შოუბიზნესი

ნინო ჟვანია: დათოსთვის ერთადერთი მესაიდუმლე ვარ

№21

ავტორი: ნონა დათეშიძე 54 წუთის წინ

ნინო ჟვანია
დაკოპირებულია

ამბობენ, როცა სამყაროში ენერგეტიკულად ერთნაირი ორი ადამიანი პოულობს ერთმანეთს და იწყებენ თანაცხოვრებას, ასეთ ოჯახებში ყოველთვის ურთიერთგაგება, სიმშვიდე და იდილია სუფევსო. ნინო ჟვანიამ და დათო ევგენიძემ ერთმანეთს ბედი 21 წლის წინ დაუკავშირეს, მას შემდეგ, ბევრი წინაღობა გადალახეს, პრობლემები დაძლიეს და მიუხედავად რთული მომენტებისა, ერთმანეთთან კავშირი არ დაარღვიეს.

ნინო ჟვანია: ბედნიერი ქალი ნამდვილად ვარ, მყავს ორი შვილი – ბიჭები, მყავს მეუღლე, დედა, მამა, საყვარელი ადამიანები გვერდით. ასე რომ, თუ მკითხავთ, ვარ თუ არა ბედნიერი ქალი, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ოჯახში გამიმართლა, არაჩვეულებრივი დედ-მამა მყავს და არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქეს. მთელი ჩემი ბავშვობა სავსე იყო ბედნიერებით. ფერადი ბავშვობა მქონდა, რომელიც რადიკალურად უცებ შეიცვალა ომით. მე სოხუმიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა. თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ზაფხულში დავბრუნდი და დაიწყო ომი.

– რთული იყო სოხუმიდან უცხო გარემოში, დედაქალაქში ჩამოსვლა და ადაპტაცია?

– სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა თბილისი, სოხუმში მხოლოდ ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, დანარჩენი ყველა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აქ, თბილისში ცხოვრობდა. ამიტომ, ნამდვილად არ გამჭირვებია ჩემს საყვარელ ქალაქში სწავლის გაგრძელება. ჩემი ბავშვობის მეგობრები, ფაქტობრივად, დავკარგე, რადგან აფხაზეთის ომის შემდეგ მთელს დედამიწას მოედნენ. თუმცა, ბედისწერითაც გამიმართლა, რომ თბილისში კარგი ადამიანები გავიცანი, კარგ წრეში მოვხვდი. გამართლებები ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა, გული მწყდება, რომ უფრო მეტი რესურსი არ ჩავდე და სხვა გზით არ გავუშვი ეს ჩემი გამართლებები. თუმცა, ახლა ამაზე ფიქრიც დაგვიანებულია.

– კერძოდ, რას გულისხმობ?

– ვაღიარებ, ცოტა ზარმაცი ვარ და გული მწყდება, რომ ჩემი გამართლებები შრომაში არ ჩავდე. ეს ჩემი ცუდი თვისებაა და რაც მეტად გავიზარდე და წლები მომემატა, მივხვდი, ჩემი ზარმაცობა ცოტა ხელს მიშლის. ვნანობ, რომ მეტად არ ჩავდე ჩემს თავში რესურსი, მეტად არ განვვითარდი. კარიერისტი არ ვარ, ახლაც რეალიზებული ვარ, თუმცა, მეტად განვითარება შემეძლო განათლების კუთხით. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ტელევიზიებში მიმუშვია და დათოს რომ ცოლად გავყევი, ტელევიზიიდან წამოვედი.

– არ ნანობ, რომ სამსახურს დაანებე თავი?

– დათო ევგენიძეს გავყევი ცოლად, ჩვეულებრივ ადამიანს ხომ არა? (იცინის) ვიცოდი, ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით რადიკალურად შეიცვლებოდა, მზად ვიყავი. დროც მქონდა გამეაზრებინა, ეს ნაბიჯი რომ გადამედგა.

– შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ადამიანის გვერდით?

– დათოს გვერდით ნამდვილად შეიცვალა, 30 წლის ასაკიდან სულ სხვანაირად დავიწყე ცხოვრება. სხვათა შორის, დათო 17 წლის ასაკში გავიცანი. მე არ მახსოვს ის მომენტები კარგად, მაგრამ დათოს ახსოვს. საზოგადოებრივ არხზე ვმუშაობდი, დათო მოსული იყო თავისი მანქანით და მაშინ ვნახე. მერე, ივენთებზე, სხვადასხვა ადგილებში ვხედავდით ერთმანეთს.

– როდის გამოგიტყდა, რომ უყვარდი? და, როგორი აღმოჩნდა შემოქმედებითი ადამიანის გვერდით თანაცხოვრება?

– დათო, ზოგადად, პრანჭია კაცი იყო და შეეძლო გოგონებთან ურთიერთობა, ცოტა ზედმეტადაც. ვგრძნობდი, რომ ვესიმპათიურებოდი. ჩემთვის კი სასიამოვნო იყო, რომ დათოს ვიცნობდი. ბევრ გოგოს უყვარდა დათო, მაგრამ მისგან ნამდვილად არ მახსოვს ღალატი, თუმცა მახსოვს სხვა რაღაცები, მაგალითად ალკოჰოლი და თავადაც ხმამაღლა აღიარებდა, რომ პრობლემა ჰქონდა. უკვე 21 წელია, ერთად ვართ და საკმაოდ მძიმე, გიჟური, ბედნიერი და ყველაფრით მოცული ცხოვრება გავიარეთ, თუმცა ტრაგედიის გარდა. იყო გულისტკენები, სიხარულები, წყენები, მაგრამ ეს 21 წელი ერთმანეთის გარეშე არ გვიცხოვრია, თუ არ ჩავთვლით, ერთადერთ ათდღიან განშორებას, სადაც ისევ დათომ დათმო და გადმოდგა შერიგების ნაბიჯი.

