რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ სახარებისეული განმარტება, როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირო? მტერს არ უნდა გავცეთ პასუხი?

პასუხი: ქრისტიანული სწავლებით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ აგრესიას, სიძულვილს ავლენს, მეორემ მიტევება და სიყვარული უნდა დაუპირისპიროს. სიყვარული არის ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოგდებისთვის. კაცობრიობას თავისი არსებობის განმავლობაში ხშირად დაუმტკიცებია, რომ აგრესიაზე შეგებებული აგრესია სასურველ მიზანს ვერასდროს აღწევს და პრობლემა არათუ გადაიჭრება, პირიქით, უფრო ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით უფალმა მოგვცა თავისი ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, ის კი ლოცავდა და მიუტევებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როდესაც სამშობლოს ომი აქვს, როცა აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობა იქცევა უზნეობად. ამ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც დავუპირისპიროთ, თუმცა ესეც არ უნდა იყოს პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა.

კითხვა: მაინტერესებს, ეკლესიის გარდა, სად შემიძლია ვიმუშაო სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ?

პასუხი: სასულიერო აკადემია საღვთისმეტყველო განათლებას აძლევს. ღვთისმეტყველების გამოყენებას კი უსასრულო სფერო აქვს – სკოლის პედაგოგობიდან დაწყებული სამეცნიერო მუშაობით დამთავრებული. შეგიძლიათ, იმუშაოთ ნებისმიერ სამსახურში, სადაც საღვთისმეტყველო განათლებაა საჭირო.

კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული ეკლესია რეინკარნაციას – ადამიანის ხელმეორედ დაბადებას?

პასუხი: დიახ, მართლმადიდებლობა რეინკარნაციას არ ცნობს, რადგან ადამიანი ერთხელ იბადება და არასოდეს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა.. ადამიანი გარდაიცვლება, თუმცა ის არ ამთავრებს არსებობას. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ უხრწნელი ხორცით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი