რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№37

ავტორი: „თბილისელები“ 44 წუთის წინ

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: სხეულის რომელ ნაწილშია სული?

პასუხი: სულის გარეშე სხეული იშლება. სული მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მაგრამ თავისი ქმედებით, უპირველესად, თავს ავლენს გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე და ამიტომ იმიერ ქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ.

კითხვა: არსებობს ასეთი აზრი, რომ საფლავის გაფართოება შეიძლება, რომელიმე ახლობლის გარდაცვალების მიზეზი გახდეს. რას ამბობს ამაზე მართლმადიდებლური ეკლესია?

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. ამგვარ ქმედებას არანაირი მომავალი უბედურება არ უკავშირდება. ადამიანისა და მისი ოჯახის ბედნიერება მის ეკლესიურ და რწმენის ერთგულებით ცხოვრებაზეა დამოკიდებული.

კითხვა: რამდენად სასარგებლოა აღსარების ხშირად თქმა?

პასუხი: აღსარების ხშირად თქმა იმდენად არის სასარგებლო, რამდენადაც ჩვენ იოლად ვივიწყებთ ცოდვებს, ხოლო როცა სულიერ მოძღვარს გავენდობით, ისინი ფესვებიანად ამოიძირკვებიან. გარდა ამისა, სინანული თვალებს გვიხელს ცოდვებზე. ერთს რომ მოინანიებს, ადამიანი იწყებს სხვა ცოდვების დანახვას. ვინც ეჩვევა, პასუხი აგოს აღსარების დროს თავის საქციელზე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა ქრისტეს სამსჯავროზე. ამიტომ არის დადგენილი აქაური სინანულის მცირე სამსჯავრო, რათა აქ მონანიებით განწმენდილ ადამიანს მიეცეს საშუალება შეურცხვენლად წარდგეს ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას კი არ სთხოვენ, ძალას ატანენ, რომ მოწყალება გაიღოს?

პასუხი: მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის შინაარსს კარგავს. ვინც გასცემს, უნდა იცოდეს, რომ უფალი ხედავს მის გულს, მოწყალების ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ხოლო მიმღებმა მოწყალება მადლიერებით უნდა მიიღოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი