რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდიდან არის შემოღებული მარხვა და როგორ იცავდნენ მას?

პასუხი: ეკლესიის მამების განსაზღვრებით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა, როდესაც უფალმა ადამს აღუკვეთა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის მირთმევა. ძველ აღთქმაშიც მრავალი მარხვის მაგალითია მოყვანილი. დავითი ფსალმუნებში არაერთხელ იმეორებს, რომ ის ხშირად ათანხმებდა ერთმანეთს ლოცვასა და მარხვას და უფლის წინაშე მარხვით იმდაბლებდა თავს. მოსეს დადგინებით, განწმენდის დღე მარხვასთან იყო დაკავშირებული. მაცხოვარმა სანამ ხალხთან გამოჩნდებოდა, აკურთხა მარხვა თავისი ორმოცდღიანი მარხვით უდაბნოში. წმიდა მოციქულთა საქმენიც პირველი ქრისტიანებისგან მარხვის მკაცრად დაცვის მრავალ მაგალითს გვთავაზობენ.

კითხვა: ჩემი პრობლემის გადასაჭრელად ორმა მოძღვარმა სხვადასხვა რჩევა მომცა. რამდენად კანონზომიერია ეს?

პასუხი: ეს სავსებით კანონზომიერია. შეიძლება, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ორივე მიგიყვანთ. ეს შეგვიძლია, შევადაროთ იმას, რომ შესაძლოა, ორმა ექიმმა სხვადასხვა მეთოდით უმკურნალოს პაციენტს, მაგრამ საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელება იყოს.

კითხვა: მინდა, მოვქარგო წმიდა გიორგის ხატი. შეიძლება თუ არა ეს გავაკეთო მოძღვრის კურთხევის გარეშე?

პასუხი: თქვენი სურვილი, რომ მოქარგოთ წმიდა გიორგის ხატი უკვე მეტყველებს თქვენს სიყვარულსა და მოწიწებაზე წმიდა გიორგის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ხატის მოქარგვას აქვს თავისი შესრულების კანონიკა, ამისთვის აუცილებელია მოძღვრისგან კურთხევა აიღოთ.

კითხვა: თუ შეიძლება შეკვეთილი წირვის ან პანაშვიდის გადახდა მორწმუნე ადამიანისთვის, რომელიც კომუნისტების დროს ვერ ცხოვრობდა ეკლესიური წესით?

პასუხი: თუ ადამიანი არ გმობდა ღმერთს, მართლმადიდებლობას და სამღვდელო იერარქიას, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო თამამად ვერ გამოხატავდა თავის რწმენას, ეკლესია ლოცულობს ასეთი ადამიანებისთვის. მათთვის დასაშვებია შეკვეთილი წირვისა და პანაშვიდის გადახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი