რელიგია

ზრახვების შესახებ

№53

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 09.01

მოძღვარი, პასუხები
დაკოპირებულია

ერთხელ ავტობუსით ვმგზავროდი. რა ხდებოდა... ვიღაცამ მძღოლს უთხრა, მაგნიტოფონის ხმისთვის დაეწია, რათა დამხმარებოდა და ჩემი ხარისხისთვის პატივი მიეგო. მძღოლმა კი ხმას უფრო მოუმატა. ვლოცულობდი და სულაც არ მიშლიდა ხელს სიმღერები,რომლებიც მესმოდა. გონებაში გავიფიქრე: ღმერთო, დაგვიფარე და, თუ გზად უბედურება მოხდება და ჩვენს მანქანაში ხალხი დაშავდება: ერთს ფეხი მოსტყდება, მეორეს თავი გაუტყდება, ერთი ბავშვი ყვირის, მეორე დასახიჩრდა – როგორ გადავიტან ამ ყოველივეს ყურებას? დიდება შენდა, ღმერთო, – განვაგრძე ფიქრი, – სანამ ხალხი კარგად არის და საერთოდ, სიმღერის ხმა ისმის, მე კი ადამიანების ხმაურის საპირისპირო გამოვნახე – საკუთარი ფსალმუნები, ისინი თავისას აკეთებენ მე კი ვლოცულობ.

✔️
ყველაფერი კეთილი ზრახვებით მიიღეთ, სხვაგვარად არც იქნება.
✔️
დაე, ყველამ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენში გაბატონებული სული მოითხოვს, რომ ერთი სიტუაციას ძალით განაგებდეს და სხვის მდგომარეობაში არ შედიოდეს და არ თანაუგრძნობდეს. როცა ერთი ადამიანი მეორის ადგილას დგება, ყველაფერი სწორდება. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქალი მოხუცი დედამთილის მდგომარეობას გაითვალისწინებს და იფიქრებს, რომ ხვალ-ზეგ თავადაც გახდება დედამთილი, რძალი კი მას დახმარების ნაცვლად უხეშად დაელაპარაკება – განა თავადაც უდიერად არ ექცეოდა დედამთილს? იცოდეთ, რომ თუ ადამიანი სულიერად არ იქცევა, მაშინ სულიერი კანონები ამოქმედდება და, აი, რა მოხდება: ღმერთი ამ ადამიანს თავის სიყვარულს წაართმევს, რათა ამ ცხოვრებაში მოიძიოს მისგან ის, რისი ვალდებულებაც მას აკისრია.
✔️
საინტერესოა თხრობა კეთილ ზრახვებზე, რომლებსაც ცხოვრებისეული სირთულეები უნდა შეხვდეს. მამა პაისი ყვებოდა: 
„ერთხელ ერთი ჩემი ნაცნობი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქალაქის წყნარ ნაწილში, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა, გარკვეული ხნის შემდეგ იქვე ახლოს ავტოსარემონტო სახელოსნო ააშენეს, ცოტა მოგვიანებით კი დიდი პროსპექტი გაშენდა და ეს რაიონი სახალხო ცენტრი გახდა. გამუდმებული ხმაურისგან საბრალოს საერთოდ აღარ ეძინა. ერთხელ მოვიდა და მითხრა: „მამაო, როგორ მოვიქცე? სხვა სახლი ავიშენო? მაგრამ ამას როგორ გავაკეთებთ, როცა ხუთი შვილი გვყავს? რა ვქნათ? სიწყნარე აღარ გვაქვს“. ამრიგად, ამ ოჯახის მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო და იძულებულნი იყვნენ, დამაწყნარებელი აბები მიეღოთ.
ვუპასუხე, რომ გარემოებებს სულიერად არ უყურებდა. „ღმერთმა დაგიფაროს და ომი რომ დაწყებულიყო, შენ კი ამ სახლში დარჩენილიყავი საცხოვრებლად, მაგრამ შენი სიცოცხლე დაცული ყოფილიყო, მაშინ როგორ შეხედავდი ამ სახლს? ბუნებრივია, ღვთის უდიდეს წყალობას შენზე და შენს ოჯახზე უდიდეს კურთხევად მიიჩნევდი – გარეთ ხალხს დახოცავდნენ, შიგნით კი შენი ცხოვრება უსაფრთხო იქნებოდა, ახლა კი ლოგიკური დასკვნა გამოიტანე და თქვი: დიდება შენდა, ღმერთო! სატანკო კოლონები არ დადიან! მხოლოდ მანქანები დადიან და ხალხი სამსახურში მიიჩქარის. დიდება შენდა, ღმერთო! ომი არ არის. რამხელა წყალობაა! ასე რომ, ყველაფერს გააზრებულად უნდა შეხედო და  ღმერთი უნდა ადიდო“.
ბერი პაისი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...