– ნინო, როდის იდგა, ყველაზე რთული მომენტი თქვენს თანაცხოვრებაში?

– ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი საკმაოდ დიდი ხანი იდგა, დაახლოებით, 6 წელი, როცა დათო დაავადდა და ბოლოს, მივედით ღვიძლის ტრანპლანტაციამდე. ამ დროს ფსიქოლოგიურად მაგრდები, გაქვს მიზანი და მერე ჯადოქრობები ხდება. ზოგადად, ადამიანები ჯადოქრები ვართ და უნდა შეგვეძლოს ჩვენი თავის მართვა და მიმართვა. სურვილების ასრულებები ციდან არ ცვივა, რაღაცები ადამიანმა თავად უნდა აკეთო. სხვათა შორის, სულ მეუბნებოდნენ ძლიერი ქალი ხარო, მაგრამ ალბათ, როცა შენს უსაყვარლეს ადამიანს სჭირდები, სხვანაირად ვერ მოიქცევი. დათოს გარეშე, მართლა არ წარმომიდგენია ცხოვრება. ჩემთვის ის სულიერად უახლოესი ადამიანია. გავიარეთ ეს ურთულესი ექვსი წელი, სამი წელი გავიდა ტრანსპლანტაციიდან და უკვე რვა თვეა, კარგად ვართ. მანამდე კი, ორი ურთულესი რეაბილიტაციის პროცესი გადავიტანეთ, საავადმყოფოდან საავადმოყოფოში გვიწევდა ყოფნა. ამას გარდა, მანამდე იყო ვარიკოზი და მთელი ორი წელი შიდა სისხლდენებით გული მისდიოდა და ჩვენს სახლში სასწრაფო-სასწრაფოზე მოდიოდა და გადაგვყავდა საავადმყოფოში. საშინელებები გავიარეთ ორივემ ერთად, მაგრამ ახლა კარგად ვართ. დათო არის ადამიანი, ვისთანაც შემიძლია ნებისმიერ თემაზე მშვიდად საუბარი და ისიც ასეა ჩემთან. არ ვცხოვრობ ჩვეულებრივ ადამიანთან, რომელიც დილით საუზმობს, მერე მიდის სამსახურში, ცხოვრებაში რაღაცები აქვს დაგეგმილი. დათოს გვერდით დაუგეგმავად ვცხოვრობ და ამას ან შევეჩვიე, ან ასე მომწონს. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეა და ჩემთვის ძალიან კარგია დაუგეგმავი ცხოვრება დათოს გვერდით, მით უმეტეს, როცა ალკოჰოლიც გამოგვეცალა ცხოვრებიდან. აღმოჩნდა, რომ დათოს ძალიან ახლო მეგობრებიც კი არ იცნობენ კარგად და ალბათ, ვინც ამას წაიკითხავს, მიხვდება. საქართველოსთვის ამ ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ამის დავიწყება, უბრალოდ, გულსატკენია. გარდა ამისა, უამრავ ადამიანს დახმარებია და ეხმარება დღემდე, წამლით, პროდუქტით, თანხით და ასე შემდეგ. ბევრ რამეზე თქვა უარი და დარჩა თავის ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არ აქვს ის დამსახურება, რაც მას ეკუთვნის. თავისი ქვეყნის პატრიოტია. თავადაც სწყდება გული, რომ თავის ქვეყანაში, როგორც შემოქმედი, დაუფასებელია, სამაგიეროდ, სახალხო ადამიანია და ხალხის სიყვარული აქვს დიდი დოზით.

თან, რაც ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ნაკლებ დროში ხდება რეაბილიტაცია. მივედი, ვესაუბრე კლინიკის მენეჯერს, შემდეგ კლინიკის წარმომადგენელს, მათთან ენდოსკოპიური მაგრამ, ბარიატრია ბარტერით ჩამეტარებინა, უარი მივიღე, სამწუხაროდ უარი მივიღე რეკლამაზეც და ზოგადად, შეღავათზე ფინანსური კუთხით. ეს ოპერაცია 17 ათასი ლარი ჯდებოდა, თან, არცერთი დაზღვევა არ აფინანსებ, არც კერძო და არც სახელმწიფო. მეგონა, დაინტერესდებოდნენ, რადგან ამ მეთოდის შესახებ არ იცის ფართო საზოგადოებამ, ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩამიტარებდნენ და ამით იქნებოდა ჩემი შეთავაზება მათთვის მისაღები, თუმცა შევცდი. სხვათა შორის, ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ჩემს ტელეფონზე ზარი და ჩემდა გასაკვირად, დამირეკა კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენელმა. მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს, დაიბარეთ კლინიკაში და გავუკეთოთ რაც სჭირდება, ჩვენს კლინიკაში უსასყიდლოდ მოემსახურეთო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა. კონსულტაციაზე მივალ და აუცილებლად პირადად გადავუხდი დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი