვა მზარდი მთავარის პერიოდი, როცა კარგია ნაძვისხის მორთვა. მართალია, ბევრმა მანამდე მორთო, მაგრამ ნაძვისხის მორთვა საუკეთესოა 22 რიცხვიდან, რადგან, როგორც მთვარე იზრდება, ისე გაიზრდება ადამიანების ფინანსები, შესაძლებლობები, სიყვარული. რადგან მზის ენერგიის წელი მოდის, კარგია ნაძვისხეზე მზის სიმბოლოს დაკიდება, თილისმად კი საუკეთესოა ნალი, რომელიც ზემოთ არის გახსნილი. თუ მას, ზედა მხარეს გახსნილს, ძეწკვზე დაჰკიდებთ და ატარებთ მთელი წელი, საუკეთესო დამცავი, თილისმა და წარმატების მომტანი იქნება. ასევე, კარგია ოქროსფერი და მწვანე ქვა, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ფინანსური კეთილდღობისთვის, ასევე, კარგია კაქტუსის ან ხის სიმბოლო. ნაძვისხეზე, კი ის სიმბოლო უნდა დავკიდოთ, რისი მოზიდვაც გვინდა. მაგალითად, თუ გინდათ სახლის შეძენა, დაკიდეთ ტოტზე სახლის სიმბოლო ან გასაღები. მანქანა თუ გინდათ – სათამაშო მანაქანა. თუ ფული გინდათ, გარკვეული კუპიურა მოათვსეთ. სჯობს ნაძვისხე სადად იყოს მორთული და რადგან მზის ენერგიის წელი მოდის, სჭარბობდეს ოქროსფერი. ასევე, კარგია ნაძვისხეზე ნალის დაკიდება. ვისაც ბავშვი უნდა, საწოვარა უნდა დაჰკიდოს, სიყვარულის მოზიდვა ვისაც უნდა – ანგელოზის ან ვარდისფერი სათამაშო. ასე რომ, თუ კონკრეტული სურვილის ახდენა გინდათ, როდესაც ნაძვისხის მორთვას დაიწყებთ, ტოტზე პირველად ის სათამაშო ან სიმბოლო დაჰკიდეთ, რომელიც ამ სურვილის ახდენაში დაგეხმარებათ. სიმბოლოდ დაკიდებული კონკრეტული სათამაშო თუ ნივთი, იმ ენერგიის მატარებელია, რომელიც პასუხისმგებელია ოცნების ახდენაზე. კარგია, თუ სამ სხვადასხვა ფერის – ოქროსფერ, მწვანე და წითელ სანთელს დაანთებთ. წითელი ვნებაა, მწვანე ჯანმრთელობის კუთხით არის კარგი, ხოლო ოქროსფერი ფინასურ კეთილდღეობაზეა გათვლილი. ციფრული ფსიქოლოგიის თანახმად, რადგან 2026 წელი მზის ენერგიის მატარებელია, სუფრაზე კერძები უნდა დაალაგოთ მომრგვალებული; ანუ მზის ფორმით. ახალი წლისთვის მზადებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგიასა და ემოციას. კარგია, თუ ამ დროს სახლში იქნება სიმშვიდე, იჟღერებს წყნარი მუსიკა და საზეიმო სუფრას პოზიტიური, დადებითი ენერგიით გააწყობთ.

– უძველესი დროიდან, არსებობს საახალწლო რიტუალები, რომლებიც თითქოს, სურვილების ახდენაში გვეხმარება და რომელსაც ყოველი ახალი წლის ღამეს, 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე ვასრულებთ. რომელ საახალწლო რიტუალს გვირჩევ წელს?

– სურვილები რომ აგიხდეთ, 12 მანდარინი მოათვსეთ სუფრაზე და როცა 12 საათი ჩამოჰკრავს, აიღეთ ერთი ცალი, გაფცქვენით, იფიქრეთ სურვილზე და ისე მიირთვით. დანარჩენი 11 ცალი კი, სხვებს გაუნაწილეთ. სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ თაფლი და წყალი. 12 რომ ჩამოჰკრავს, სამი სურვილი ჩაიფიქრეთ და მიაყოლეთ სამი ჩაის კოვზი თაფლი. ანუ ჩაიფიქრეთ ერთი სურვილი, მიირთვით 1 კოვზი თაფლი, მერე – მეორე და მერე – მესამე.

ეს რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ ფინანსებზე, ჯანმრთელობასა და სიყვარულზე, ანუ ეს სამი სურვილი ჩაუთქვათ. ასევე, კარგი იქნება, თუ სახლს 31 დეკემბრამდე დაალაგებთ და სახლიდან ძველ ნივთებს გაიტანთ. განსაკუთრებით, ეს ეხება გაბზარულ და გატეხილ ნივთებსა და ფეხსაცმელებს, რომლებიც ცუდ დღეებს გახსენებთ. ასეთი ფეხსაცმელი აუცილებლად მოიშორეთ. და, თუ სახლში გაქვთ გაჩერებული საათი, თუნდაც ანტიკვარული, აუცილებლად შეაკეთეთ ან, თუ არ კეთდება, გაიტანეთ სახლიდან. ყვავილები კი, რომლებიც არ ხარობენ, 2026 წელს სახლში არ უნდა შეხვდეს. აგრეთვე, გადაყარეთ უვარგისი პარფიუმერია. თუმცა, რომელსაც თქვენ არ იყენებთ, მაგრამ ვადაგასული არაა და კარგია, გააჩუქეთ. თუ სივრცე არ გავათავისუფლეთ, ჩვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია ვერ შემოვა. და კიდევ, კარგი იქნება, თუ ახალ წელს ოქროსფერ სამკაულებს გაიკეთებთ.

– ყოველ ახალ წელს ახლობლები ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებენ. ამ მხრივ, რაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ საჩუქარმა მის მომავალ მფლობელს ფინანსური წარმატება და იღბალი მოუტანოს?

– საუკეთესოა ფულის ჩუქება, ოღონდ ხელში არ მიწოდოთ და თქვით: გავცემ და ვიბრუნებ ორჯერ მეტს! ფულს რომ უშვებთ, უკან გაორმაგებულად დაბრუნების შანსიც უნდა მისცეთ. ასევე, კარგია საფულის ჩუქება, რომელშიც აუცილებლად იქნება ფულის კუპიურა. სხვათა შორის, წელს ყველაზე კარგი თილისმაა, საფულით ატაროთ ორდოლარიანი, რომელიც გადაკეცილი იქნება სამკუთხედად. კარგია, საყვარელ ადამიანებს საჩუქრად შეურჩიოთ სამკაულები ოქროსფერ-მზის ფერში.

ციფრული ფსიქოლოგიით კი, საუკეთესო მეკვლე იქნება ადამიანი, ვინც დაიბადა 1, 10, 19 და 28 რიცხვში. ზოგადად, 2026 წელს ყველა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს აქვს წარმატების შანსი, თუ ის იქნება მოძრაობაში, არ შეუშინდება სიახლეებს და არ იქნება ერთ ადგილას გაჩერებული. გახსოვდეთ, რომ მოქმედებითა და საქმის სიყვარულით კეთებით, პატარ-პატარა ნაბიჯებით იმ დიდ ნაბიჯთან მიხვალთ, რაც მიზანთან ახლოსაა. თუ ადამიანმა მოინდომა და არ შეეშინდა, ყველაფერი კარგად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი