შოუბიზნესი

როგორ ემზადება მარიამ ელიეშვილი დედობისთვის და რით ანებივრებს მას მეუღლე

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.05

კახაბერ შარტავა
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი პირველი შვილის მოლოდინშია. მარიამმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც მისი ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვეთ და რასაც უამრავი დადებითი კომენტარი და განსაკუთრებით თბილი გამოხმაურება მოჰყვა.

მარიამ ელიეშვილი: დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მთელ საქართველოს, ჩემს მსმენელებს, ჩემს თითოეულ გულშემატკივარს შორეული ამერიკიდან. დიდი მადლობა თქვენ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, დიდი მადლობა ყველა ადამიანს თბილი სიტყვებისა და დალოცვისთვის, რომელსაც უანგაროდ იმეტებენ ჩემთვის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მათ სიყვარულს მუდმივად ვგრძობ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფოტო გამოვაქვეყნე ჩემს სოციალურ ქსელში, ეგრეთ წოდებულ, „სთორიზე“ და უამრავი ადამიანისგან მივიღე უდიდესი სითბო, სიყვარული და მოლოცვა მომავალ დედობასთან დაკავშირებით.

დიახ, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია, რაც ყველა ქალის ცხოვრებაში გამორჩეულია. შვილის მოლოდინი საოცარი შეგრძნება ყოფილა. ალბათ, ყველა დედიკო გამიგებს. ეს შეგრძნება პირველად მაქვს, დედა პირველად ვხვდები და უფლის მადლიერი ვარ. ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.

– როდის ელოდებით პატარას დაბადებას?

– უკვე ძალიან მალე. ჩემი ორსულობის მესამე ტრიმესტრია და ჩვენი პატარა მალე დაიბადება.

– მისი სქესი გაიგეთ?

– კი, პატარა ბიჭუნას ველოდებით. განსაკუთრებული პერიოდია, ამის ახნა ბოლომდე შეუძლებელია. ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივარ. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ, დადებითი ემოციებით დავიმუხტო, პოზიტიური განწყობა მქონდეს და მთელი ორსულობა ასე გავატარო. ღმერთის წყალობით, ორსულობა საკმაოდ ბედნიერად მიმდინარეობს, პრობლემების გარეშე.

ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეუღლეს, გიორგის, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მშვიდი და ლაღი იყოს. ნებისმიერი პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად აქვს გაზიარებული და გვერდში მიდგას და ყველაფერში ჩართულია. შესანიშნავი მეორე ნახევარია. მოგეხსენებათ, ბავშვის მოლოდინში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ის არცერთ მომენტს არ ტოვებს: იქნება ეს ექიმთან კონსულტაცია, სახლის მომზადება თუ ტანსაცმლის შერჩევა ჩვენი პატარასთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ცდილობს, არცერთი წამი არ დაკარგოს და ეს პერიოდი მაქსიმალურად შემიმსუბუქოს.

მეც საკმაოდ აქტიური ვარ. მესამე ტრიმესტრშიც ვცდილობ, არ მოვდუნდე ამ თვალსაზრისით. თუმცა, ბუნებრივია, რომ ორგანიზმს დასვენებაც სჭირდება და ჩემი მეუღლე ყველანაირად მიწყობს ხელს.

– როგორ შეიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და როგორ გახსენდება იმდროინდელი ემოციები?

– ვერ აღვწერ, იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო. აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავიგე, რომ პატარა გვეყოლებოდა. ჩემს საქორწილო ფოტოებში, ოდნავ უკვე მეტყობოდა პატარა მუცელი და სხვათა შორის, ახლა უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ, ეს აზრი გაუჩნდათ კიდეც (იცინის). ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა. ქორწილის ფოტოები და ვიდეო ისედაც ხომ ძალიან დასამახსოვრებელი და ძვირფასია ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის – კიდევ უფრო მეტად, რადგან უკვე სამნი ვიყავით. ეს ჩვენი ოჯახებისთვის დიდი ბედნიერებაა. მინდა, ყველა წყვილს, ვისაც შვილის ყოლა უნდა, ვუსურვო თავიანთი სიყვარულის გაგრძელება ჯანმრთელ და ბედნიერი პატარაში.

– მეუღლეს როგორ უთხარი ამის შესახებ?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ სქესის გაგების ცერემონიალიც მხოლოდ ჩვენთვის გაგვეკეთებინა, ანუ პირველებს ჩვენ გაგვეგო, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. წარუშლელია ეს ემოციები. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რაც სხვა წყვილს არ გამოუცდია. ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა და ახლა უდიდესი სიხარულით ველოდებით ჩვენს პატარას.

– როგორ შეგცვალა ფეხმძიმობამ?

– არ მაქვს რთული ან პრეტენზიული ფეხმძიმობა. თუ რამე მომინდება, გიორგი მაქსიმალურად მიწყობს ხელს, მაგრამ რომელიმე კერძის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება ან განსაკუთრებული სურვილი არ მქონია. ვცდილობ, არ ვიკვებო ორი ადამიანის ულუფით. რამდენსაც ორგანიზმი მთხოვს, იმდენს ვიღებ. ორსულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვიმატებ, მაგრამ რამდენადაც ჩემზეა დამოკიდებული, ვცდილობ, იმდენი არ მოვიმატო, რომ შემდეგ დაკლება ძალიან გამიჭირდეს. უცნაური სურვილები და მოთხოვნები საერთოდ არ მაქვს. თუ რამე მომნატრებია, გიორგის გული არასდროს დაუწყვეტია. საბედნიეროდ, არც ტოქსიკოზი მქონია. ხანდახან შეიძლება, უცებ რაღაც მომინდეს, მაგრამ შემაწუხებლად – არა. ყველაფერი მშვიდად მიდის.

– ხასიათი თუ შეგიცვალა ფეხმძიმობამ?

– დიდად ვერ ვატყობ. შესაძლოა, ამას ისიც განსაზღვრავს, რამდენად გეხმარება ამ პერიოდის განმავლობაში მეორე ნახევარი, როგორ გიდგას გვერდში. ჩემი აზრით, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ადამიანი ცდილობს, მშვიდი გარემო შეგიქმნას, ყოფითი საკითხები მოაგვაროს, ყველაფერზე შენ არ გიწევდეს ზრუნვა და ფიქრი, ორგანიზმიც უფრო მეტად მშვიდია და ემოციური ფონიც. რა თქმა უნდა, როდესაც ფიქრობ, რომ მალე დედა ხდები, აცნობიერებ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, გინდა, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ძალიან კარგი დედა იყო, რომ შვილს არაფერი მოაკლო და ასე შემდეგ, ეს ემოციური ფიქრებია, მაგრამ თუ ამას არ ჩავთვლით, ვერ ვიტყვი, რომ დიდად შევიცვალე. დედობრივი შეგრძნებები ნელ-ნელა ღვივდება და გონება უკვე სხვა მიმართულებით იწყებს აზროვნებას. სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტად სენსიტიური გავხდი.

ვცდილობ, პატარას სიმღერები მოვასმენინო, აქედანვე შევაყვარო მუსიკა. უსმენს დედიკოს თუ მისი კოლეგების სიმღერებს, ამით მეც ვიქმნი ხასიათს და ვფიქრობ, რომ მასაც ვუქმნი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა