რელიგია

უფლის გზაზე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.05, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სავსებით მართებულად ადარებენ სინდისს სამსჯავროს, რომელშიც, ჩვეულებრივ, კანონები ინახება, განიმარტება მათი წესები, განისჯება ადამიანთა საქციელი, ჯილდოვდება სიკეთე და ისჯება ბოროტება. ამ თანხვედრაში მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ სინდისი ერთია და თავად აწარმოებს ყველა მოქმედებას, რაც ჩვეულებრივ სასამართლოში მრავალ კერძო აღმასრულებელთა შორისაა დაყოფილი: იგია კანონმდებელიც, მოსამართლეც, მსაჯულიცა და აღმასრულებელიც!

***

სამი სამსჯავრო არსებობს: ამქვეყნიური, შენი პირადი (სინდისის) სასამართლო და უფლის სამსჯავრო. როგორც შეუძლებელია, ღვთის სამსჯავროს გაექცე, ასევე არ ძალგიძს, გაექცე პირადს, თუმცაღა, ოდესმე ამქვეყნიურ სამსჯავროს გაექცევი!

***

უსურვო ვინმეს სიკვდილი, საშინელებაა, მაგრამ ვინ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ამა თუ იმ ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში, ამა თუ იმ ადამიანის სიკვდილის შემდეგ.

***

რომ არ გვქონდეს სუსტი და მით უმეტიეს, მატყუარა სინდისი, საჭიროა, თავად სინდისი, რომელსაც ბოლომდე წარმართებიც კი არ არიან მოკლებულნი, განვავითაროთ, დავახელოვნოთ ღვთის დაწერილი კანონების სწავლით და ღვთივგანბრძნობილი მასწავლებლების დარიგებებით, საკუთარი ქმედებებით კი მის ხელმძღვანელობას შევესაბამებოდეთ.

***

ვაი მას, ვინც უფრო მეტად მიდრეკილია ცოდვის მაცდური შეგონებებისაკენ, ვიდრე სინდისის რჩევებისკენ, ან შინაგანი, საიდუმლო ღვთის ხმისაკენ ჩვენში. ვინც ცოდვას ცოდვაზე ურთავს, საბოლოოდ სრულად ახშობს სინდისს, რადგან არ ესმის მისი მსჯავრი და ვერ გრძნობს მის ტანჯვას.

***

ცოდვილის სული, რომელიც სინდისით არ მხილდება, ესაა ზღვა, ზემოდან წყნარი, მაგრამ მის სიღრმეში ბუდობს და მოძრაობს უთვალავი ეშმაკი! ასეთი ცოდვილის, ვითომდა სიმშვიდე, ესაა სიწყნარე ქარიშხლის წინ, იმიტომ რომ, ადრე თუ გვიან, მაგრამ საბოლოოდ, დადგება წუთები, როდესაც ჩახშობილი სინდისის ხმა მთელი ძალით გაისმება მის სულში, – ესაა მტანჯველი წუთები, წუთები, რომლებიც წლებად მოჩანს, მაგრამ, რომლებიც ყოველთვის მხოლოდ უსასრულობის საწყისად წარმოდგებიან!

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი