რელიგია

უფლის გზაზე

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.06, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სიმდიდრე

მდიდარი უფლისგან ბოძებული სიმდიდრის პატრონი კი არაა, არამედ განმკარგავი და მოურავი, რომელმაც უფალს ბოძებულისთვის თავის დროზე უნდა მიაგოს პასუხი, რამეთუ ამქვეყნად არავის არაფერი მოუტანია თან, გარდა შიშველი სხეულისა და ამიტომ არაფერი საკუთარი არ გააჩნია. მაგრამ ყველაფერი, რაც აქვს, არის ღვთიური სიკეთე.

წმიდა ტიხონ ზადონელი

***

ხელოვნება – ყველაფერი გადააქციო ოქროდ – სრულიადაც არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც ხელოვნება – გადააქციო მკვდარი ოქრო ცოცხლად და სიკვდილისაგან განმათავისუფლებელ სათნოებად.

***

„სად გაქრა შენი ქონება?“ – ჰკითხა ერთხელ მეფემ თავის დიდებულ შერემეტიევს, – „ღატაკთა ხელით მე იგი მამაზეციერთან წარვავლინე“, – უპასუხა მან. – აი, საუკეთესო გამოყენება სიმდიდრისა – ღირსეული, ჭეშმარიტი ქრისტიანისა და დიდებულისთვის!

***

უფალი ბრძნულად და მართებულად აგვარებს გაჭირვებულთა კეთილდღეობას კაცთმოყვარე მწყალობელთა მეშვეობით და კეთილისმყოფელთა ნეტარებას – კაცთმოყვარეობის საქმეთა მეშვეობით.

***

გლახაკისთვის გაღებული მოწყალება მდიდართა საგანძურია. მიწაზე საგანძურის მომხვეჭი ჰგავს იმას, ვინც თავის მოსავალს მდაბალ და ნოტიო ადგილას მალავს, არ ფიქრობს იმაზე, რომ ის მოკლე დროში შეიძლება, ჟანგად და მტვრად გადაიქცეს.

***

„მე რომ მდიდარი ვიყო, – ამბობს მავანი, – მთელ სამყაროს მოვაოქროვებდი..“ – სისულელე! ხშირად ჩვენ უფრო მეტად ვუფრთხილდებით სიმდიდრისას ხურდებს, ვიდრე სიღარიბეში მანეთიანს.

***

რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათე 19,20), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვას უქადდა! ამ რჩევის შესრულება ახალგაზრდისთვის ცხონების ერთადერთი საშუალება იყო.

***

მოვიქცეთ ისე, როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორეთი კი – მდელოზე კენკრას აგროვებენ და ჩვენც ერთი ხელით შევაგროვოთ აქაური სიკეთე, ხოლო მეორეთი ჩავეჭიდოთ მამაზეციერის მარჯვენას და, რამდენადაც შესაძლებელია, ხშირად მივაპყროთ მას ჩვენი მზერა, რათა ვიცოდეთ, სათნოა თუ არა მისთვის ჩვენი საქმენი.

***

სახარებისეული სიგლახაკე მდგომარეობს არა სიმდიდრის ჩამორთმევაში, არამედ – მისადმი სიყვარულის არარსებობაში. შეიძლება, გლახაკი იყო და ყველაზე აუცილებელი გაკლდეს, მაგრამ ამასთან – სიმდიდრისადმი ძლიერი წყურვილითა და მისწრაფებით, და, პირიქით, – შეიძლება, ფლობდე მიწიერი ბედნიერების ყველა სიკეთეს და არ გქონდეს მხოლოდ ერთი რაიმესადმი სიყვარული.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი