რელიგია

უფლის გზაზე

№28

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.07, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ბრძენი, კეთილი და წმიდა ადამიანები

გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული, მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს და რასაც სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს სხვებს.

***

მარადისობაში საზღაურს ვერ მიიღებს ის, ვინც მიწაზე მთლიანად შეითვისებს მას.

***

განა შეიძლება, ამის შემდეგ გშურდეს არაწმიდა ადამიანთა მიწიერი ბედნიერებისა? განა, პირიქით, არ უნდა გვებრალებოდეს, როგორც ამ გარეგნული კეთილდღეობით ღვთის წყალობის სრულად მიმღებელნი, შესაძლოა, იმ პატარა კეთილი ქმედებებისთვის, რომელსაც ისინი ოდესღაც თავის ცხოვრებაში აღასრულებდნენ. ამიტომ სიკვდილის შემდეგაც სრულად მიიღებენ მართალი მსაჯულისგან ყველა იმ არაწმიდებისთვის, რომლითაც სავსე იყო მათი ცხოვრება. „არაწმიდათა გზა ფართოა, – წერს წმიდა ტიხონ ზადონელი, – მაგრამ მას მარადიული ტანჯვის სიბნელეში მიჰყავს!“

***

კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს.

***

გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს – ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება, ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს, იმიტომ რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. „რამეთუ მოჰკვდით და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ – მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს.

***

წმიდათაგან არავინ ისე არ ვნებულა, როგორც – მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი, ეს იმიტომ, რომ „თუ სული ზეცაშია“, – როგორც ტერტულიანე ბრძანებს, – მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს: მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან!“

***

თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის დასაწყისია, რომლის შესახებაც ძრწოლის გარეშე მას ფიქრიც კი არ შეუძლია; მართალთათვის სიკეთისა და ჭეშმარიტების მდევნელთა მიერ მიყენებული ძალადობით სიკვდილიც კი მხოლოდ მათი უდიდესი სურვილის აღსრულებაა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ღმერთთან, – მათი აზროვნების, სურვილისა და სიყვარულის ერთადერთ უმაღლეს საგანთან.

***

ცოდვილნი ცოცხლებიც მკვდარნი არიან, მართალნი კი ცოცხლები არიან მაშინაც, როცა კვდებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი