რელიგია

უფლის გზაზე

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 26.05, 2023 წელი

ლოცვის შესახებ
დაკოპირებულია

ქალწულება და ქორწინება

ქორწინება ქალწულებაზე უმდაბლესია, თუმცა ქალწულება ქორწინებისგან წარმოიშობა.

ქალწულება სულს ზეციური სიძის - ქრისტეს სასძლოდ, მის სხეულს კი სულიწმიდის ტაძრად აქცევს (1კორ. 3, 16-17; 6, 19).

ქალწულნი თავისუფალნი არიან ღვთის მსჯავრისაგან დედაკაცის მიმართ (დაბ. 3, 16).

ქალწული ევასთვის განკუთვნილ სასჯელზე მაღლა დგას.

კარგია ქალწულებრივი ცხოვრება, მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია!

რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე.

ქორწინებით ცხოვრებაშიც შეიძლება, სათნო ცხოვრების ღირსი გახდე.

შვილების მოვალეობანი მშობლების მიმართ

თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.

გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენ გამო, ვიდრე გაიზრდებოდი, როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, უძილო ღამეებს ატარებდა შენს გამო; რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს გამოსაკვებად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო შენს მშობლებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ შენთვის გასწიეს!

თუ, მოციქულთა სწავლებისამებრ, ცოლს „უნდა ეშინოდეს ქმრისა“ (ეფ. 5, 33), მაშინ, რასაკვირველია, უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ შვილებს საკუთარი მშობლებისა.

მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ - სასარგებლოცაა ჩვენთვის. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია, მისი გახანგრძლივება; რამეთუ მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა! (ეფ. 6, 2).

შვილებო! გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე - სხვა მემკვიდრეობას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი